ჰოლივუდის “კადრს მიღმა”

ფილმებიდან, რომლებიც უნდა წარმოგიდგინოთ, უმეტესობა სავარაუდოდ,თქვენთვის ნაცნობი იქნება :) თქვენი არ ვიცი და მე მართლა დამაინტერესა როგორ იღებენ ფილმებს, როგორ იქმნება წარმოუდგენელი ეფექტები.. გასაგებია, რომ ეს არაა სინამდვილე, და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს შეგუებული ვარ, მომინდა გამეგო რა იმალება ამ “ტყუილების” უკან. ჩვენ ყველა ვხედავთ შედეგს: ფილმს თავბრუდამხვევი ეფექტით,მაგრამ ცოტამ თუ იცის რა შრომა და ძალისხმევა იხარჯება მოცემული შედეგის მისაღწევად.. ამათ გარდა კიდევ ბევრი ფოტოს დადება შეიძლებოდა, მაგრამ ჩემტთვის უფრო საინტერესო ავარჩიე :)

დავიწყოთ ძველი საყვარელი ფილმებით, სადაც ეფექტის მიღწევას გაცილებით დიდი დრო სჭირდებოდა, ვიდრე დღესდღეობით-ტექნოლოგიებმა გაამარტივა ყველაფერი :)

1.იურული პერიოდის პარკი :)

იურული პერიოდის პარკი:)
2. ნუ მატრიცაზე გასაგებია, მაგრამ მაინც..
matrica
3. მტაცებელი. ჩემი პირველი საყვარელი ყველაზე საშიში ფილმი. ნუ, ანაკონდა მაინც სულ პირველი იყო :D
predator
4. ტიტანიკი. ესეც, კლასიკა. მაინც, ამ (და მსგავსმა) რეალურმა სურათებმა – RUINED MY CHILDHOOD :D
titanic
5. ვარსკვლავური ომები: return of Jedi
star wars return of the jedi
6. ვარსკვლავური ომები: The Empire Strikes Back
star wars V The Empire Strikes Back
7. ვარსკვლავური ომები: The Empire Strikes Back
star wars-V The Empire Strikes Back
8. გოძილა-ადრე,როცა ჯერ კიდევ ადამიანი ფორმას იცვამდა :D
godzila
ეხლა გადავიდეთ თანამედროვე ფილმებზე, სადაც მწვანე ოთახები ხშირად შეგხვდებათ :)
9. ჯერ ავატარის ფილმს მინდა შევეხო: ძალიან მომწონს ეს ფილმი, ნამდვილად დიდი შრომაა ჩადებული, განსაკუთრებით მომეწონა, რომ მსახიობების სახის გამომეტყველება გმირებისას უდაოდ, შეესაბამება. ესეც თქვენი თანამედროვე ტექნოლოგიები ;) მაშ ასე,დავიწყოთ :)
ავატარი
avatar 2
avatar 3
Avatar 4
avatar 5
ესეც ერთ ერთი გმირის “სახე” :)
avatar mask
10. შემდეგი, ჩემთვის არანაკლებ საყვარელი ფილმი: კარიბის ზღვის მეკობრეები.
Pirates-of-the-Caribbean-
ჯეკის გრანდიოზული გემი კი ნახეთ რა პატარა ყოფილა :)
Pirates-of-the-Caribbean2
-Pirates-of-the-Caribbean-3
11. ჯონ კარტერი. კიდევ ერთი თანამედროვე ფანტასტიკა,სადაც მხოლოდ თავად ჯონის გმირი და რამდენიმე სხვაა ნამდვილი ადამიანის სახით :D
john carter
john carter 2
john carter 3
12. ჰალკი. ეს ეტყობა ის მომენტია, რომ უნდა გაბრაზდეს და გამწვანდეს :D
hulk
13. შურისმაძიებლები. რამდენად დამუშავებულია ორიგინალიდან ჰალკის სახე o_O
The Avengers
14. ფორესტ გამპი, კაპიტანი დენის პერსონაჟი ფეხების გარეშე :)
forrest-gump-lt-dan-j
15. Inception-კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ფილმი, უამრავი საინტერესო სპეცეფექტით ,  მაგრამ ბევრს არ დავდებ :)
inception
16. ოზის საოცრებათა ქვეყანა ქვია მგონი ამ ფილმს :) oz_the_great_and_powerful_special_effects
17. ბოროტების სავანე. ძალიან მაგარი ფილმი! ამ ფილმში, უმეტესად პირველ ნაწილებში კადრების უმეტესობა რეალურია, ზომბები ნამდვილი ადამიანები არიან ნიღბებით და მხოლოდ ზოგი, ზედმეტად არარეალური მომენტია კომპიუტერიზებული (რა საშინელი სიტყვაა :დ), რამაც სასიამოვნოდ გამაოცა :)
resident evil
18. თურმე რანგო, იგივე ჯონი დეპი გახლავთ, ოღონდ მულტფილმის სახით :) თურმე რატომ მომწონს რანგო, ეხლა გავიგე :D
rango
19. ხოლო, აი ასე “დაფრინავს” და “დაცურავს” რკინის კაცი :D ამ ფილმში ყველაფერი ეფექტებითაა გაკეთებული, ამიტომ თავს შევიკავებ დადებისგან, არ მინდა ჩემსავით წარმოდგენა დაგეკარგოთ ფილმზე. ამ ფილმის მიუხედავად- რობერტ დაუნი -მაინც მიყვარს! :D :გულგატეხილი:
iron man
აი ამიტომ მიყვარს ეს კაცი! :D იხილეთ მოკლე GIF რკინის კაცის გადაღებიდან :D
20.  ”ბინდის” მოყვარულებო-გამაგრდით! :დ ესეც “ცუგურა” :D
twilight 1
ეს ვითომ “მგელზე ამხედრებული” პერსონაჟი :)
twilight 2
BEFORE:
twilight 3
AFTER:
twilight 4
21. Doom -აი ასე ერთობიან მსახიობები ფილმში :D
doom 1
ეს ეტყობა დაიღალა ამდენი ადამიანების დევნისგან და ხომ უნდა დაისვენოს :D
doom 2
“მონსტრის” შექმნის პროცესი :) მე თავიდან ბოლომდე გრაფიკა მეგონა, სიმართლე ვთქვა, არ ვიცოდი კოსტიუმი თუ იყო :)
doom 1
ესეც ფოტო სამახსოვროდ :)
doom 4
კიდევ უამარავი ფილმია (უმეტესად ფანტასტიკის, საშინელებათა ან-თანამედროვე ექშენ ჟანრში), რომელიც ან-გამომრჩა, ან-ვიპოვე და გამოვტოვე :D მე მიყვარს “უჟასწიკები” და არ მინდოდა ფილმის ეფექტი გამეფუჭებინა სურათებით, ამიტომ არ დავდე რამდენიმე ფილმის სურათი, რომელიც აშკარად გასაგებია ყველასთვის, რომ გრაფიკაა :) the Descent- შენი ერთგული ვრჩები :D
დღეისთვის-სულ ეს იყო :) გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და მითხარით, კიდევ რომელი ფილმის “საიდუმლოს” ავხადოთ ფარდა? :D
პატივისცემით,
თეა :)

YES! I Can!-სამოტივაციო პოსტი

როგორც ყოველთვის, ყველაფერი იწყება გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილებით, რომელმაც უნდა მიგიგყვანოს შედეგამდე. შედეგამდე, რომელსაც ესწრაფვი.gif

ძნელია  გააზრება, აღიარება და თან  მიღება-როცა აღმოაჩენ ფაქტს- თურმე შენს დაუძინებელ მტერს მოუდუნდი და მან ჩაგყლაპა. მაგრამ მწარე სიმართლის მომხრე ყოველთვის ვიყავი. ჰოდა..

გავზარმაცდი.

ჰო, საშინლად მოვდუნდი და გავზარმაცდი და ამის გამო საკუთარ თავს ვერ ვიტან.

მე, რკინისგან და სწორი კვებისგან შემდგარი, ვარჯიშებით და დისციპლინით ნაწრთობი, გეგმებით და მიზნებით აღსავსე (დიაღ, ეს მე ვარ :D )  –გავზარმაცდი.. გავზარმაცდი  და თანაც როგორ!

imagesარც ვიცი როდის მივეჩვიე ხმამაღალი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ არ არსულებას, ჩემი თავისთვის პირობების მიცემას და მათ მივიწყებას ან-უმოქმედობის რაიმე დებილური მიზეზით გამართლებას. ალბათ, ზამთრის დასაწყისში შემეპარა სიზარმაცე.   “დრო არ მქონდა”, “ეხლა ამისთვის არ მცალია” , “ჯერ სამსახურში დავლაგდე და მერე”, “ჯერ მოვიდეს გაზაფხული და მერე”, “ჯერ ბინა გამოვიცვალო და მერე”, “ჯერ ახალ პოზიციას სამსახურში მოვერგო და მერე”, “ჯერ პრავა ავიღო და მერე”… და ამას დასასრული არ უჩანს, სიმართლე კი მხოლოდ ერთია-მეზარება, დავიღალე და არ მინდა ავასრულო ჩემი თავისთვის მიცემული პირობები.. ეს ბუნებრივიცაა, უამრავი უშედეგო წამოწყება ამის საბაბია. დამეთანხმეთ, როცა შედეგს ვერ ხედავ, გეკარგება მოტივაცია,  მომავალიც გაურკვევლად ჩანს, წარმატება მაინც არ ახლოვდება,შენც -გბეზრდება და ანებებ თავს.. სამწუხაროდ.საბედნიეროდ- არ მინდა შევეგუო რომ ის, როგორც ეხლა ვარ-ნორმაა და არაფრის შეცვლა არ შეიძლება, მე უნდა შევცვალო ის, რისი შეცვლაც მინდა და რაც მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. არავინ და მითუმეტეს-არაფერია დამნაშავე იმაში, რომ მე არ ვასრულებ ჩემი თავისთვის მიცემულ პირობებს, არ ვაკეთებ რამეს, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს. მე ხომ ყოველთვის ვკიცხავდი ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს და არაფერს აკეთებდნენ  მის ასასრულებლად.  არ მინდა გადავიქცე ერთ ერთ მათგანად.. საჭიროა “შემოვარტყა” ჩემს თავს, რომ გამოვფხიზლდე ცოტა :დ ასე რომ… დადაააამმმმმ!  ნამდვილი “მე” დავბრუნდი. ჰოდა..

თუ მე მინდა- მე გავაკეთებ.

მე შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრების სტილი, ჩემი სხეული, ჩემი რეჟიმი, ჩემი მისწრაფებები, ჩემი ჰობბი და ათასი სხვა რამ, რაც მე მეხება და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. … უბრალოდ-ეს მივივიწყე, მოვუდუნდი და მოტივაცია მაკლია.

ჰოდა-ეს პოსტი უნდა გახდეს მოტივაცია!

არ უნდა დავივიწყო პირობა. არ უნდა მივატოვო შუა გზაზე, არ უნდა დამეზაროს.ამ სურათის სიტყვები მომწონს მაგრად :დ

You are not a tree

კიდევ ერთი შანსი მინდა რომ საკუთარ თავს (პირველ რიგში) დავუმტკიცო, რომ მე შემიძლია ბევრი რამ. “YES, I CAN! “-პირველად ერთ სამსახურში გამაცნეს ამ ფსიქოლოგიას, სამწუხაროდ-მიმავიწყდა. მუდმივი ოპტიმიზმი დამღლელია, როცა არ გაქვს მოტივაცია და შენივე თავს ამხნევებ, არ ვუარყოფ… მაგრამ იცით რა?

დიახაც, მე შემიძლია! 

დიახაც, მე მინდა მივაღწიო მიზანს!

დიახ, მე ამას გავაკეთებ!

ღმერთმანი, რა მიშლის ხელს? …- აბსოლიტურად არაფერი!

ათვლა დაიწყო…

დღე პირველი. ;)

ახალი ენერგიით და შემართებით დამუხტული-თეა ;)

yes I can

პირველი მომენტები

არ მიყვარს ის “პირველი” მომენტები. გასახსენებლად მერე კარგია, მაგრამ სანამ ეს “მომენტი” გახსნებამდე მივა, ჯერ ხომ უნდა დადგეს, ჰოდა-აი ეს მომენტი არ მიყვარს, მოლოდინის, სანამ დადგება.

მაგალითად, პირველად რომ ვიცეკვე სოლო, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვნერვიულობდი. ჩემი პირველი სოლო მთიულურში იყო და მასზე იყო დამოკიდებული მექნებოდა თუ არა სოლო სხვა ცეკვებში, ხოლო ვინაიდან ცეკვაზეgeorgian-dance გაყოლას იმ პერიოდში სერიოზულად ვფიქრობდი-ეს მნიშვნელოვანი იყო. ვნერვიულობდი,თანაც როგორ: ნომერი ჩვეულებრივი ილეთებიდან აკრობატულზე გადადიოდა (მადლობა ექსპერიმენტულ ქორეოგრაფიას :დ) , დიდი შანსი იყო შუა სცენაზე მომედინა ბრახვანი და ყველას წინაშე შევრცხვენილიყავი. მაგრამ-როცა ნომერი მორჩა, ბოლო ნაკვეთი: საშინელი სისწრაფით ტრიალი დავასრულე და ტაშის ხმა გავიგე-მერე ერთბაშად მოზვავებულმა შვებამ გადამავიწყა ორი წუთით ადრე ჩემი აჩქარებული გული.

ან კიდევ-სუუულ პირველად ასვლა სცენაზე:საშინლად მეშინოდა. არ გავდიოდი სანამ ქორეოგრაფმა ხელი არ მკრა და არ გამაგდო :D

ან კიდევ-პირველად ექსტრემის შეგრძნება, როცა აქამდე არ იცოდი რა უნდა გააკეთო, განიცადო და მერე -როცა უკვე აჩქარებულ ტალღებს მიყავხარ-ინსტინქტურად გრძნობ, რომ ცხოვრობ-მაგარია!

ან- პირველად მანქანის ჩუმად გაყვანა ღამით და უკაცრიელ ტრასაზე ბოლო სიჩქარით სიარული, ოღონდ ისე, რომ მამამ ვერ გაიგოს, ნერვიულობა-არ დავილეწო :D

პირველად წასვლა ტურში, მიხვედრა, რატომაა ასე მაგარი მოგზაურობა, ტურიზმი და განსაკუთრებით-ექსტრემალური ტურიზმი.

პირველად მოწყობილი ივენთი. როცა ივენთ მენეჯერად ექსპერიმენტის დონეზე დაგნიშნეს, “აბა ვნახოთ”-ლოზუნგით და რამდენიმე დღეში სერიოზულ პრეზენტაციას და ივენთს უნდა გაუწიო ორგანიზება და კონტროლი, როცა არც კი იცი რა უნდა აკეთო, საიდან დაიწყო. გააკეთებ და დასასრულს გიპყრობს ეს კმაყოფილების გრძნობა- რომ  შენ ეს გააკეთე…. ღირდა ნერვიულობად :)

პირველად დადებული ხელშეკრულება, რომ გეშინია, რამე არ გაგეპაროს,ვაითუ რამე შეგეშალა, ასჯერ რომ კითხულობ ყველა წინადადებას, შენ თვალებს არ უჯერებ, მეორედ კითხულობ, მერე გულში იხსენებ, რამე ხომ არ გამოგრჩა და რომ დარწმუნდები რომ ყველაფერი რიგზეა-გადაიტან საბუთებში ამაყი სახით: ეს შენ გააკეთე.

პირველი საქველმოქმედო ღონისძიება..

პირველი კონფერენცია, პირველი მოგებული ტურნირი, პირველი ჯილდო, პირველი გასტროლები, პირველი….

images

კიდევ ბევრი “პირველის” გახსენება შეიძლება, მაგრამ არ მინდა, ნოსტალგია შემომაწვა უკვე :) ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: ყველას ახლდა ნერვიულობა, გაურკვეველი მომავალი შედეგის შიში, განცდა რომ ვერ შეძლებ, ღრმად ჩასუნთქება, გაკეთება და მერე -ბედნიერების უსაზღვრო შეგრძნება..

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი “პირველი” იყო, ამდენი კარგი მოგონება მაქვს და კიდევ უფრო მეტი, რაც აქ არ დაწერილა-მაინც, მაქვს ეს შიში- “ვაითუ” -ყველა ახალი პირველის მიმართ. ალბათ იმიტომ, რომ რეალისტი ვარ და ვუშვებ წარუმატებლობის ვარიანტსაც.

how-to-win-ეხლაც მორიგი “პირველის” წინ ვდგევარ და არ ვიცი რა ვქნა. მე კი გაურკვევლობის შეგრძნება ყველაზე მეტად მაღიზიანებს. არ ვიცი რას მომიტანს ეს “პირველი”. ორი ვარიანტია: ან-წინსვლას და წარმატებას კარიერაში, ან-სამსახურთან სამუდამო დამშვიდობებას. ჰო,რაც უფრო მაღალია ფსონი-მით მეტია ღელვა. ასე რომ, სანერვიულო მაქვს. მითუმეტეს, საღი გონება რომ უფრო უარყოფითი შედეგის ალბათობას უშვებს, მაგრამ-მაინც უნდა გავრისკო, იმიტომ რომ თუ არ გავრისკე-ვერასოდეს გავიგებ რა შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში, და მე ეს არ მინდა..

ვიცი, რომ ერთი თვის მერე (იმედია) ეს სიტუაცია ჩავლილი და უკვე დამთავრებული იქნება, ან-ჩემს სასიკეთოდ-ან-არა, და ალბათ მერე ტკბილად (ან-სინანულით)  გავიხსენებ ამ ნერვიულობას და ასჯერ ნაფიქრს..  მაგრამ ეხლა… სანამ ეს “პირველი” მომენტი ჩაივლის და მოგონებად იქცევა-მე სასწორზე ვარ,  უარყოფითი შედეგისკენ მხრის საღი გონება, გაურკვევლობას ჩავყურებ თვალებში და გონებაში მიტრიალებს  და მოსვენებას არ მაძლევს კითხვა : “ვაითუ”..
ჰუუჰ, ვნახოთ რა იქნება..
თქვენ, როგორ მოგწონთ “პირველი მომენტების” შეგრძნებები?
თეა. :)

დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი

ყველა ჩვენგანს გვსურს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა ყველასგან, ვინც ჩვენს გარშემოა და როგორმე გვზღუდავს.

დამოუკიდებლობა არც ისეთი ტკბილი და სასიამოვნოა, როგორც უმეტესობას ეჩვენება.
უმეტესად-ასე ეჩვენებათ მათ, ვინც არ არის დამოუკიდებელი, მშობლებთან ცხოვრობს და შენატრის მარტო მცხოვრებ მეგობრებს, რომლებსაც მშობლები “ტვინს არ უბურღავენ” ყველა წვრილმანზე, სახლში მიყავთ ვინც უნდათ და საერთოდ, მიდიან იმ საათზე, რომელზეც უნდათ, იცმევენ იმას, რაც უნდათ და იქცევიან ისე, როგორც უნდათ :D

17  წლიდან ვცხოვრობ მარტო. ოღონდ-მარტო ისე კი არა “დამანებეთ თავი ჩემი ცხოვრება მინდა”ს-რომ დაიკივლებ და მშობლებს ოთახში დაემალები.
მართლა მარტო. აი , როცა სახლში შენ ხარ დიასახლისი და “ოჯახის უფროსი” და უმცროს ძმაზე შენ გიწევს ზრუნვა. ალბათ, ამის გამო გავიზარდე უფრო ადრე, ვიდრე ჩემი ტოლები. ადრევე შევხვდი იმ პრობლემებს, რომლებსაც ხალხი უფრო გვიან ხვდება. როგოც წესი-ეს საქართველოშია ასე: მშობლებთან რომ 50 წლამდე იცხოვრო-არაა პრობლემა და პირიქით, ცალკე ცხოვრება უკვირთ :D r169_457x257_4387_Shuqing_in_wonderland_2d_fantasy_house_child_girl_mushroom_picture_image_digital_art

როცა ჩემი მეგობრები უნივერსიტეტის მერე კაფეში სხდებოდნენ, შოპინგზე დადიოდნენ, ან-სახლში მისვლა ეზარებოდათ “რა ვაკეთო, დედა ტვინს შეჭამს”-პრინციპით და უსაქმურად დადიოდნენ წინ და უკან-მე უკვე სამსახურში მივდიოდი და ერთი სული მქონდა, სახლში როდის მივიდოდი, რომ დამესვენა..

იმის აღმოჩენა, რომ თურმე მაცივარში შეიძლება პროდუქტი გამოილიოს, ინტერნეტი შეიძლება გადაუხდელობის გამო ჩაგიჭრან და სარეცხი შეიძლება ტონა დაგიგროვდეს ერთი კვირის მანძილზე-უცნაურია.

თავიდან უფრო კარგი იყო მარტოობა. როცა სულ მარტო ვიყავი: პირველ წელს, ჩემი ძმა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა, მე-უკვე თბილისში ვიყავი. არანაირი პასუხისმგებლობა არავისზე-უბრალოდ ხარ შენთვის, როგორც გინდა, როგორც გისწორდება.. “ამოისუნთქებ”…. მაგრამ გავიდა დრო და  აღმოვაჩინე, რომ არც ისეთი ტკბილია დამოუკიდებლობა, როგორც ჩანს..ამაზე, როგორღაც არავინ საუბრობს. არავინ გაფრთხილებს, ყველა მხოლოდ დადებით მხარეს ამჩნევს და უსვამს ხაზს..ჰო..

სახლში რომ ზამთრის ცივ საღამოს დაღლილი დაბრუნდები, უნივერსიტეტის და სამსახურის მერე-და ჩაბნელებული, ცივი კედლები რომ გხვდება თბილი სახლის, ცხელი ვახშმის და დედის მზრუნველი ხმის მაგივრად… და იმის მაგივრად, რომ ცოტა დაისვენო-უნდა დაიბანო ხელები და დაიწყო ვახშმის მზადება, იმიტომ რომ ძმა მოვა მალე. მერე რა, რომ დაღლილი ხარ და ფეხებს ვერ იმორჩილებ..შენ შეიძლება არც გშია, და გკიდია საჭმელი, მაგრამ-მარტო არ ხარ, შენ გარდა კიდევ სხვა ადამიანია, ბიჭი-რომელსაც უნდა ჭამა და მხოლოდ ყავაზე და მწვანე ვაშლზე არ გადააქვს დღე :დ

როცა ვერც კი შეამჩნევ-ისე დაგეწყება: პარფიუმის მაღაზიებს ინტერესით ათვალიერებ, მაგრამ შესვლას ვერ ბედავ, იმიტომ რომ ფული გაქვს გათვლილი და პროდუქტები და საჭირო ნივთები უნდა შეიძინო სახლისთვის, როგორც დედა იქცეოდა ხოლმე სახლში და უფრო იშვიათად ანებივრებ თავს საჩუქრებით, უცებ ხვდები-რომ ეს ხლამი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც გეჩვენება და ზედმეტია ყიდვა.

როცა ფასდაკლებების საიტებზე კოსმეტოლოგიური კაბინეტების შემოთავაზების მაგივრად (არადა, მასაჟი გაასწორებდა… მმმ…) კარტოფილი ფრის დამამაზადებელ აპარატს  უყურებ და გინდა იყიდო: “სამზარეულოში გამოგადგება”, როცა მაღაზიაში შესული მხოლოდ ყავის, შოკოლადის და შაქრის მაგივრად კარტოფილს, მაკარონს, სარეცხის ფხვნილს და შამპუნს ყიდულობ, ან-კვირაობით ჩამოწერ რა გაკლია რომ არაფერი გამოგრჩეს და ერთიანად სახლში აგაქვს, როცა გაფუჭებულ ნათურას შენვე ცვლი, როცა იღებ მთელ რიგ გადაწყვეტილებებს -აი მაშინ ხარ დამოუკიდებელი და მაშინ იცი,რას ნიშნავს პასუხი აგო შენს თავზე და შენს სახლზე. (და ჩემს შემთხვევაში-ჩემს ძმაზეც :დ) ჰო. მხოლოდ მე რომ ვიყო-ამ წვრილმანებზე არც ვიფიქრებდი ალბათ, ჩემთვის მარტივად მოვიხერხებდი რამეს და ძალიანაც კარგად ვიქნებოდი, მაგრამ მე მარტო არ ვარ, ჩემი პატარა ოჯახი მაქვს და მასზე ფიქრი საჭიროა. ;)

ვინც მშობლებთან ცხოვრობს-ვერ აფიქსირებს რამდენად არიან მოკლებული ამ საფიქრალს და საზრუნავს, რამდენად უფრო “მსუბუქად” გრძნობენ თავს. (ვერც მე ვაფიქსიდებდი). ვერ აფიქსირებს და ვერც აანალიზებს-როგორ გაუმართლა, რომ მის საყვარელ ადამიანების წრეშია, სადაც ყველას უხარია მისი მისვლა, სადაც მასზე ზრუნავენ… (არ მინდა დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ მთლად ელოუნი ვარ, მაგრამ თბილისში მცხოვრები ნათესავებისგან სითბოს გარდა ყველაფერი წამოსულა და კაკრაზ ეს ოჯახური სითბო მენატრება ;) ) ვინც მშობლებთან ერთად ცხოვრობს-ჯერ არ გაუაზრებია როგორია, როცა შენი ხელფასით გარდა იმისა, რომ თავი უნდა შეინახო-პლუს საჭირო ნივთები, ტანსაცმელი, ათასი წვრილმანი გაუთვალისწინებელი ხარჯი და წიგნები  (ეს ბოლო-ჩემს შემთხვევაში ^^) უნდა შეიძინო  და კიდევ-ამ ხელფასიდან გირაოს ფული უნდა იხადო ყოველ თვე. ფინანსურ საკითხებზე-ნაკლებად ფიქრობენ და თვლიან, რომ რაკი ხელფასი აქვს-უკვე დამოუკიდებელია. ეს კი ასე არ არის. ეს მხოლოდ ხელფასი, სახარჯო ფულია, სხვა არაფერზე არ ფიქრობ. (შენიშვნა: არ მინდა განვაზოგადო-ყველა ოჯახი თავისებურია და ყველაგან სხვაგვარი სიტუაციაა, მე უბრალოდ “სტანდარტი” მაგალითი ავიღე)

ნამდვილი დამოუკიდებლობაა: როცა ფიზიკურად, ფინანსურად და იურიდიულად ხარ ცალკე, მარტო, შენთვის.

580468_320984341356122_1298364398_nიცი? როცა არ გაქვს შენი საკუთარი კედლები და დროებით ხარ სხვაგან-მაშინ უფრო აფასებ შენს საკუთარს.

არაფერი არ მინდა-არც ახალი i-ჯანდაბა (აიმაკი, აიფონი, აიპედი,აიპადი და სხვა :დ) არც ძვირფასი ძონძები ბრენდული მაღაზიებიდან, არც მანქანა, ან-პლაზმური ტელევიზორი….და სხვა ხლამი რომელსაც შენატრიან :დ

მე სახლი მინდა, ჩემი სახლი. მხოოოოლოდ ჩემი ♥ ♥

კარგია, როცა შენ გემოზე ხარ: როცა გინდა ადგები შაბათ კვირას ან-დაიძინებ როცა გაგიხარდება, რასაც გინდა გააკეთებ და “ვალდებული” არ ხარ ჭამო წვნიანები “იმიტომ რომ სასარგებლოა”, შეგიძლია მთელი დღე იყო ლოგინში, იქვე უყურო ლეპტოპში ფილმებს, შეგიძლია რაც გინდა ჩაიცვა, როცა გინდა გახვიდე, ვინც გინდა ნახო-და არავინ არაფერს გეტყვის, არ მოგცემს შენიშვნას, (ცივა თბილად ჩაიცვი და ა.შ.) შეგიძლია იყო აბსოლიტურ სიჩუმეში და მეზობელი ოთახიდან ახალი ამბების ხმა არ გამოდიოდეს შენს ოთახში, შეიძლება არასასურველი, მოსაბეზრებელი ვიზიტები “ოჯახის მეგობრებთან” აიცილო და უბრალოდ არ წახვიდე (“უხერხულია, რამდენი ხანია არ გვინახავს” ბლა ბლა,), შეიძლება მუსიკა ჩართო უნორმოდ მაღალ ხმაზე და შენც ასევე, ბოლო ხმაზე იმღერო მელოდია-და არავინ გეტყვის “ჩაუწიე, თავი გამისკდა”. შეგიძლია მოიყვანო მეგობრები და შენთან დარჩნენ ხოლმე, შეგიძლია წიგნი იკითხო ისეთ შუქზე-როგორიც გინდა და არავინ გეტყვის “დაითხარე თვალები”, შეიძლება ანანასის წვენი მოიდგა ახლოს და წრუპო ფილმის ყურებისას და როცა გათავდება-ვინმემ არ გითხრას-”ადექი და გარეცხე ეხლა ეგ ჭიქა”  შეგიძლია ეს ჭიქა გარეცხო მაშინ, როცა შენ მოგინდება გარეცხვა, არავინ გეტყვის “გადი მაღაზიაში” და მხოლოდ მაშინ გახვალ-როცა რამე შენ დაგჭირდება და მართლა დაგჭირდება. … ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს…

მაგრამ-ეს მხოლოდ ერთი მხარეა დამოუკიდებლობის, ყველასთვის დასანახი, ყველასთვის სანატრელი. სამწუხაროდ, მხარის “ამორჩევა” არ შეიძლება. თუ გინდა დამოუკიდებლობა-უნდა იყო მზად ყველაფრისთვის, რაც მასთან ერთად მოვა: კომუნალური გადასახადები, წყალი, გაზი, ინტერნეტი, პროდუქტები, სხვადასხვა ნივთები, ათასი წვრილმანი (და ყოველთვის გაგიკვირდება “როგორ იხარჯება ამდენი ფული პროდუქტში, შენ ხომ ფაქტიურად არაფერს ჭამ?! ” საჭირო რამ მხოლოდ საჭმელი არაა :დ)  უნდა მიიღო გადაწყვეტილებები ყოველ დღე, გათვალო ოჯახისთვის (ჰო, ორნი ვართ, მაგრამ ესეც პაწაწა ოჯახია)  როგორ იქნება უკეთესი, ხანდახან უკან პლანზე გადაწიო შენი პირადი სურვილები, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ასეა საჭირო. უნდა იფიქრო, უნდა გეგმო, უნდა ითვალო, უნდა აკეთო (დაუზარებლად), უნდა იყო მასპინძელი (ჰო, ჩვენს სახლში იშვიათად ვართ მხოლოდ ჩვენ მარტო :დ)  იმიტომ რომ შენ გარდა არავინ მოვა და გააკეთებს.. თუ ამაზე არც იფიქრებ-რაღაც დროის მერე დაგროვილი პრობლემები ცხვირზე აგეფარება და განანებინებს შენს თავქარიანობას. (ეგეც უეჭველი ვიცი :დ)

კიდევ არსებობს უნიკალური მხარე: ბინების მუდმივი ცვლა.  ეს საერთოდ სხვა მოვლენაა და ამაზე ცალკე პოსტიც მაქვს ადრე დაწერილი :)  ის აზრი, რომ ერთ თვეში ისევ უნდა სხვაგან გადავიდე-უკვე ცუდად მხდის :) (ამიტომაც გამახსენდა ეს დრაფტებში ჩაგდებული ძვეელი პოსტი :დ) კიდევ ერთი სახლი, სადაც ისევ! ვერ გავაკრავ ჩემს საყვარელ პოსტერებს, ვერ გავაკეთებ ახალ თაროებს, და მხოლოდ არსებულ (უმეტესად ეს ერთი საცოდავი თაროა, ისიც ზრდილობისთვის რომ აქვთ ხოლმე) ვარიანტს უნდა დავჯერდე, კიდევ ერთხელ მთელი ავლადიდების გადაზიდვა ერთი მისამართიდან-მეორეზე, კიდევ თავიდან აღმოჩენა რომ ამ სახლში არ არის რაიმე საჭირო ნივთი: მაგ-ტანსაცმლის კარადა, და კიდევ ერთხელ სიარული რომ ესეც იყიდო, კიდევ ერთი ინტერნეტის გაყვანა, კიდევ ერთი სახლის მოწყობა, კიდევ ერთხელ დადარება მრიცხველების და თავიდან ათვლა-აწი ეს შენი მრიცხველია ,  კიდევ ერთი სახლის მეპატრონე, რომელიც უნდობლად უნდა იყოს განწყობილი (რა იცის ვინ ხარ :დ) და თუ არ გამიმართლა-”ვიზიტებით” გაკონტროლებდეს, რომ მის სახლში არაფერი გააფუჭო, სანამ იქ ხარ. კიდევ ერთი არამკითხე მეზობელი, რომელიც ვიღაც ნათესავს გირიგებს :დ (რატომ გადამეკიდნენ რა უნდათ :@ ;დ)  კიდევ ერთი გირავნობის ხელშეკრულება, კიდევ ერთი მისამართი და კიდევ თავიდან შესწავლა-აქედან რა მიდის ჩემს სამსახურამდე..

მიუხედავად თავისი მეორე მხარისა- დამოუკიდებლობა მართლა ძალიან მაგარია. უფრო მეტიც, ეხლა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო სახლში, სადაც მაქსიმუმ 4 ადამიანზე მეტი ცხოვრობს (გადავეჩვიე ;დ). მაგრამ, სანამ უბრალოდ ინატრებ შენი მეგობრის ადგილას ყოფნას, ვინც ცალკე ცხოვრობს – სჯობს იცოდე ყველა მხარე, რომელიც თან მოყვება დამოუკიდებლობას. (ჩემთვის ეს ყველაფერი მაგალითად-სიურპრიზი იყო :დ)

ვიცი, მხატვრული პოსტი არაა. უბრალოდ, პირდაპირ და გულწრფელად აღვწერე ის, რაც ვიცი.

გისურვებთ რომ მიიღოთ ისეთი დამოუკიდებლობა, როგორიც გინდათ  :)

მე კი მანამდე კიდევ ვიყიდი “სიტყვა და საქმეს” და დავიწყებ კიდევ მორიგი ახალი სახლის ძებნას…

თქვენი-თეა. ;)

283497_344155079039048_247063495_n

ბებო

დილით, როცა ყველა სამსახურში მიდის-ბებო ჯერ არ ამდგარა, უჭირს დილით ადგომა უკვე, ხუმრობა არაა 82 წელი. ბოლოს, გაჭირვებით ადგება და ნელა იწყებს ჩაცმას. აპრილი მოვიდა, მაგრამ მაინც თბილად იცვამს, სცივა თვითონ. დილით აკანკალებული ხელით ჩაის მოადუღებს თავისთვის და ქმრისთვის, რომელიც ვერ ხედავს, ასაკისგან თითქმის დაბრმავდა, და თავისით სიარული უჭირს. მხოლოდ იმდენს ახერხებს რომ ხელისცეცებით ოთახში გავიდეს. ცოლი იქცა მის თვალებად,თუმცა-ისიც ძალიან ცუდად ხედავს. არჩევს სილუეტებს, დიდი ფიგურების გარჩევა შეუძლია, მაგრამ-ადამიანების სახეზე ცნობა-აღარ, ამდენ დეტალზე დაკვირვებისთვის-სათვალე მაინც ჭირდება. სათვალე არ აქვს. აკანკალებული ხელით ცხელ ჩაის დალევენ და ქალი პალტოს გადმოიღებს. ქმარს გაუმზადებს გერკულესის ფაფას და უბარებს: “მაგიდაზეა, პირსაცოხში გავახვიე თბილი რომ იყოს, მერე მიდი და ჭამე”. თავად-ნაცრისფერ ძველებურ მოსაცმელს შემოიცვამს, ქუსლებჩაჭყლეტილ, გაცრეცილ ტუფლებს ჩაიცვამს და კარს გარედან კეტავს.

თავისუფლებაზე ამოდის ხოლმე. იცის, ცენტრში უფრო მეტი ხალხი ტრიალებს.  თავისუფლებიდან-ვაკემდე ადის,ნელი ნაბიჯებით. უჭირს სიარული, ყავარჯენი უშველიდა, მაგრამ-არ აქვს. ყავარჯენის მაგიერი საყრდნობი151400-stock-photo-woman-old-loneliness-street-senior-citizen-to-go-for-a-walk ჯოხი მისცეს და ცოტა ხნით უფრო გაადვილებული ქონდა სიარული, მაგრამ-სადღაც გადაკარგა. ამიტომ-ისევ ბორძიკით და ფრთხილად დადის, რომ ყავარჯენის გარეშე-არ წაიქცეს. ხელში გამჭირვალე, ერთჯერადი ჭიქა უჭირავს და დაბალი ხმით ამბობს: “დამეხმარეთ შვილო”. უმეტესობა-გვერდს უვლის და სწრაფი ნაბიჯით ასწრებს მოხუცს. ზოგი-თვალს არიდებს და შეგნებულად “ინტერესდება” მანქანების მოძრაობით, ზოგი-ტელეფონს ჩაჰყურებს და მექანიკურად ერიდება ნელა, ბარბაცით მოარულ მოხუცს. მისი სუსტი ხმა-ქალაქის ღმუილში იკარგება. თითქმის ნახევარ დღეს ანდომებს ხოლმე ვაკემდე ამოსვლას. ხშირად ისვენებს, ფეხები ტკივა, მაგრამ -ერთ ადგილას არ ჩერდება. მსუსხავი ქარი ქალაქს ახსენებს, რომ ჯერ კიდევ მარტის ბოლოა და მაინც, ცივი ზამთრის მერე-მზის გამოსვლა დათბობას არ ნიშნავს. ბებოს კიდევ უფრო შესცივდა და მოიბუზა. ისედაც პატარა ქალი-სიბერეში უფრო დაპატარავებულა და გამხდარა, ზურგში მოხრილია, მაგრამ კუზი ჯერ არ აქვს. უბრალოდ მოხრილი დადის. ვერ იმართება. თვალები სულ ძირს აქვს დახრილი: ფეხი არაფერს წამოდოს, ისედაც უჭირს სიარული. რუსთაველზე, გაჩერებაზე ჩამოჯდება-სადაც სკამს ნახავს და ცოტა ხანი ფეხებს ასვენებს. იქვე-გოგოები დამდგარან: ახალგაზრდები, ლამაზები, ენერგიულები. ბებოს მათი საუბრის ნაწყვეტები ესმის: “ხოდა გოგო მე ვუთხარი….და დამიჯერა, წარმოგიდგენია??? არადა ფეისბუქზე დავდე ის სურათები, გუშინ რო გადავიღეთ და მაგისგან დავაჰაიდე. რა მაგარი ფუნქცია აქვს ეგ. ეხლა ვაფშე აზრზე არაა რო მოვატყუე….”-გამჭრიახ მეგობარს გოგონები ინტერესით და ღიმილით უსმენენ და უქებენ ეშმაკობას. ბებო ამოიოხრებს. მოუნდება იყოს ახალგაზრდა, მხიარული, ენერგიული. ერთი წამით გაეღიმება:მისი ახალგაზრდობა გაახსენდება, სახსრების ტკივილი უვლის და სახე ეჭმუხნება ტკივილისგან. მის გვერდით ფაშფაშა საშუალო ხნის ქალი ჩამომჯდარა ავტობუსის მოლოდინში. ბებოს არ აქცევს ყურადღებას. ტელეფონს ჩასცქერის, პერიოდულად ტაბლოს შეავლებს თვალს-რომ ავტობუსი არ გამორჩეს. ბებო ჭიქას გაუწვდის “დამეხმარეთ”-ქალი უცებ ესვრის მზერას და კიდესკენ გაიჩოჩება.  ბებო გაჭირვებით წამოდგება და გზას განაგრძობს. “დამეხმარეთ შვილო”-თხოვს გამვლელებს, თვალები ისევ დაბლა დაუხრია, ხმა-სუსტად ისმის და ქალაქის ღმუილში იკარგება. ვერავინ ამჩნევს. უცებ-უკნიდან პატარა ბიჭი მიეწევა და ოცთეთრიანს ჩაუგდებს ჭიქაში უსიტყვოდ. “ვაიმე, შენ გაიხარე შვილო”-ქალს სიხარულისგან ტირილნარევი ხმა აქვს. აღელვებისგან ჭიქა უფრო უკანკალებს ხელში. წუთით გაჩერდება და ბავშვს გააყოლებს თვალს: მის დანახვაზე გოჩა ახსენდება და ცრემლი გზას ნახულობს….გზას აგრძელებს. პერიოდულად ხურდებს უყრიან, მაგრამ-იშვიათად. რუსთაველზე ბევრია მთხოვნელი, მეტროსთან დამდგარან, ზოგი-მოძრაობს, ზოგი უბრალოდ წევს ტროტუარზე და წინ გაშლილი აქვს კარდონი ხურდებისთვის. ბებო არ აქცევს მათ ყურადღებას. მეტროსთან მდგარი საფუნთუშეებიდან გამოსული არომატი ახსენებს, რომ მხოლოდ ჩაი დალია, არადა, უკვე შუადღეა. ჭიქაში ჩაიხედება და ხურდებს დათვლის: “ეს რომ დავხარჯო მერე რა იცი რამდენი მოგროვდეს, ვალიკოსთან რა მივიტანო”-გაიფიქრებს და შორდება ვიტრინებს, სადაც ფუნთუშები და სხვა დაცხობილი პროდუქტი დევს-რომ ხელმა არ გაუსწროს.

ვაკემდე ამოსულს უხარია: გზა თითქმის გაიარა, აქ უნივერსიტეტიდან ბევრი ახალგაზრდა გამოდის, იქნებ ვინმე დაეხმაროს. კორპუსებთან ისვენებს. კიბეებთან მიეყრდნობა. სტუდენტები ვერ ამჩნევენ მოხუცს. გზაში რამდენიმე მამაკაცი ხურდებს დაუთვლელად უყრის: ქალს სიხარული აიტანს: “მადლობა შვილო, ღმერთმა დაგლოცოს”-იმეორებს სიხარულისგან და ჭიქაში იყურება: ძირი დაფარა ხურდებმა. “შეიძლება წამალი ვუყიდო დღეს”-გაიფიქრებს და სიხარულისგან ხელები უფრო აუკანკალდება ისევ. სუსხიანი ქარი დაუბერავს. “მოვიდეს გაზაფხული მალე, ცოტა მარტივად ვივლი”-იმედიანად გაიფიქრებს და ისევ წამოდგება: გზას განაგრძობს. ოფისიდან გოგონა გამოდის და ეძახის : “ბებო”-ქალს ცუდად ესმის. გოგონა მიეწევა და აჩერებს. “ბებო, შემოდი, ყავა დაგალევინო, არ გინდა? რამე ჭამე”-ღიმილით ეუბნება და პატარა ოფისზე მიუთითებს, შუშებიანი ვიტრაჟით. ქალი მორიდებით შეყვება. გოგონა მარტოა ოფისში, ეტყობა, ამჯერადაა მარტო, რამდენიმე ცარიელი მაგიდა და ჩართული კომპიუტერია დატოვილი. გოგონა ქალს რბილ სავარძელში დასვამს. ოფისში სითბოა, სიჩუმე. ბებო მოდუნდება ცოტა ხნით და სიამოვნებისგან გაეღიმება. ფეხები დაასვენა. ესიამოვნა რბილი სავარძელი, უცებ იგრძნო შვება,რამდენიმე წუთში გოგო დიდი ფინჯანი ყავით დაბრუნდა. “შაქარი რამდენი გინდათ?” “ორი”-მადლიერებით სავსემ უპასუხა და კოვზით ჭიქას მოურია. გოგომ ფუნთუშები გამოიტანა და მაგიდაზე დაალაგა. “ბებო, არ მოგერიდოს, აიღე, შენთვის ვიყიდე მაინც. მოვალ ეხლავე”-სწრაფად დადის გოგონა. ტელეფონმა დარეკა-გოგომ უპასუხა. სანამ ვიღაცას კომპანიის აქციის შესახებ უხსნიდა-ბებომ ყავა რამდენჯერმე მოსვა. ორგანიზმი გაუთბა, ესიამოვნა.

“მარტო სანამ ვარ არაუშავს, სხვები რომ არიან-ვერ შემომყავხარ ხოლმე ბებო, გხედავ ფანჯრიდან და ხურდებს გაძლევ ხოლმე”-მობოდიშებით უთხრა. მოხუცი შეეცადა სახეზე დაკვირვებოდა.

“ვერ ვხედავ კარგად შვილო, ვერ გიცნობ ხვალეც რომ გნახო, არადა, მინდა რო გიცნო”

“არაუშავს ბებო”…. “შვილები არ გეხმარებიან?”-მორიდებით შეეკითხა მოხუცს. ქალს თვალები ცრემლით აევსო. მართალია, მოხუცები უფრო გულჩვილები ხდებიან ასაკში.

48072_352852244821054_402560401_n“ჩემი გოჩა ომში მოკლეს, ცოლ შვილი არ ყავდა. ჯარისკაცი იყო, გორიდან ვარ მე. აქ ჩამოგვიყვანეს და სადღაცას კორპუსში შეგვასახლეს. მე და ჩემ ქმარს გვყოფნის, მაგრამ პენსია და დახმარება წამლებში არაა საკმარი რა ვქნათ, იქაური სახლი ააფეთქეს და აღარაფერი დამრჩა. სახლს ვინ ჩივა, ჩემი გოჩა რომ მყავდეს ცოცხალი”…-ქალს ცრემლები აწყვეტინებს საუბარს. გოგონა გვერდით მიუჯდება და სინდისი ქენჯნის რომ ჰკითხა და ქალს ცუდი რამ გაახსენა. “ბოდიში ბებო”-ხმადაბლა ამბობს და სალფეტკს აწვდის. მერე-საფულედან ათლარიანს ამოიღებს და გაუწვდის. ქალს ჰგონია რომ მოეჩვენა: “აიღე ბებო, მე ამ ფულით საღამოს შოკოლადს და კოკა კოლას თუ ვიყიდი ჩემთვის და შენ უფრო გჭირდება”-მოუხსნა ქალს უხერხულობა და ფული ხელში მიაწოდა. ქალმა მოსასხამის შიდა მხარეს ამოკერილი ჯიბე გახსნა და ფული იქ შეინახა, რომ არ დაჰკარგოდა. ისევ აუჩუყდა გული და ტირილით მოუხადა გოგონას მადლობა. ამ დროს-ოფისში მაღალი კაცი შემოვიდა, ტელეფონზე საუბრით, ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებდა. ერთ ერთ მაგიდას მიუჯდა და განაგრძო ხმამაღლა ლაპარაკი: “ბიჭო მესმის მაგრამ ჯობია უფრო მეტი გადაიხადო და ხარისხით უკეთესი გამოვიდეს, რა ჯანდაბის ეკონომია დამიწყე აქ შეჩემა, ბიზნესი მაქვს…”-გოგონამ შეშინებული სახით გახედა კაცს და მერე-ბებოს. ქალმა უხერხულად იგრძნო თავი და მოუხედავად დიდი სურვილისა კიდევ რამდენიმე წუთი დამჯდარიყო და ყავის სმა დაემთავრებინა-გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. გოგონა შეეშველა. კაცმა ტელეფონი გათიშა და ოთახში მოძრავ ქალებს დაასვა მზერა. “გამარჯობათ ქალბატონო”

“გაგიმარჯოს შვილო”

“რამე გინდოდათ?”

“არაფერი შვილო, მივდივარ უკვე, ეს გოგო დამეხმარა, დიდი მადლობა”-კაცმა გამჭირვალე ჭიქა დაუნახა ხელში და ყველაფერს მიხვდა. ქალს გასვლა აცალა და იმწამსვე გოგონას მივარდა:

“ეს ვინ შემოგყავს აქ შენ სულ გაგიჟდი? მათხოვრებიღა მაკლდა! ეხლა რომ ვინმე კლიენტი მოსულიყო რას ეუბნებოდი, ვინაა ესო?! ასეთ ხალხს გარეთ არ ვაჭაჭანებ რო ვიტრინასთან არ დადგნენ და შენ ოფისში დამისვი?!”-გოგომ ხმა არ ამოიღო. იცნობდა მის უფროსს და რამის ახსნა სრულიად ზედმეტი იქნებოდა, თავის თავში დარწმუნებული კაცი მაინც არ მოისმენდა, შეპასუხება კი მხოლოდ უფრო გააბრაზებდა. ბებომ გამვლელს საათი ჰკითხა. “ოთხი საათია”-მიიღო პასუხი და უკან მოიხედა: ვაკის პარკამდე ამოსვლას ნახევარი დღე მოანდომა.მაგრამ დღეს კარგი დღე იყო, გოგონა დაეხმარა.. ხურდები დაითვალა და აფთიაქში შევიდა, წამლის რეცეპტი მიაწოდა ფარმაცევტს და მორიდებით დადგა შორიახლოს.

“ათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი ერთი კოლოფი”-უპასუხა გოგონამ და დაელოდა ფულს.ბებომ გოგოს მოწოდებული ათლარიანი ამოიღო, ჭიქაში ჩაყრილი ხურდებიდან ორმოცდაათი თეთრი მოაგროვა და ქალს მიაწოდა, შეფუთული წამალი აკანკალებული ხელით ჩაიდო ჯიბეში. იქვე შუა ხნის ქალი იდგა დიდი ცელოფნით. “დროზე ქალბატონო”-გაღიზიანებულმა დააჩქარა ბებო. “შვილო, ეს მეორე წამალი, ვერა ვხედავ, რა ღირს?-ქალმა ისევ მიაწოდა ექიმის ჩამოწერილი ნუსხა. “ეს ძვირია, ოცხდათხუთმეტი ლარია ერთი კოლოფი”. “ჰოოო, ძვირია”-ქალს ფურცელი გამოართვა და გაიწია: ფრთხილად დაკეცა ექიმის დანიშნულება. “თვის ბოლოს პენსიაა, მაგით ვიყიდი, მაგრამ ეხლა რომ უთავდება, მაგაზე რა ვუყო?”-გაიფიქრა და აფთიაქი დატოვა. ვაკის პარკთან რომ ავიდა-უკვე ბნელდებოდა. დღეს უფრო ნელა გამოუვიდა აქამდე ამოსვლა: ფეხები უფრო ტკიოდა, მაგრამ დღეს მაინც კარგი დღეblack-and-white-bw-bnw-monochrome-candid-street-photography-portrait-old-woman-streettogs-sad-waiting-shawl-headscarf-bokeh-blur-london-rob-cartwright იყო: გოგონას ათმა ლარმა წამალი აყიდინა, ერთი თვის დოზა. ეხლა უფრო გულდამშვიდებით იქნება. ჭიქაში ჩაიხედა: ხურდები ძირს ისევ ვერ ფარავდა: წამალში გადახდისას ხომ ამოაკლო.. მაინც გაჩერებასთან მდგარ ბიჭს მიმართა: “შვილო, დამითვალე აქ რამდენია”-ბიჭმა ხურდები ხელის გულზე დაიყარა და სწრაფად გადათვალა: “ოთხმოცი თეთრი”. “პური მომივა”-გაიფიქრა და ავტობუსს დაელოდა. ბარათი გადაატარებინა და ბილეთი ხელში ჩაბღუჯა. სავსე ავტობუსში კუთხეში, ფანჯარასთან მიიჩოჩა და მოსასხამი ტანზე უფრო შემოიტმასნა. აცივდა საღამოს უფრო. ადგილი არ დაუთმეს, მაგრამ არაფერი უთქვამს. თავისუფლების მეტროსთან ნელა ჩავიდა. “დროზე”-მოესმა ავტობუსის მძღოლის გაღიზიანებული ხმა, შეეცადა აეჩქარებინა ნაბიჯს: ჩავიდა და მეტროსკენ გასწია. სავსე მეტროში ხალხი ნელ ნელა თხელდებოდა. მისი სადგური გამოაცხადეს, ჩავიდა. კიდევ კარგი, მეტროსთან ახლოს ცხოვრობს, შორს სიარული არ უწევს. მეტროსთან ახლოს საფუნთუშედან მადისაღმძვრელი სუნი ისევ იგრძნო. ჭიქიდან ჯიბეში გადანაცვლებული ხურდებს-ხელი გარედან შეავლო, მაგრამ გვერდი აუქცია ვიტრინებს. პური უნდა იყიდოს, ქმარს ალბათ შია. წამლები აქვს დასალევი.. დღეს მიუტანს იმ წამალსაც და ტკივილები აღარ შეაწუხებს ცოტა ხანი. მეტროსთან ახალგაზრდამ გვერდი წაკრა, ქალმა ძლივს შეიკავა თავი რომ არ წაქცეულიყო. ვერავინ შენიშნა მობარბაცე ქალი. ვიტრინას მიეყრდნო. “გაიწიე ქალბატონო, ვიტრინას დასვრი”-მოესმა კაცის ხმა და უკან დაიხია. სახლთან, მაღაზიაში უკანასნკელი კაპიკებით პური იყიდა და სახლში ავიდა.

“მოხვედი?”-შეეგება მეუღლის ხმა. კარის ხმაურზე.

“როგორ ხარ?-ჰკითხა პასუხად თანამეცხედრეს.

“ისევ მტეხდა დღეს ტკივილი, რა ვუყო”-უპასუხა კაცმა და სავარძლიდან წამოიწია. ხელისცეცებით გააგნო კარებისკენ და ქალს შეეხო. “შენ როგორ ხარ”. სახლში დიდად სითბო არ იდგა. ენერგიის ეკონომიას აკეთებენ.

“რამიშავს. წამალი მოგიტანე, დაგალევინებ დღეს და აბა ვნახოთ ღამე კიდევ როგორ იქნები. გშია?”

“ჰო, ის ვჭამე გერკულესი.”

“პური მოვიტანე. ჩაიც არ გინდა? მე მშია”-ქალმა მოსაცმელი ჩამოკიდა შემოსასვლელში და სახლის რბილი ფლოსტები ჩაიცვა. “უჰჰ, როგორ დავიღალე დღეს, მაგრამ ერთი კარგი გოგო შემხვდა, მაგან მომცა წამლის ფული. მარიკას ხნისა იქნებოდა.”

“ჰო?-ქმარი ინტერესით უგდებს ყურს და ქალის ბეჭზე აქვს ხელი ჩამოდებული, მიჰყვება სამზარეულოში. ქალმა უსინათლო მეუღლე დასვა და თეფშები გამოიღო.

უკვე ცხრა გახდა. პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი ჩართეს ახალ ამბებზე და ხმას ამოუწიეს. ჭიქა ჩაი მიიტანა მაგიდასთან და ნელ ნელა დალია ქალმა. მერე-წამლები დაალევინა ქმარს. “ხვალ წვიმაა გამოცხადებული”-დანანებით შეხედა ეკრანს. “ხვალ ვერ წავალ, მაგრამ ფული რომ აღარ მაქვს?”-ქმარს შეხედა კითვით სავსე თვალებით.

“არაუჭირს რა, პური ხომ გვაქვს. ხვალ დაისვენე, ცოდო ხარ.”-ქმარმა მისი პლედი ცოლისკენ გასწია და ფეხებზე შემოახვია, ხელისცეცებით.

“ჰო,რამეს ვიზამთ. თვის ბოლოს კიდე პენსიები უნდა იყოს.”-იმედიანად თქვა ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა. “უჰჰჰ, დავიღალე”.

“ჰო”…. მერე-ტელევიზორი გამორთეს და ცივ საძინებელში შევიდნენ. დაღლილს მალე ჩაეძინა. ფეხები ისევ ტკიოდა. ისევ გოჩა დაესიზმრა ღამით. ძილში ტკივილით ამოიგმინა: “მენატრები დედი…”

დასასრული.

იარლიყები

ობიექტური ფაქტები: ზოგადი პიროვნება: ვარ 24 წლის, ლამაზი, მხიარული, ნიჭიერი (დიახ,დიახ  დიმიტრი გელოვანი ვარ,  ოღონდ გოგო :დ ) მაქვს საკმაოდ კარგი სამსახური, კარგი (საქართველოს პირობებზე) ანაზღაურებით, პერსპექტიული, და სასურველი პოზიცია, მაქვს გეგმები (ანუ წყალწაღებული არ ვარ),  მაქვს უმაღლესი განათლება (ეს ისე, პროტოკოლისთვის, თორე ის დიპლომი სახლში როგორც მოვიტანე-ისევე დევს :დ) ვცეკვავ, ვმღერი, ვუკრავ (და ეს ძალიანაც მომწონს ;) ) და ვფლობ 4 უცხო ენას. მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ჩვეულებრივი?…. არა, მე ვარ ლუზერი.

მე ვარ ლუზერი. იმიტომ რომ არაფერი მაქვს გარდა სამსახურისა ფაქტიურად: მე მყავს ძალიან ცოტა მეგობარი. (მერე რა, რომ ნამდვილი მეგობრები არიან და 10000% ვენდობი, მიიჩნევა, რომ მოც. რაოდენობა- ცოტაა :დ) და არ მყავსbeautiful-black-and-white-cute-girl-hello-Favim.com-272133 “შეყვარებული” :D

მე ვარ ლუზერი. ამას მეუბნება საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ 23-24 წლის გოგო გათხოვილი თუ არა, საქმრო არ გყავს-კაპიკია შენი ფასი. “უი საწყალი” ხარ და გინდა პრეზიდენტი იყო,ყველა ხაზს გაუსვამს რომ “ხარ მარტო”. და იმდენად ხშირად იმეორებენ ამას, რომ შინაგანი პროტესტი უბრალოდ ნებდება. არ ეთანხმები, მაგრამ არც ებრძვი ამ “შეხედულებას”  შენი მისამართით. ჰოდა, ვარ ლუზერი, კი ბატონო.

მე ვარ ლუზერი. იმიტომ რომ ასე მიმანიშნებს საკუთარი ნათესაობა. ჯერ კიდევ 15 წლიდან რომ დაიწყეს ჩემი “დაპრესვა” იმის შესახებ,რომ მე მაქვს ჭარბი წონა. (არადა სავსებით ნორმალური ვარ, არასოდეს ვიყავი მსუქანი). ჰო, იმიტომ მეუბნებოდნენ,რომ იდეაში, მიდრეკილება მაქვს და უნდოდათ არ დამვიწყნოდა, თავისთვის მიმეხედა, ვარჯიში არ მიმეტოვებინა. ” ჩემზე ზრუნავდნენ….”  (ახახახააა “ზრუნავდნენ” :D :D ) ჯამში: ვარ კარგ სპორტულ ფორმაში დიდი კომპლექსით: რომ მე ვარ მსუქანი ლუზერი. (ჰო, საქმროს თემაც აქტუალურია ამ რატომღაც-ნათესავებში :D )

მე ვარ ლუზერი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ყველამ იყიდა მანქანა და “მე ჯერ არ მყავს”. არადა, არავის მოსვლია აზრად, რომ უბრალოდ არ მინდა მყავდეს მანქანა. ვიცი ტარება, მაგრამ არ მაინტერესებს .მე სახლი მირჩევნია. ჩემი სახლი. მოგზაურობა უფრო მინდა. დიდი ხნით და სამყაროს გარშემო.

მე ვარ ლუზერი, იმიტომ რომ უმეტეს დროს მარტოობაში ვატარებ ან-იგივე ჩემს რამდენიმე მეგობართან, და არა დიდ კომპანიებში. ქუჩაში მარტო მოარული გოგოს დანახვაზე-ყველას “ფორევერ ელოუნ” ახსენდება. არავის მოსდის აზრად, რომ უბრალოდ მინდოდა გამესეირნა, პარკში წიგნი წამეკითხა და დამესვენა ყველასგან.

მე ვარ ლუზერი, იმიტომ რომ არც თუ სახარბიელო ჯანმრთელობაზე ზრუნვამ გადამიყოლა, სამსახურში შუადღით წამალს ვსვამ და “ავადმყოფი ვარ”. იმას არავინ დაგიდევთ, რომ კი არ ვკვდები ან ინვალიდი ვარ (და თუნდაც ასე იყოს, ვისი რა ტაკოს საქმეა ;) ), უბრალოდ, გავხდი ცუდად და ეხლა-ვსვამ წამალს რომ გავხდე ისევ კარგად. simple as that.

მე ვარ ლუზერი, იმიტომ რომ ვუკვირდები სხვებისთვის უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, როგორ აყვავილდა ხე ჩემს ეზოში. როდის აჭიკჭიკდნენ ჩიტები ისევ, როგორ ჭრის ჭკვიანი ცუგა გზას მწვანე სიგნალზე ხალხთან ერთად (ძალიან საყვარლი ცუგაა ^_^) და არ ვუკვირდები რა აცვია ვინმე მორიგ ლამაზ -მოდურ გოგონას/ბიჭს. “დაბნეული ვარ თორემ როგორ არ უნდა დამენახა”.

მე ვარ გოიმი, იმიტომ რომ მაგრად მკიდია რომელ ტელეფონს დავიჭერ ხელში (ვერ ვიტან აიფონს, კსტაწი. დებილი სენსორები! :დ), და მკიდია, რომ ჩემი საყვარელი ბეჭედი “მოდიდან გადავიდა”-მე მაინც მიყვარს და მაინც გავიკეთებ, იმიტომ რომ მოდისთვის არასოდეს ვატარებდი. ჩემთვის ის განსაკუთრებულია და მიყვარს.

მე ვარ ლუზერი, იმიტომ რომ გარიგებით გათხოვილი, ქმარს გავშორდი  და “თავს უბედურება დავიტეხე”, “მშვენიერი ოჯახი დავანგრიე”. მერე რა, რომ მირტყამდა და მაგინებდა, “კაცია და უნდა გაუძლო, აბა???” (ისე, ამგვარ რამეს რომ ამბობენ ხოლმე, მინდა ვნახო თვითონ როგორ უბათქუნებენ ცხვირ პირში. ჰო, მე ბოროტიც ვარ :დ)

მე ვარ “ძალით ლიბერალი” და მინდა გამოვჩნდე “განსხვავებული” და ამიტომ მყავს გეი მეგობარი, “უცნაურად ჩაცმულ” გოგოსთანაც ხშირად მხედავენ (ოჰ ეს “სატანისტი” როკერები :D ) მე ცივი გონებით ვმსჯელობ რელიგიაზე (არა, არ ვქადაგებ, უბრალოდ როცა რელიგიის თემა მოდის-ვმსჯელობთ) და ფანატიკურად მეტანიებს არ ვაკეთებ, გაუაზრებლად ეკლესიაში.

მე მგონია, რომ მე ვარ ერთი ჩვეულებრივი, დიდი არაფერი, და არა რაღაც “ციდან მოვლენილი საოცრება” რომელსაც შეუძლია მთები გადააბრუნოს და რაკი რაიმე- რასაც ელოდებიან ჩემგან არ ახდა-ესე იგი მე ვარ ლუზერი.(საერთოდ, რატომ ფიქრობენ ეს შორეული ნათესავები,მეზობლის ბიძაშვილები, ლექტორები, მაღაზიის გამყიდველები, სადაც პურს ყიდულობ და მსგავსი სასტავი , რომ უნდა ვაკეთო ის, რაც მათ მიიჩნიეს საჭიროდ და შესაფერად ჩემთვის?!)  არავის, არცერთ მათგანს არ გაუფიქრებია, რომ მაგრად მკიდია რა უნდათ მათ. და რაკი “მთებს არ ვაბრუნებ”, ახალი რელიგია ან-კულტურული მიმდინარეობა არ გამოვიგონე და ხალხის ბრბო არ დავიმონე, თბილისის უგვირგვინო მეფე არ გავხდი -ეგ არ ნიშნავს რომ “ვერ შევძელი თავის რეალიზაცია.”  მე უბრალოდ, არ მინდა (არასოდეს მომსვლია აზრად)  მსგავსი არაფერი. მე მინდა წყნარი, ბედნიერი , თავისუფალი ცხოვრება.

მე ვარ უხეში, იმიტომ რომ იმას ვამბობ, რაც თავში აზრად მომდის და არ “ვინდობ”  “საბრალო ადამიანების ემოციებს”. (ბიჩ ფლიზ, ბოლოს მე როდის დამინდო ვინმემ მოდი ისიც გავიხსენოთ ;) )

imagesმე ვარ დეპრესიული, იმიტომ რომ ვფიქრობ, ვსაუბრობ და ვწერ იმაზე, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და არ განვიხილავ “დღეს სამსახურში რა მოხდა”-ს ბლოგზე, ფეხებზე მკიდია რიჰანას ახალი კოლექცია, ვის ეზარება სკოლაში წასვლა (იდიოტო, მადლობა თქვი რომ ფეხები მოგცა ღმერთმა და სიარული შეგიძლია, ტვინი არ მოგცა, თორემ მაგ დებილობაზე არ იწუწუნებდი ;) )  და რამდენი მილიონი დახარჯა ვინმე ფულებში დამხრჩვალმა სუჩკამ ახალ ჩანთაზე “ექსკლუზიურად”. ბიჩ ფლიზ, ყოველ წამს ათასობით ადამიანი კვდება უწყლობის, შიმშილობის ან დაავადების გამო, ყოველ წამს ათასობით ბავშვს აჩენენ და ტოვებენ ბავშვთა სახლებში, რომ გაიზარდონ მშობლების გარეშე, ყოველ 5 წუთში კლავენ ახალ ცხოველს, რომ შენნაირმა სუჩკამ “ქურქი” მოირგოს ნამდვილი ბეწვისგან და მერე თქვას რომ ვეგეტარიანელია და ებრალება ცხოველები.

მე ვარ უნამუსო,იმიტომ რომ ადამიანებს ხასიათს ვუფუჭებ ჩემი “დეპრესიული” ტექსტებით, პოსტებით, საუბრებით, ფიქრებით.

მე ვარ ბოღმა, იმიტომ რომ ვეწინააღმდეგები ამ დებილურ პროპაგანდას : თუ არ გამოიყურები როგორც ბარბი, ან-ვინმე მოდელი/მსახიობი/მომღერალი და ხარ “ნორმაზე” (ახახაა, ნორმა :D ) ცოტა მეტი-უკვე გეკერება საინტერესო იარლიყები, კომპლექსდები და აკეთებ ყველაფერს, რომ მიხვიდე “ნორმებამდე”. თუნდაც თავს ბედნიერად გრძნობდე შენი size 4 -ით.

მე ვარ სწერვა, იმიტომ რომ მაბრაზებს მაღაზიების უსიტყვო ზეწოლა, რომ უნდა ვიყო მაქსიმუმ 32 ზომა, თუკი მინდა ჩავიცვა მოდური ტანსაცმელი და როგორც კი სადმე ხელს შევავლებ მოწონებულ კაბას-კონსულტანტი “სპეციფიკური” მზერით მაცნობებს,რომ არ მომიხდება, იმიტომ რომ ჩემი ზომა არაა. საინტერესო პოზიციაა ისე,  საქართველოში (სადაც ყოველი მეორე აშკარად არაა მოდელის გარეგნობის) თვალი დაუხუჭო რეალობას. შთაბეჭდილებაა, რომ მაღაზიები საქართველოს 10%-ზე მუშაობენ, ის 10%-ეტყობა რაღაც “განსაკუთრებულია” და ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავთ ამას არ გვეუბნებიან უბრალოდ :D

მე ვარ “ძერსკი” იმიტომ რომ “როგორც ვფიქრობ, იმავეს ვამბობ და არ მიმაჩნია საჭიროდ მოტყუება”. ჰმ, აააბსოლიტურად ყველა, განსაკუთრებით კი სწორედ ამ “პაკაზუხა” საქართველოში ამბობს, რომ არის გულწრფელი, პირდაპირი და ალალი და მათი 99% იტყუება. მე არ ვარ ყოველთვის გულწრფელი, არ ვამბობ ყოველთვის იმას რასაც მინდა, მაგრამ შემთხვევების 90%-ში-ასეა. ;)

ჰოდა, ჩემო “კეთილო” საზოგადოებავ,კარგად მეყოლე. ვიცი, რომ საზოგადოების წინაააღმდეგ წასვლაც უკვე მეინსტრიმია. მე არ მინდა ვიყო მეინსტრიმი, მაგრამ მეინსტრიმის ზიზღი უკვე მეინსტრიმია :დ (ღმერთმანი, რა საშინელება დავწერე აქ, ქართული ენა დავმარხე წამებში :დ)auto-hipster-213415

მე არ მეზიზღები საზოგადოებავ-ოღონდ, იმიტომ არა, რომ საზოგადოების ზიზღი მეინსტრიმია-მე არ მეზიზღები იმიტომ, რომ მეც შენი ნაწილი ვარ და ჩემნაირებმა და ჩემი მეზობლის ბიძაშვილისნაირებისგან ხარ მაინც შექმნილი, და რაკი აქამდე გიჩუმდებოდი-ესე იგი მაინც ვიყავი შენი გავლენის ქვეშ (სამწუხაროდ). და ის ფაქტი, რომ მეც შენი ნაწილი ვარ, იმედს მიტოვებს, რომ ჩემნაირი კიდევ იქნება ვინმე, (დიახ, მე არ მაქვს “ერთადერთობაზე” პრეტენზია :დ) და ბოლო ბოლო საზოგადოებაც შეიცვლება და ეს დებილიზმები ოდესმე დაიმარხება ყველა სხვა “ქართულ ტრადიციულ მარაზმთან” ერთად. და მანამდე, სანამ ეს სანატრელი წუთი დადგება, სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ისევ, ილეთებით ავიცილო იარლიყები (მატრიცაში რომ ტყვიებს იცილებენ-ისე :დ) და  ცინიკურად გამეღიმოს მორიგ “უი გასუქებულხარ”-ზე და  ”კიდევ არ გათხოვილხარ”-ზე.

ჰო, უკვე 21-ე საუკუნეა.

და-ჰო, მე ოპტიმისტი ვარ.

პატივისცემით,

თეა.

427756_399597893457867_1868149619_n

მეკო

  184250_326923687428854_1404618453_nმეკო და მე ერთ უბანში გავიზარდეთ. მეკოს-გიჟ მეკოს ეძახდნენ. მე-ჭკვიან თეას. არადა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ მეკო ამბობდა იმას, რასაც მე მხოლოდ ვფიქრობდი.

მეკო ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობდა: ყავდა მოსიყვარულე და მზრუნველი დედა, მშრომელი მამა, რომელიც ცნობილი თამადა იყო. არა, ღიპი და წითელი ლოყები არ ჰქონდა, პირიქით, ყოველ დილით 6 საათზე ის და მამა სავარჯიშოდ გადიოდნენ ხოლმე, და ამის გამო განსაკუთრებით ვაფასებდი გიორგი ძიას.

მეკო და მე ერთად დავდიოდით სკოლაში. ლაპარაკი-ორივეს გვიყვარდა და-ბევრს ვლაპარაკობდით, კლასებთან რომ ვიყრებოდით-ძალიან არ მიყვარდა ეს მომენტი: მეკო ეგრევე თავისთან შედიოდა და მერხზე უცებ დადებდა საკითხავ წიგნს, მეც-ჩემს კლასში შევიდოდი და მეგობრებს ველაპარაკებოდი ზარის დარეკვამდე. ნელ ნელა აღმოვაჩინე, რომ მე და მეკო ძალიან ერთნაირად ვფიქრობთ ძალიან ბევრ რამეზე. და როგორც იცით, საერთო თემები ადამიანებს აახლოებთ, მე და მეკოც არ ვიყავით გამონაკლისი. დავახლოვდით. საუკეთესო მეგობრები ვიყავით წლების მანძილზე და ასაკთან ერთად ეს მეგობრობა მხოლოდ თუ მყარდებოდა.

მეკოს 8-9 წლის ასაკში პირველად დაუძახეს გიჟი მეკო. მახსოვს, როგორ აევსო თვალები ცრემლით. მისი დიდი, ლურჯი თვალები. მე საკადრისი პასუხი გავეცი ვისაც ეკუთვნოდა რეპლიკა და მეკო უცებ გავარიდე ბავშვებს.Schoolgirls-bullying-007

“მართლა გიჟი ვარ”-ამბობდა და ტიროდა. მე კი ვარწმუნებდი რომ ისინი არიან გიჟები. არ იყო გასაკვირი, რომ ზედმეტსახელი მარტივად მიეკერა მეკოს, ის მართლაც უცნაურ ბავშვად ეჩვენებოდათ უბანში: გარეთ სათამაშოდ გამოსული-უბრალოდ იჯდა ხოლმე ეზოში მაგიდასთან და რაღაცას გაშტერებით უყურებდა, ან-ზაფხულში-კალიას დაიჭერდა და იმას შეისწავლიდა ხოლმე, უფრო ხშირად მეკოს ცაში ყურება უყვარდა, თავის თავთან ლაპარაკი და ხანდახან-უბრალოდ, უმიზეზოდ, მარტო სიცილიც კი.

რაც უფრო იზრდებოდა, მეკო უფრო და უფრო ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ ჩვენს მეგობრობას არ შეეცვალა ელფერი. მეკოს ძველი მეგობრებიდან-მეღა შევრჩი. უცნაურობების გამო ბევრი დასცინოდა, არავის მოსწონდა თავნება, პირდაპირი გოგონა, ხშირად ხალხისთვის არაადეკვატური რეაქციებით, არასტანდარტული ქცევებით. მე-ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე. კიდევ ვფიქრობდი ხოლმე ბევრ სხვადასხვა თემაზე, და სამეგობროში მეც უცნაურად მიმიჩნევდნენ, მაგრამ -რამდენიმე მცდელობის მერე რაღაც თემებზე გვესაუბრა-შევეშვი მეგობრებს. არ უნდოდათ მძიმე და საფიქრალ თემებზე ლაპარაკი. მესმოდა მათი. რომელი 13-14 წლის გოგო ფიქრობს იმაზე, თუ რატომ დაიბადა, რა აზრი აქვს მის არსებობას, რამდენად არის ყველაფერი ურთერთკავშირში, არსებობს თუ არა “პეპლის ეფექტი”, (ამ უკანასკნელის აღმოჩენისთვის მზად ვიყავი ექსპერიმენტები მეტარებინა), შეიძლება თუ არა რეინკარნაცია, და თუ შეიძლება-ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში…და ა.შ.

მხოლოდ მეკო მისმენდა ხოლმე მთელი სერიოზულობით და ვსაუბრობდით ჩვენთვის ასეთ საინტერესო თემებზე. მეკო ლამაზი გოგო გაიზარდა: მაღალი, თხელი, სიარულისას ტანი ბალერინასავით მსუბუქად და გრაციულად მიჰქონდა. თეთრი სახე და ლურჯი თვალები შეეცვალა: უფრო ხორბლისფერი გახდა და თვალებიც დაუსევდიანდა, გაუმუქდა. ჩაუღრმავდა. ლამაზი იყო, მაგრამ თაყვანისმცემლები დიდად არ ჰყავდა. ყველა “გიჟ მეკოდ” იცნობდა და ბიჭებიც ერიდებოდნენ. თავად დიდად არ განიცდიდა ამ ამბავს, თავის ფასი ყოველთვის იცოდა და ამბობდა, რომ ბიჭი, რომელიც ვიღაცის მიკერებულ სახელს უფრთხოდა-არ იყო მისი ტიპი.

მეკომ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. მახსოვს, ერთად ვოცნებობდით, როგორ გავაღწევდით პატარა ქალაქიდან და დავიპყრობდით დიდ ქალაქს. როგორ ავისრულებდით სურვილებს, გვექნებოდა ლამაზი სახლები და გავაკეთებდით იმას, რაც გვენდომებოდა, და არავინ მოგვაქცევდა ყურადღებას.

მე-წამოვედი თბილისში. მეკო-ვერა. მშობლები ნაადრევად დაეღუპა და მისთვის თბილისში სწავლა-ისევე ოცნებად დარჩა.

სახლი ნელ ნელა გაპარტახდა : შეეტყო ძლიერი ხელის ნაკლებობა.

მეკო სამუშაოდ მოეწყო. სამსახურიდან სახლამდე 5 კილომეტრს ფეხით გადიოდა ყოველ დღე ორჯერ. მშვენიერ ფორმაში იყო. მაგრამ მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. გარდატეხის ასაკი მძიმე ჰქონდა მეკოს: ზედმეტსახელის ვარიაციები, განკიცხვა “ეს ხომ გიჟია”-ზურგსუკან ქირქილი, მერე-ავტოკატასტროფა და დაღუპული მშობლები, გასვენებაში და პანაშვიდებზე მოჭორავე ქალები. “ერთი მამამისი თუ იტანდა ამას, რა კაცი აიტანს, გიჟს, საწყალი გოგო”. “პატრონი უნდა იშოვოს, მაგრამ ვინ გაბრიყვდება და წაიყვანს გიჟს თავისთან..”  ”ტან ფეხი რომ მისცა, ჭკუა მიეცა მამაღმერთს ის არ სჯობდა?!” ….. მეკოს რამდენიმე დღე ესმოდა პანაშვიდებზე ჩუმი გადალაპარაკებული ფრაზები. მესამე დღეს-ვერ მოითმინა, ყურებზე აიფარა ხელი და მოიკუნტა, რომ დამალოდა ამ ხმებს, ხმებს, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით იყვნენ მოსულები და საათს უყურებდნენ, რომ დროულად წასულიყვნენ სახლში რომ სერიალი არ გამოეტოვებინათ, და ბოლო ხმაზე იკივლა. ყველამ შეშინებულმა შეხედა და გაჩუმდნენ. მეკომ ამღვრეული თვალები მოავლო ხალხს.მძიმედ სუნთქავდა. თვალები ტკივილით ჰქონდა სავსე.

480462_323400751114481_2142205682_n

“რატომ მახრჩობთ, რა გინდათ! წაადიიით! “- შეჰბღავლა ქალებს და ოთახიდან გაიქცა. გავედევნე. ქუჩის ბოლოს წაიქცა და დავეწიე. მე მესმოდა მისი, მესმოდა რატომ იყვირა. მაგრამ სხვებს არ ესმოდათ. “გიჟია რა ქნას”-აქნევდნენ თავს და ისევ ჩუმად ოხრავდნენ.მოვალეობის მოხდის მიზნით.მერე-ყველა გაიკრიფა სახლიდან.

ჩვენმა მეგობარმა მოაწყო გასვენება, და მერე-მეკოს ის სამსახური აშოვნინა, მეკოს სახლიდან შორს, მეზობლებისგან შორს. მაგრამ მუშაობას გულს ვერ უდებდა. “არ მინდა ეს სისულელე ვაკეთო, მთელი დღე ვზივარ და ვატყუებ ხალხს. არ მინდა ვიყო მატყუარა, ცხოვრებაში არ მითქვამს ტყუილი და ამის გამო დავიწყო უნდა?! ისედაც ამდენი ნაგავია გარშემო, რაღატო ამატებ, თქვი სიმართლე, არ შეიძლება? ბოლო ბოლო, ადამიანები ვართ ყველა!.. მერეც, რომ მოდის გაჭირვებული შენთან და რამეს გილომბარდებს-შენ უნდა კიდე იქით ატყუო და რაღაც დებილობების გამო ხელი არ უნდა გაუმართო? როცა შეიძლება აუხსნა ადამიანურად და დაეხმარო.!”-აღშფოთებული მიყვებოდა ხოლმე, როცა მნახულობდა. მესმოდა, რომ მეკოს არ უნდოდა ტყუილები. მესმოდა, რომ არ შეეძლო მოტყუება. მაგრამ როცა შენ ორგანიზაციაში მუშაობ და დაქირავებული ხარ, და არა-უფროსი, და უფროსის  შემოსავალი სწორედ ასეთი შემონატანების პროცენტებია-არ გაქვს უფლება შენი წესები დააწესო. მაგრამ მეკომ იპოვა გამოსავალი. თავიდან მეც კი არ გამიმხილა. ალბათ არ უნდოდა ამაზე ტელეფონით საუბარი, როცა ჩავედი-მხოლოდ მაშინ გავიგე სიმართლე  :)

მეკოსთან სულ რიგები იყო, მაშინ, როცა მეორე ოპერატორთან რამდენიმე ადამიანი თუ მივიდოდა, ისიც იმიტომ რომ ეჩქარებოდა და რიგში დგომისთვის აერიდებინა თავი.

მეკოს “კლიენტები” პროცენტს არ იხდიდნენ. უბრალოდ როცა ჰქონდათ საშუალება, შემოჰქონდათ პროცენტი და “ძირი”, მაგრამ სავალდებულო პროცენტს არ იხდიდნენ.600964_321578234630066_62578238_n

მეკომ სისტემა მოატყუა.

მეკომ ისწავლა სისტემა, ისწავლა სამუშაოს პროგრამა იმდენად კარგად,რომ სისტემა მოატყუა. ზარმაცი ადამიანები მაღლა კაბინეტებში კი ისე მიეჩვივნენ სისტემაზე ნდობას-რომ არც კი დაკვირვებიან ამ მოვლენას. და მეკოს ეშმაკობამ გაჭრა: ვიცოდით,რომ ადრე თუ გვიან ეს ამბავი გასკდებოდა, და ყველაზე უარეს შემთხვევაში, მეკოს დაიჭერდნენ თუ არა-ამ პროცენტების გადადას თავად მოსთხოვდნენ. მაგრამ ხდებოდა დაუჯერებელი რამ: ადამიანები, იმდენად მადლიერები იყვნენ მეკოსი, რომ ეხათრებოდათ და პროცენტებს დროულად აბრუნებდნენ, ან-გადაცილებით, მაგრამ-არანაირი ჩავარდნით ან გამოტოვებით..ხოლო რადგან მეკოს ყველაზე მეტი კლიენტი ჰყავდა-დასჯის მაგივრად- პირიქით, საუკეთესო თანამშრომელად მიიჩნეოდა. მეკომ დასცინა სისტემას.

მეკოს ტყუილი არ უნდოდა. მაგრამ სისტემამ და სამსახურმა აიძულა. ჰოდა, მეკომ სისტემა და სამსახური მოატყუა. ხალხი-არა.

“გიჟ მეკოს” ეხლა “გიორგის მეკოს”-ეძახდნენ, მამამისი კი, ცნობილი კოლორიტი კაცი იყო და ყველა იმწუთას ხვდებოდა, რომელ მეკოზე ამბობდა მოსაუბრე.

მერე მეკო სამსახურთან ახლოს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის სახლი არ გაყიდა. ვურჩევდით გაეყიდა და საერთოდ, თბილისში წამოსულიყო, მაგრამ არ გაყიდა. მე  მესმოდა, რომ არ უნდოდა დაკარგვა სახლის, სადაც გაიზარდა, სადაც ყველა ხე მამამ დარგო, სადაც დედის მორთული ოთახები იყო და ისევ მათი სუნი ტრიალებდა. სხვები-ბეჭებს იჩეჩავდნენ. “რა ჯანდაბად უნდა ის მორყეული სახლი, შეკეთებას მაინც ვერ მოახერხებს”-ჭორაობდნენ ქალები, მაგრამ უფრო ხმადაბლა და უფრო გაუბედავად.

მეკოს ცოლობა იმ ბიჭმა თხოვა, ბავშვობაში პირველად რომ დაუძახა “გიჟი მეკო”. მეკოს ამაზე მწარედ გაეღიმა მხოლოდ.

ისევ დადიოდა თავაწეული, მხნედ და მსუბუქად, როგორც მშობლების დაკარგვამდე, როგროც ბალერინა. უცნაურ რაღაცეებს აკეთებდა ხოლმე.ხალხისთვის უცნაურს.

ერთხელ-აიღო, და მის ძველ სახლში ლტოლვილები შეასახლა, ოღონდ-რამდენიმე ოთახი გამოკეტა და ისე. მაგრამ უსასყიდლოდ. პირიქით, იქით ეხმარებოდა ხოლმე ყველაფრით, რითიც შეეძლო.

313825_316960801758476_202964076_nმერე-ინვალიდი ბავშვი აიყვანა ბავშვთა სახლიდან და უვლიდა. “რად უნდა ეს ტვირთი რაზე აიკიდა, გათხოვდეს და თავისი იყოლიოს”-დასდევდა ხმები ყოველთვის როცა მის შვილობილს სადმე წაიყვანდა ქუჩაში. ინვალიდის სავარძლით. სამსახურში დააწინაურეს. ამაზეც გაეცინა მწარედ. ისევ განაგრძობდა სისტემის მოტყუებას.

25 წლისები გავხდით. ოცდახუთი წლის მეკო გაცილებით ასაკიან ქალს ჰგავდა. ეტყობოდა, რომ დალხენილი ცხოვრების ნებიერი არ იყო. ისედაც, ბავშვობიდან უფრო დიდი იყო, ვიდრე თანატოლები-აზროვნებით, ქცევებით, გაიზარდა და-ეს სხვაობა არსად გაქრა. მაინც დააჩნდა დაღად ლოდი, რომელიც პატარა ქალაქმა აჰკიდა ჯერ კიდევ 8-9 წლის ბავშვს და ბევრი დამცირება და დაცინვა გადაატანინა თან.

როცა შვილობილი წამოეზარდა, მეკომ ოპერაციები ჩაუტარა, ბავშვი გამოჯანმრთელდა. სავარძელის გარეშე, მხოლოდ ყავარჯენით დადიოდა, რაღაც დროის მერე-ყავარჯენიც გადააგდო. მეკო და გიორგი (მამის სახელი დაარქვა შვილს) ერთად სეირნობდნენ ხოლმე ბევრს. უმეტესად-ფეხით. გიორგი კარგი ბიჭი გამოდგა, დედას თვალებში შესციცინებდა და ღირსეული ბიჭი დადგა, მაგრამ მასავით “უცნაური”-როგორც იტყოდნენ.

მეკომ ასწავლა, რომ უნდა მოიქცეს ისე,როგროც უნდა, და არ მიაქციოს სხვას ყურადღება, დედის გარდა. გიორგიც ასე იქცეოდა. ყოველდღე ადიოდა ეკლესიაში, მაღლა, მთაზე და იქ ლოცულობდა, ფეხით იქამდე შორი იყო, მაგრამ დაუზარელი ბიჭი გზას არ დაგიდევდათ. მეკო არ იყო დიდად რელიგიური, მაგრამ არ დაუშალა გიორგის ეკლესიაში სიარული. არც მაშინ უთქვამს რამე, როცა ბიჭმა სემინარიაში ჩააბარა.. შვილს აუსრულა ის ნატვრა, რაც თვითონ უნდოდა-თბილისში გამოუშვა და დარჩა მარტო.

ბოლო წლებში, იქ ცხოვრებისას ვეღარ ვნახულობდი, სამსახურის გამო მივლინებებში მიწევდა სიარული ხშირად. ხანდახან დედა თუ მეტყოდა მეკოზე ახალ ამბავს. გავიგე, რომ რამდენჯერმე პარაშუტით გადმოხტა, სვანეთში მთებში წავიდა პროფესიონალებთან ერთად და უნდოდა მაქსიმალურად მაღლა ასულიყო,სადაც შეძლებდა, ჯომარდი-მისთვის ჩვეულებრივი გართობა გახდა, არც თუ ექსტრემალური. სპეციალურად არ ისწავლა ცურვა.”ცურვა თუ იცი ისე წყლის შიში და დინების შიში რას ქვიაო”-ამბობდა. საჰაერო ბურთი და პარაშუტი-განსაკუთრებით მოეწონა. მოსწონდა ეს შეგრძნება-უწონობაში, სამყაროს ზემოთ, დედამიწისგან შორს, მსუბუქად რომ დაფრინავდა.. არადა,ხომ ვიცი, ბავშვობაში სიმაღლის საშინელი შიში ჰქონდა. ეტყობა ეგეც დაძლია..

ბოლოს თავის სახლში რომ ვნახე-ძალიან შეცვლილიყო-ასაკზე უჩვეულოდ ბევრი ნაოჭები ჰქონდა. გავიგე, რომ უსახლკაროთა სახლში დადიოდა შაბათ-კვირას და იქ ეხმარებოდა უსასყიდლოდ. გამრჯე და მუყაითი ყოველთვის იყო. ყველაფერი ხელიდან ადვილად გამოსდიოდა. “ბიჭი აქ არ მყავს და ტყუილად დღე რატომ გავაცდინო”-მითხრა ამაზე ღიმილით და მე ჩემი თავის შემრცხვა, რომ მეც, სიცოცხლით და ენერგიით სავსე-სიზარმაცეს დავეძლიე ნელ ნელა.მერე რა, მეც ვაკეთებდი რაღაცეებს, მაგრამ მეკო.. ვურჩიე გათხოვილიყო, სრულფასოვანი ოჯახი შეექმნა, შვილი გაეჩინა კიდევ, არ მინდოდა მათსავით, ყველასავით მეთქვა, მაგრამ მაინც ვუთხარი- “სიბერეში მაინც არ იქნები მარტო” – 30 წლის ქალს გაეღიმა ამაზე. “მე არც ეხლა ვარ მარტო”-მითხრა და დავანებე თავი. მეც ხომ ისედაც მასავით ვფიქრობდი და შემრცხვა, რომ ჩემი აზრი სხვისით ჩავუნაცვლე წამიერად. თავნება მეკოს თუ თვითონ არ უნდოდა-ვერაფერს გააკეთებინებდი. “მე ჩემი თავი მყავს”-დაამატა და გადაიხარხარა. კიდევ ვურჩიე თბილისში წამოსვლა. ვცდილობდი ყველა არგუმენტი გამომეყენებინა, რომ თბილისში წამოსვლაზე დამეყოლიებინა. საქმე მარტო იმაში არაა, რომ თბილისში უფრო მეტი პერსპექტივაა, მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ვიცოდი, რომ მაინც, ჩუმ ჩუმად “გიჟ მეკოდ” ახსენებდნენ თავის ძველ უბანში და ვიცი რომ მის ყურამდეც მოდიოდა ეს ხმები. პატარა ქალაქში არაფერი იმალება. მკაცრია ხალხი. დაუნდობელი. სასტიკი და უსამართლო ბრბო. მეკო სულ ეწინააღმდეგებოდა მათ და ამ ბრძოლაში დაკარგა ბავშვობაც-8-9 წლიდან და ახალგაზრდობაც. მაინც მოიპოვა კარგი სახელიც და პატივისცემაც. მაგრამ ერთხელ მიწებებულ იარლიყს არაფერი ეშველებოდა. უსამართლო იარლიყს. მაგრამ-მჭიდროდ მიტმასნულს. “გიჟი მეკო”.

“დავიღალე აქ”-მითხრა და თავისი მეტყველი თვალებით შემომხედა. მივუხვდი სათქმელს. მერე-მე ვითავე ყველაფერი:სახლი მამას ჩავაბარეთ, რომ მიეხედა, ლტოლვილები მაინც დატოვა, არ გაყარა. ქალაქში აღებული ბინა გაყიდა, თანხაც დაამატა და თბილისში ერთოთახიანი იყიდა. იმავე კომპანიაში განაგრძო მუშაობა, ოღონდ-სათაო, თბილისის ოფისში. თითქოს ცხოვრება დალაგებას იწყებდა მისთვის. თბილისში ჩამოსულმა 15 წელი ჩამოფერთხა სახიდან: პატარა გოგოს დაემსგავსა-ლაღს და ჰაეროვანს,მიხაროდა რომ ვუყურებდი ბედნიერად იყო. რეგულარულად აბარებდა სისხლს. მეც მომეხმარა ქველმოქმედებაში (რაღაცას ვცდილობ ჩემთვის, ცოტ-ცოტას) თავადაც რომ გაიცნო საჭირო ხალხი-თავადაც დაიწყო ფულის მოგროვება კომპანიებში. საავადმყოფოებში ხშირი სტუმარი გახდა. ბავშვთა სახლიდან კიდევ ერთი ბავშვი წამოიყვანა,დამბლადაცემული, მშობლებმა რომ მიატოვეს-დანარჩენებს-მისი შვილის და-ძმებს ეძახდა და ყოველ კვირას მიჰქონდა მათთვის საჭირო ნივთები და ყველაზე მთავარი:დედობრივი სითბო. გიორგი წლების მერე მამაო გახდა. მახსოვს, რომ იმ დღეს მეკოზე ბედნიერი არავინ იყო. ამაყობდა მისი შვილით.

მეკოს ლეიკემია დაუდგინეს. მაშინ 36 წლის იყო, მაგრამ 25-წლისას ჰგავდა. მშვიდად მიიღო ეს ამბავი. გაიღიმა და დათანხმების ნიშნად თავი დააქნია. “გასაგებია, მადლობა ექიმო”. თქვა და წამოვიდა კაბინეტიდან. მე483605_320547104733179_433766555_n დავიბენი:-ექიმისთვის ათასი კითხვა მქონდა, მეკოს გავედევნე მაინც.

“უნდა მევლო ბავშვთა კლინიკაშიც, არ მოვიქეცი სწორად!”-მითხრა გაგულისებული ხმით, “დებილი ვარ!”-საკუთარ თავს უბრაზდებოდა რომ უსახლკაროებზე გადართული-ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ისე ხშირად ვერ სტუმრობდა. “მეკო წამო, მოვუსმინოთ რას იტყვის, იქნებ პირველი სტადიაა.” “არ მაქვს თავი. შენ მოუსმინე, მე აქ დაგელოდები.”-მიპასუხა. დერეფანში გახირული დავტოვე და ექიმთან გავიქეცი ისევ. ტყუილი იმედები. გულზე თითქოს მდუღარე გადამასხეს. “რამდენიმე წელი, საუკეთესო ვარიანტში”-ვუთხარი მეკოს, უკან რომ დავბრუნდი და ექიმის მოცემული ფურცლები ჩანთაში ჩავიკუჭე.

ჩვენს ქალაქში უცებ გავარდა ხმა, რომ მეკო ცუდად იყო.  ”აბა რა მოუვიდოდა სად აღარ დადიოდა, კაცმა არ იცის.” “ყოველ შაბათ კვირას ჯანდაბაში სიარულმა იცის მასე”, “არა გოგო, შიდსი დამართნია ვიღაცა კაცთან დაძვრებოდა თურმე..” “ბავშვიც გაუჩენია იმ კაცისგან, დამბლადაცემული გამოადგა ეგეც”, “წავიდა თბილისში საპინტრიშოდ, აქ ვერ იყო თავისთვის კარგად? ხომ წაიმტვრია კისერი”…-სასტიკი, ტყუილი ჭორები სერავდნენ ქალაქს. დედა მეუბნებოდა ხოლმე, რას ამბობდა ხალხი. მეკოს ვუმალავდი, მაგრამ როგორღაც გაიგო ამაზე.

“არ მადარდებს ჩემზე რასაც იძახიან, ჩემს მშობლების ხსოვნას რომ მიეწებება ეგ და შვილებს-ამის გამო მტკივა გული”-გაიღიმა მწარედ მეკომ მაშინ. “რატომ მახრჩობენ, რა უნდათ”-მკითხა ისევ. პირველად ეს მშობლების პანაშვიდზე შეჰბღავლა ხალხს. ეხლა-მე მეკითხებოდა და არცერთხელ არ ვიცოდი რა მეპასუხა.

მეკოს გასვენების მერე ჩემთან ჟურნალისტი მოვიდა და მთხოვა მომეყოლა მეკოზე. მის ქველმოქმედებას მიუღწევია მათ ყურამდე და უცებ, მისი გარდაცვალების შემდეგ დაინტერესდნენ მეკოს ცხოვრებით. მის სიცოცხლეში რომ არასოდეს დაინტერესებულა არავინ, როგორი იყო მეკო.. მეკო აღარ იყო და ეხლა მე გამეღიმა მწარედ, ისე, როგორც მეკომ იცოდა. თითქოს ნახევარი სხეული დავრჩი, ისეთი შეგრძნება მქონდა.

მეკო და მე ხომ ერთ უბანში გავიზარდეთ. მეკოს-გიჟ-მეკოს ეძახდნენ. მე-ჭკვიან თეას. არადა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ მეკო ამბობდა და-აკეთებდა იმას, რასაც მე მხოლოდ ვფიქრობდი და-ნახევრად ვაკეთებდი.

დასასრული.

404433_321352191319337_2012373523_n

Life, I am coming!-restart. ანუ, ახალი მე.

ჰო, ოქტომბრის მერე უამრავი რამ შეიცვალა, მე კი სულ მიმავიწყდა ეს კატეგორია, რომელიც მეხმარება იმაში, რომ არ მივატოვო დაწყებული საქმე და ხელი პულსზე მეჭიროს ;) 2012 წლის ოქტომბრიდან-2013 წლის თებერვლის ბოლოს “გადავხტი” და მინდა გამორჩენილ თვეებზე დავწერო.. მწარე, მაგრამ სიმართლე. ;)
16575_399441553473501_1744566484_nზამთარი-ყველაზე დუნე, პასიური და უხალისო პერიოდი ჩემთვის. ზამთარში მხოლოდ ძილი, წიგნები და ჭამაა გამონაკლისი, დანარჩენი-ყველაფერი მეზარება და არაფრის ხალისი არ მაქვს ხოლმე არასდროს. ეს ზამთარიც არ გახდა “განსხვავებული”…თან, ამას დაერთო არც თუ სასიამოვნო ცხოვრებისეული პერიოდი და ვუალა!-შედეგები სახეზეა ;)
მიუხედავად სპორტდარბაზისა,(რომელსაც ვეღარ ველევი) უამრავმა დიეტებმა და ე.წ. “სწორი კვების რეჟიმებმა” (მადლობა სასიქადულო ექიმებს) თავისი კვალი დატოვა – გაუარესებული ჯანმრთელობა. სამსახურში თავით გადაშვებამ შედეგად მოიტანა-ქრონიკული დაღლილობა და გამოუძინებლობა. და აი, თებერვლის ბოლოს ვხედავ, რომ ეს ზამთარიც გარკვეულად არის სხვების მსგავსი-პასიურობით და დუნე ეტაპებით, მაგრამ არის განსაკუთრებული-ამ ზამთარს პირველად გავაკეთეთ კარგი პროექტები და მივიღე მათში მონაწილეობა,დავეხმარეთ ხალხს, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება(მარტო სურათის დაშეარება  არაა საქმე ხალხნო ;) კი, ვიღაც ალბათ მართლა რიცხავს თანხებს იმ ანგარიშებზე, მაგრამ მე ვგულისხმობ იმათ, “კდემამოსილებით” აღვსილი ხალხი რომ აშეარებს,რომლებიც  მარტო იმიტომ  აკეთებენ ამას-რომ მთელმა “სამეგობრომ” გაიგოს რამდენად სასიქადულო და ქველმოქმედია :სასოება: :D ) ამ ზამთარს პირველად არ მოვუდუნდი საკუთარ გარეგნობას, და პირველად არ დამეზარა სამსახურში სიარული :D მერე რა, რომ სუსტი ჯანმრთელობით,მუდმივად გადაღლილი და გამოუძინებელი ვარ. მაინც ფეხზე ვდგავარ და ღიმილიც შემიძლია, ასე რომ.. ყველაფერი იქნება საკაიფოდ! ;)

თებერვლის ბოლოსკენ, ნელ ნელა ვიღვიძებ და ვცდილობ “აზრზე მოვიდე”…ამ მიზნით შემართულმა, უკუვაგდე მთელი ჩემი აუტანლობა ექიმების მიმართ (არ მევასებიან და რა ვქნა :D ) და-გავიარე შემოწმება, რომ დამედგინა, რა ჯანდაბა მჭირს. :D ნუ, ეს ცოტა პირადულია, ამიტომ, უბრალოდ ვიტყვი,რომ რაღაც ჯანდაბა მაინც დამმმართნია, და ეს არ იყო იპოხონდრია,როცა ვეჭვობდი :D (სერიოზული არაფერი, კიდევ კარგი) და ამის შედეგი იყო ჩემი ზამთარში გაუარესებული ჯანმრთელობა. ასე რომ, წამლებს დიდი ენთუზიაზმის გარეშე მართალია, მაგრამ-ვყლაპავ :/ შარშანდელმა წელიწადნახევრიანმა დეპრესიამ თავისი კვალი მაინც დატოვა თურმე ;)

მანამდე კი-მარტს გაფართოებული თვალებით ველოდები (შკრეკში რომ ფისოა-ისეთი თვალებით :D ),  გადაღლილზე არ მაქვს ხალისი ვისწავლო პრავის ბილეთები (შუაში მივატოვე ეგ ამბავი-shame on me, I know :D )  დაimages მხოლოდ ვცდილობ გავიარო კიდევ ერთი ნაცრისფერი ზამთრის დღე, სანამ ნორმალური მზე გამოვა და დებილური ამინდები ყველაფერს არ გააფუჭებენ… და წამლებს ვყლაპავ, უკეთესის მოლოდინში..

ჰმ, არადა, არასოდეს მიმაჩნდა რომ ოპტიმისტი ვარ. (ყველაფერი იცვლება :D )

არ იფიქროთ რომ ვწუწუნებ, წიპა-”ღმერთო რა მეშველება, რა რთულია ცხოვრება, ყველაზე უბედური ბავშვი ვარ დედამიწაზე, დათრგუნული ვარ, თქვენ ჩემი არ გესმით, და ა.შ.”-ამგვარი დებილიზმიდან შორს ვარ, კიდევ კარგი :დ უბრლოდ, ჩემთვისვე მინდოდა “აღმებეჭდა” ჩემი უღიმღამო ყოფა ზამთრის უღიმღამო დღეებში..

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი (ნუ, ჩემთვის თორემ თქვენ-რა :D )  ადრე თუ მხოლოდ საკუთარ თავთან ვიყავი დაუნდობლად გულახდილი და პირდაპირი (როგორც პოსტში იხილავდით) და, ადრე თუ დიპლომატიის და ტაქტის გამო მაინც, იშვიათად ვიტყუებოდი ან-”ვარბილებდი” სიმართლეს სხვებისთვის-ეხლა ამასაც გადავეჩვიე. ცხვირ პირში სიმართლის მიხლა კი, მოგეხსენებათ, უმეტესობას არ მოსწონს. თუმცა, რომ ვიყო გულწრფელი-მაგრად მკიდია ფეხებზე. ვინაიდან სხვა ყველას ჰკიდია მე რა მიქმნის დისკომფორტს და რა მიხარია, ასე რომ, გაუმარჯოს ეგოისტებს ;) ჰო.

58647_400284913389165_856000310_n

ვიცი, უღიმღამო პოსტი გამოვიდა,

ვიცი, ყველას მაგრად გკიდიათ ამ ზამთარს ავტობუსმა დამარტყა თუ ნობელის პრემია ავიღე, და მითუმეტეს გკიდიათ რა დამოკიდებულება შემეცვალა და რას ვფიქრობ საერთოდ :D

ვიცი, რომ საკუთარი ბლოღი მე ჩემდათავად მივატოვე და სხვები რა პონტში უნდა შემოსულიყვნენ-არ ვიცი :დ არადა, შემოდიხართ! :D :გულწრფელიგაოცება:

ჰოდა, თქვენ-ვინც მაინც შემოხართ აქ, გამიმზიარეთ, თქვენც რამე ახალი თუ აღმოაჩინეთ ამ ზამთარს ;) თქვენმა ზამთარმა როგორ ჩაიარა?

P.S. წავედი მივუბრუნდი სამსახურს.სანამ უფროსს დაუნახავს რომ მეილის მაგივრად ახალ პოსტს ვკრეფ :D :D

მიყვარხართ ;)

თეა. :)

იცნობდე შენს მემეს: 16.Mother of God

 

1

შესახებ: Mother of God… არის პერსონაჟი, როცა გაშეშებულია კადრი-მამაკაცი დაჟინებით იყურება სადღაც, და იხსნის სათვალეებს. ასევე გამოიყნება დიდი გაოცების, “გამოშტერების”, რაიმე შოკისმომგვრელი სურათის ან-ვიდეოს არდაჯერების შემთხვევაში. მემე უნიკალურია, ვინაიდან შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც თანხმობის, ასევე-უარყოფის შემთხვევაშიც. გააჩნია კონტექსტს.

წარმოშობა -სახე პირველად წამოვიდა KC Green’s -ის ვებ კომიქსიდან, “Euclids on the Block”, სადაც ცნობილი ბერძენი მათემატიკოსი (სურათი ქვემოთ). კომიქსი მის ინტერნეტჟურნალში აიტვირთა 2008 წლის აგვისოს, და მოგვიანებით შევიდა მისივე ბლოგის კომიქსების სერიაში. KC Green-გახლავთ იგივე ადამიანი, რომელმაც მისი კომიქსი მემეს პერსონაჟად აქცია.
2
ამავე დროს, ერთ ერთი ყველაზე ადრეული ცნობილი კომიქსი ამ მემეს გამოსახულებით FunnyJunk-ზე 2010 წლის მაისში ატვირთა მომხმარებელმა სათაურით “mother of god” (იხ. სურათი ქვემოთ). “იცნობდე შენს მემეს”-ადმინისტრატორზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4chan-ზე ეს მემე 2010 წლის 17 ივნისს გამოჩნდა პირველად.
3

ეტიმოლოგია.
როგორც მოგეხსენებათ, “Mother of God” -ეს ფრაზა ქრისტიანებშია გავრცელებული (როგორც კათოლიკებში, ისე-მართლმადიდებლებსა და ანგლიკანებში) და გამოხატავს მიმართვას იესოს დედის, წმ. მარიამისადმი. სანამ “მემე” გაჩნდებოდა, ეს ფრაზა ჩვეულებრივ გამოიყენებოდა ფილმებში, უფრო ხშირად და დასამახსოვრებლად ჩანდა ფილმში “Super Troopers” (იხ. ვიდეო) და ზოგ სურათებზე, სადაც გამოსახული იყო დაუჯერებელი გამარჯვება ან-მარცხი.

გავრცელება

2010 წლის 29 ივლისს ემოცია აიტვირთა  Flickr-ზე. მომდევნო ნახევარ წელიწადში   “Mother of God”-ემოციის კომიქსების სერია გავრცელდა  უმეტესად  FunnyJunk-ის მომხმარებლების მიერ, შემდეგ-უკვე სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეებში, მემებაზაში და ასე შემდეგ. 2012 წლის ივლისში   FunnyJunk-ის საძიებო სისტემაში   “Mother of God”-ზე 1050 სხვადასხვა სურათი მოიძებნა. ამასთან, მემემ სახე იცვალა და მოერგო უფრო ფართო კომიქსების შინაარსებს და გავრცელება განაგრძო არა მხოლოდ ორიგინალური, არამედ-სახეცვლილი ფორმითაც.

გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე ადრეულ გავრცელებულ სურათებს ამ მემესთვის:

4

6

7

8

იცნობდე შენს მემეს: 15. Are You Fucking Kidding me?

საკმაოდ ხშირად გამოყენებადი ემოცია, “Are you Fucking Kidding me?”-დარწმუნებული ვარ ყველას გეცნობათ.

1
შესახებ: ეს გახლავთ მემეს სახის გამომეტყველება, რომელიც ტიპიურად გამოიყენება როცა ვინმე სხვის განსაკუთრებულ სისულელესთან (გინდათ-დებილიზმთან :დ) გვაქვს საქმე. იგივე დატვირთვა აქვს, რაც ಠ_ಠ -მზერას.
წარმოშობა: როგორც სხვა პერსონაჟები, ეს სახეც 4chan ზე დაიბადა.ყველაზე ძველი სურათი ამ მემეს გამოყენებით 2010 წლის 23 მარტს აიტვირთა (იხ. პირველი ქვედა სურათი) .სურათის ატვირთვიდან მომდევნო დღეს, გაჩნდა “ფორმულა” ოთხად დაყოფილი ცარიელი ფურცელი, სადაც ბოლოში (მეოთხე განაყოფში) ჩასმულია ჩვენი მემეს სახე.. და “ფორმულამ” გავრცელება დაიწყო. მაისის ბოლო კვირისთვის ის ინტერენეტის ხშირი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად იყო ნაცნობი.
2
გავრცელება. თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა “მეკაიფები?” (ქართული ვარიანტი :დ) მემეს გავრცელებას ინტერნეტში. DeviantART -ის ერთ ერთმა მომხმარებელმა CruiserPL-მა 2010 წლის 15 ივნისს ატვირთა სურათი, სადაც ცენტრში მემე იყო გამოსახული, მისი თანამდევი ფრაზა კი თავში იყო მოქცეული, სურათმა 102,000 ნახვა ძალიან მოკლე დროში მოაგროვა.
3
მემეს სახე კომიქსებს გასცდა და უკვე გამოიყენებოდა სხვადასხვა სურათების კუთხეში (ადმინები დამუშავებულ სურათებში სვამდნენ თავისი ემოციის დასაფიქსირებლად). ხშირად გამოიყენება სქრინშოტის მასალებზე, სადაც განსაკუთრებულ სისულელეს წავაწყდებით. ვინაიდან, სულელები ბლომად არიან სამყაროს გარშემო-მემე დღემდე არ კარგავს აქტუალობას და უფრო მეტი კარტი ვრცელდება მისი გამოსახულებით.
ხშირად ეს მემე ასოცირდება მეორე ასევე გავრცელებულ მემესთან, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებ მოგვიანებით. ეს გახლავთ are you serious?
გთავაზობთ რამდენიმე პირველად გავრცელებულ სურათებს ამ მემეს მონაწილეობით, რომელმაც მას პირველ თვეებში წარმატება მოუტანა.
4
5
67

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • girl smoke gif

  • ჟამთააღმწერელი

    May 2013
    M T W T F S S
    « Apr    
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031  
  • უახლესი

  • butterfly gif

  • ბოლო კომენტარები :)

    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    მარი ! on ჰოლივუდის “კადრს მი…
    tatu on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    tatu on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    TaTu on ჰოლივუდის “კადრს მი…
    თაკოს ბლოგი on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
  • ბლოგის ალფა & ომეგა :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • არქივარიუსი

  • KATE-გორიები :)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • Bloggers Club :)

    Bloggers Club Facebook-ზე
  • STUFF ONLY! :)

  • www.news.ge

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • Page Rank

  • წკაპ :)

    Join 106 other followers

  • girl thinking hair sad art

  • RSS ადამიანის ფსიქოლოგია

    • “სიყვარული” March 19, 2013
      ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ […] […]
  • RSS ანინას ბლოგი

    • ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები March 24, 2013
      იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო: მაქვს 1 ლეპტოპი ერთი კომპიუტერი ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა […]
  • RSS BLG

    • ოტია იოსელიანი (ნაწილი LXVIII) May 17, 2013
      დაბადება:1930წ გარდაიცვალა:2011წ ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. … Continue reading → […]
  • RSS ბერძნული მითოლოგია

    • ტროას ომი January 17, 2013
           ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელ […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • შარშან და წელს March 28, 2013
      შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი; შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ; შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს; შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება; შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძ […]
  • RSS My thirteen sky

    • Keep Calm February 7, 2013
      - არასდროს არაფერი არ არის ისე მე როგორც მინდა. - ხო მიიღე ის რაც გინდოდა? რატომ წუწუნებ? რატომ ხარ უკმაყოფილო? - იმიტომ რომ მეშინია და მივხვდი, არ მჭირდებოდა მე ეს. მუდამ ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებში. ვიღებ იმას რაც მინდა და ვხდები რომ თურმე ეს არ მჭირდებოდა. - არ იცნობ საკუთარ თავს, არ იცი რა [...] […]
  • RSS Vannie Pooh

  • RSS Ketusi

    • 2013 წლის შემოდგომის მოდური ფერთა გამა Pantone-ის მიხედვით April 15, 2013
      კომპანია Pantone-ის ყოველწლიურ ანგარიშს ყველა ელოდება.მეც,აგერ უკვე მესამედ მინდა გაგაცნოთ ანგარიში,როგორც ეს 2011 წელს   და 2012 წელს გაგაცანით. როგორც ჩანს,წელს მოდაში ზურმუხტისფერია,რაც ძალიან მიხარია,რადგან ძალიან მომწონს ეს ფერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფერი ბევრ სხვა ფერს უხდება.მისი კომბინირება ძალიან კარგია როგორც ყავისფერ ან ლურჯ ფერთან, […]
  • RSS Le Paranoia

    • კაცი May 24, 2013
      მაგ საკითხში სტანდარტული კაცია:მხრები მაღლა აქვს ხოლმე აწურული და ხელებიც აშკარად ეზედმეტება მაშინ, როდესაც ბავშვი უჭირავს. თვეებია ვარჯიშობს და პატარა სხეული საზარელ კონტრასტს იძლევა ხოლმე მის ფართე მხრებთან. საზარელს და მაინც რაღაც ისეთს, სითბოდ რომ ჩაგეღვრება დანახვისას… ხელებიც ისეთი აქვს, კაცს რომ შეეფერება და არა ბიჭს. სწორი და გრძელი თითები, ერთიანობა […]
  • RSS Niksologia

    • წამება მეცნიერების სახელით! May 11, 2013
      კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში - ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტ […]
  • RSS fabiolorka

    • მე ეჭვიანობით ვარ ავად....
      საერთოდ, ვთვლი რომ ეჭვიანობა, საკმაოდ არაჯანსაღი გრძნობაა.მიმაჩნია, რომ ეჭვიანები მინიმუმ, მსუბუქი პარანოიკები არიან.მაგრამ, რა ვუყო, რომ ვგრძნობ როგორ ვხდები არც თუ მსუბუქი ”პარანოიკი” ...რა ვუყო, თუ ვეჭვიანობ...ეჭვიანობის საგანი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ადამაინები წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდანაც კი! სასაცილოა, ხო? პოტენციური საეჭვიანო ობიექტები, ადა […]
  • RSS პარანოიკის შეშლილი ბლოგი

    • ზღვარს გადასული June 8, 2012
      წინა პოსტიდან ნათლად ჩანს,რომ ფეხზე ვდგებოდი,რაც მთავარია მე შევეცადე : ) თუმცა,ჰაერში ამწიეს და უფრო მტკივნეულად დამაგდეს ))) “რა უნდა იყოს ამაზე უარესი? ” – ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას ეს…ეს უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.რამდენჯერაც ვთქვი,იმდენჯერ ორმაგად ჩავიძირე…ვიბრძოდი მანამდე,სადამდეც ვხედავდი ბრძოლის აზრს.გგონიათ უკეთესობისკენ რამე შეიცვალა? […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი February 21, 2013
      გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო, კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგა […]
  • RSS საჯღაპნელი

    • ჩემი სიყვარული – მარად აყვავებული და მოუსვენარი November 10, 2012
      მშვენ-იდეალურია როდესაც გიყვარს! ხვდები, რომ რჩეული ხარ..               დაჯილდოვებული! უბედნიერესი ხარ! ფიქრობ, რა საბრალოა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან ასეთი ზე-გრძნობის განცდის გარეშე მიდის, გებრალება იგი და თუმცა  საკუთარი სიყვარულით ტკბობას განაგრძობ. სრულიად მოცული ჰყავხარ სიყვარულს.. ბედნიერებისგან ბრწყინავ, ანათებ! გინდა, ხმამაღლა … Continue read […]
  • RSS შხამიანი ბლოგი

    • მესამე აზრი May 20, 2013
      და რა თქმა უნდა იმედგაცრუება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გრძნობაა, რომელიც ცოცხალმა არსებამ შეიძლება განიცადოს. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ცხოვრების წესითაც ვცდილობ ახლოს ვიდგე იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რაც ქრისტემ გვიქადაგა. შესაბამისად მაქვს ღმერთის შიში, შიში იმისა რომ არ განვერიდო უფალს და და მის მადლს. როგორც ადამიანების უმეტესობა […]
  • RSS jane’s Universe

    • Be a Person! April 28, 2013
      ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან მაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლ […]
  • RSS შიოს მარანი

    • თქვენ!!! February 26, 2013
      აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრა […]
  • RSS ჩორვენი

    • ხდიდან ჯუთამდე - კავკასიონზე ციგაობით May 16, 2013
      მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.არ მახსოვს მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • ადამიანები, რომლებმაც კოშმარული განსაცდელები გადაიტანეს May 23, 2013
      ● მიშელინა ლევანდოვსკა – დამარხეს ცოცხლად. მიშელინა ლევანდოვსკამ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა პოლონელმა ემიგრანტმა, 2012 წლის იანვარში სასამართლო სხდომაზე აღწერა, თუ როგორ დამარხეს ცოცხლად ხელფეხშეკრული, მუყაოს ყუთში, და როგორ ნელ-ნელა ეხუთებოდა სული: „ვიწრო კუბოში ვიწექი და მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ მალე მოვკვდებოდი. […]
  • RSS ♥ ჩემი სამყარო ♥

    • თურმე. May 23, 2013
      განვლილ ცხოვრებას თვალი გადავავლე და  გვერდზე გადავდე..  პოსტებს თვალი გადავავლე და  გვერდზე გადავდე…  დღიურში ძველ ჩანაწერებს თვალი გადავავლე და გვერდზე გადავდე.. ვეღარ ვაფერისტობ ,ვითომ კარგად ვარ . ემოციების კონტროლს თურმე დაღლა სცოდნია. თურმე ცრემლებს  თავისით შესძლებიათ გადაწყვეტილების მიღება.. თურმე ტირილს … Continue reading → […]
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 106 other followers