Save Planet !

როცა შენს გარშემო ინგრევა მთელი სამყარო, როცა შენ რაც გიშენებია, რაც გიკეთებია, რაშიც ჩადე საკუთარი გონი, სული, გული და აზრი, რა ქმედებებმაც მოგიყვანა აქამდე, რა გზებმა შეგქმნეს ისეთი როგორიც ხარ…და ეს ყველაფერი ერთ დღეს რომ დაინგრეს.. რა იქნებოდი?-იგივე, რაც იყავი მიიილიონი წლის წინ..კოცონის აღმოჩენა რომ აოცებდათ.
რა უსუსურები ვართ ადამიანები. დასაბამიდან როგორ არ ვცდილობთ გავძლიერდეთ. მოგვცა უფალმა გონი, ინსტინქტებიდან ცოოტა ზევით გადავინაცვლეთ. ვიარეთ, ვიარეთ, ვიჩხრეკედლავეთ, გავბურღეთ დედამიწა, გავფრინდით კოსმოსში, ჩავედით ოკეანეში… რა აღარ მოვიგონეთ, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო გასაგები, ნათელი, მარტივი გაგვეხადა. მოვიგონეთ ათასნაირი ნივთი, რომ დროის ეკონომია მოგვეღო და იცით რა?-დაგვცინა ბუნებამ, რომელზე ბატონობასაც ასე ვცდილობთ ამდენი მილიონი წელია… დაგვცინა.. :D რატომ?- უფრო ნათელი, გასააგები და მარტივი ცხოვრების მაგიერ, კი არ გავამარტივეთ-გავართულეთ ყველაფერი, უფრო დავიბენით, უფრო მეტ აუხსნელ მოვლენას შევეჯახეთ, და კიდევ უფრო ახალი ამოცანები დავიყენეთ წინ, რომელთა გადაჭრა ჯერჯერობით არ ძალგვიძს. (და კაცმა არ იცის როდის შევძლებთ).. რა უსუსურები ვართ.. მოვიგონეთ მანქანები, ტელევიზორები, ტელეფონები, სივრცე და მთელი სამყარო მოციმციმე ეკრანში ჩავატიეთ არა მხოლოდ ინფორმაციულად, საურთიერთოდაც და-დროის ეკონომიის მაგიერ- უფრო მეტი დროის დეფიციტია ოცდამეერთე საუკუნეში. მე პირდაპირ ვგრძნობ როგორ გარბის დრო, როგორ მინდა შევანელო-არ გამომდის. უბრალოდ ძალების თანაფარდობაა ზედმეტად უწონასწორო.. ქაოსში ვცხოვრობთ და ვერ ვხვდებით, რომ პლანეტა ამაზე ადრე თუ გვიან რეაქციას მოგვცემს..

პრინციპში მოგვცა და ეგაა! არ უკვირდებით, როგორ შეიცვალა კლიმატი, რამდენი სტიქიური უბედურება მოხდა უკანასკნელ წლებში, რამდენი პროტესტი გამოთქვა დედამიწამ, დაიკვნესა, იქვითინა, თავი შეგვახსენა.. და ჩვენ რას ვაკეთებთ?-ნერვიულად ვიქნევთ თავებს, ენერგიულად ვამზადებთ რეპორტაჟებს, მერე ნამუშევრით კმაყოფილნი ვუყურებთ რეპორტაჟებს, დავრგავთ 2 ხეს და გვიხარია.. და უფრო მეტს ვეწევით “ნერვიულობის ნიადაგზე”, უფრო მეტს დავდივართ მანქანების ნაბოლქვით გაჟღენთილ ბეტონის ქალაქებში..ვერ ვსწავლობთ ჭკუას..და ყველაზე ირონიული არის ის, რომ მიუხედავად ამდენი ფაცი-ფუცისა, ამდენი მოძრაობისა, ამდენი მცდელობების, გამოსვლების, მიტინგების და ათასი უბედურებების მერე, რასაც ვაწყობთ თითქოსდა დასახმარებლად- დედამიწა მაინც ბუნტობს და… დრო ისევ გარბის..გარბის უმოწყალოდ და არ გველოდება.. ჩვენ კი იმდენად ჩავეფალით ამ ტექნოლოგიების ჭაობში რომ სანამ ამოვძვრებით-დრო გაპარული იქნება და მხოლოდ სინანული თუ შეგვეძლება.. თვითონ სიტყვას დაუკვირდით-დედა - მიწა!!! გენიალური სიტყვაა, ყველაფერია ნათქვამი მასში.. და ჩვენ მასზე განა არ ვზრუნავთ, პირიქით-უარესს ვაკეთებთ… მე არ ვამბობ რომ უნდა საერთოდ მოვცილდეთ ყველანაირ ნოვატორობას, ტექნიკას, მანქანას და ასე შემდეგ, მე არ ვამბობ რომ უნდა დავუბრუნდეთ “ბუნებას” და დავუბრუნდეთ საწყისს, პირველ ყოფას.. მაგრამ არ უნდა იყოს ტექნოლოგიების წილი ამოდენა.. მითხარით, ასე საჭიროა ზურგის მოსაფხანი, კოღოს მოსაკლავი და მსგავსი აპარატები?? გავზარმაცდით, არ უტოვებთ მომავალ თაობას ხელის გასანძრევს?? ტელეფონი რომ ადამიანზე ჭკვიანი იქნება..(მინახავს ამგვარი შემთხვევა და არ ვაზვიადებ :D ) რაზე ვსაუბრობთ.. არსებობს ათასი ფონდი, ათასი რეკლამა, ათასი ქველმოქმედება.. მაგრამ მათი თანაფარდობა ზედმეტად მცირეა იმისათვის, რომ გადაწონოს ამდენი მილიარდი ინდიფერენტული დედამიწის მკვიდრი, რომელთაც უბრალოდ არ აღელვებს ელემენტარული რამ.. რამდენი ცხოველი გადაშენდა, რამდენი ფრინველი გადაშენდა, რამდენი ულამაზესი ადგილი გადაიჩეხა და დარჩა ხრიოკად??? სანამ არ მივიდნენ გადაშენების პირამდე ვინმეს აღელვებდა? ვინმე ახსენებდა?? მაინცდამაინც თავზე უნდა დაგვენგრეს ყველაფერი რომ გავიგოთ რაშია საქმე? კი ბატონო, სული ტკბილია, მაგრამ ჩვენ ბიოლოგიურად, ვართ ერთ ერთი სიცოცხლის სახე.. და არა მბრძანებელი.. უფალმა მის სახად იმიტომ შეგვქმნა, დაიპყარით სამყარო და დაიმონეთო??
ხალხო, რა გვჭირს??? რას ვემსგავსებით??? მოდით, იქნებ მოვიკრიფოთ ადამიანობა, რომ გავხდეთ ადამიანები!!

Previous Post
Leave a comment

4 Comments

  1. ვაახ!!! როგორ გიყვარს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა! მე არც ცხოველებს ვკლავ, არც ხეებს ვჩეხავ და არც ნავთობის საბადო არ მაბადია კიდე რაა!!! :) )))) ბენდუქიძე აკეთებს მაგას და ბილ გეიტსი!!!!! :) ))))) მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ !

    Reply
  2. მოხარშვა კი არ მიყვარს -იხარშებით! :) არც მე ვაზიანებ, მაგრამ არც ვეხმარები.. ეგეც ითვლება!!! მკაცრი ვარ ხო ! :) ))) ამას ყველა აკეთებს, უბრალოდ მასშტაბებია განსხვავებული. მეტი ფული-მეტი შესაძლებლობები და შესაბამისად… :) თორემ ეგრე მეც საოცრად კაცთმოყვარე და საერთოდ, ყველაფრის მოყვარე ადამიანი ვარ :D :D :D

    Reply
  3. მე არ ვეწევი, მანქანა არ მყავს და გამონაბოლქვით ჰაერს არ ვაბიძურებ, ნაგავს ჩანთაში ვინახავ, სანამ ნაგვის ურნა არ შემომხვდება, ხეებსაც ვრგავდი ბავშვობაში, ახლა ასფალტზე ხომ არ დავრგავ? (დავიწყე თავის ამრთლება დედამიწის წინაშე :-) )
    ეს ისე, ნახევრად ხუმობით. გეთანხმები პათოსში, მარა გამოსავალი რაა?

    Reply
  4. გამოსავალი ის ალბათ, რომ ყველამ გავაცნობიეროთ რა ზიანს ვაყენებთ გარემოს, ბინძურდება ყველაფერი.. ნაკლებად გამოვიყენოთ მანქანა, დავრგოთ მეტი ხეები ქალაქში, გავუფრთხილდეთ ბუნებას.. ეხლა აღარ მახსოვს სად, მაგრამ რომ დადის ხალხი მასიურად ველოსიპედებით, ემართებათ რამე? ხომ არიან მშვენივრად? ეხლა არ ვამობობ ყველამ გადაყარეთ მანქანები თქო, მაგრამ თუ ყველა შეხედავს პრობლემას, და ამას მიექცევა ყურადღება, რაღაც გამოსავალი იქნება.. უბრალოდ ერთი და ორი ამას ვერ შეცვლის, და ყველას ან, უმრავლესობას მაინც– გამოუვა…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • girl smoke gif

  • ჟამთააღმწერელი

    March 2011
    M T W T F S S
    « Feb   Apr »
     123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    28293031  
  • უახლესი

  • butterfly gif

  • ბოლო კომენტარები :)

    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    tatu on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    TaTu on ჰოლივუდის “კადრს მი…
    თაკოს ბლოგი on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Jane on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
  • ბლოგის ალფა & ომეგა :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • არქივარიუსი

  • KATE-გორიები :)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • Bloggers Club :)

    Bloggers Club Facebook-ზე
  • STUFF ONLY! :)

  • www.news.ge

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • Page Rank

  • წკაპ :)

    Join 106 other followers

  • girl thinking hair sad art

  • RSS ადამიანის ფსიქოლოგია

    • “სიყვარული” March 19, 2013
      ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ […] […]
  • RSS ანინას ბლოგი

    • ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები March 24, 2013
      იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო: მაქვს 1 ლეპტოპი ერთი კომპიუტერი ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა […]
  • RSS BLG

    • ოტია იოსელიანი (ნაწილი LXVIII) May 17, 2013
      დაბადება:1930წ გარდაიცვალა:2011წ ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. … Continue reading → […]
  • RSS ბერძნული მითოლოგია

    • ტროას ომი January 17, 2013
           ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელ […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • შარშან და წელს March 28, 2013
      შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი; შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ; შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს; შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება; შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძ […]
  • RSS My thirteen sky

    • Keep Calm February 7, 2013
      - არასდროს არაფერი არ არის ისე მე როგორც მინდა. - ხო მიიღე ის რაც გინდოდა? რატომ წუწუნებ? რატომ ხარ უკმაყოფილო? - იმიტომ რომ მეშინია და მივხვდი, არ მჭირდებოდა მე ეს. მუდამ ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებში. ვიღებ იმას რაც მინდა და ვხდები რომ თურმე ეს არ მჭირდებოდა. - არ იცნობ საკუთარ თავს, არ იცი რა [...] […]
  • RSS Vannie Pooh

  • RSS Ketusi

    • 2013 წლის შემოდგომის მოდური ფერთა გამა Pantone-ის მიხედვით April 15, 2013
      კომპანია Pantone-ის ყოველწლიურ ანგარიშს ყველა ელოდება.მეც,აგერ უკვე მესამედ მინდა გაგაცნოთ ანგარიში,როგორც ეს 2011 წელს   და 2012 წელს გაგაცანით. როგორც ჩანს,წელს მოდაში ზურმუხტისფერია,რაც ძალიან მიხარია,რადგან ძალიან მომწონს ეს ფერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფერი ბევრ სხვა ფერს უხდება.მისი კომბინირება ძალიან კარგია როგორც ყავისფერ ან ლურჯ ფერთან, […]
  • RSS Le Paranoia

    • გადამაწყვეტინეთ თუ გინდათ May 21, 2013
      არ გეცოდინებათ და გეტყვით, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ყელში ამომივიდა ჩემი სამსახურიც, თანამშრომლებიც, ატმოსფეროც და საერთოდ ყველაფერი, დიდხანს ვიწუწუნე ადამთან ჩემი გაღიზიანების საფუძვლებზე და დავასკვენით: სამსახური უნდა შემეცვალა. უფრო მეტიც, სამსახური არა მხოლოდ მე, ადამსაც უნდა შეეცვალა, რადგან ჩემი აზრით მის კვალიფიკაციას დიდი ხანია არ შეესაბამება არ […]
  • RSS Niksologia

    • წამება მეცნიერების სახელით! May 11, 2013
      კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში - ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტ […]
  • RSS fabiolorka

    • მე ეჭვიანობით ვარ ავად....
      საერთოდ, ვთვლი რომ ეჭვიანობა, საკმაოდ არაჯანსაღი გრძნობაა.მიმაჩნია, რომ ეჭვიანები მინიმუმ, მსუბუქი პარანოიკები არიან.მაგრამ, რა ვუყო, რომ ვგრძნობ როგორ ვხდები არც თუ მსუბუქი ”პარანოიკი” ...რა ვუყო, თუ ვეჭვიანობ...ეჭვიანობის საგანი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ადამაინები წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდანაც კი! სასაცილოა, ხო? პოტენციური საეჭვიანო ობიექტები, ადა […]
  • RSS პარანოიკის შეშლილი ბლოგი

    • ზღვარს გადასული June 8, 2012
      წინა პოსტიდან ნათლად ჩანს,რომ ფეხზე ვდგებოდი,რაც მთავარია მე შევეცადე : ) თუმცა,ჰაერში ამწიეს და უფრო მტკივნეულად დამაგდეს ))) “რა უნდა იყოს ამაზე უარესი? ” – ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას ეს…ეს უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.რამდენჯერაც ვთქვი,იმდენჯერ ორმაგად ჩავიძირე…ვიბრძოდი მანამდე,სადამდეც ვხედავდი ბრძოლის აზრს.გგონიათ უკეთესობისკენ რამე შეიცვალა? […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი February 21, 2013
      გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო, კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგა […]
  • RSS საჯღაპნელი

    • ჩემი სიყვარული – მარად აყვავებული და მოუსვენარი November 10, 2012
      მშვენ-იდეალურია როდესაც გიყვარს! ხვდები, რომ რჩეული ხარ..               დაჯილდოვებული! უბედნიერესი ხარ! ფიქრობ, რა საბრალოა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან ასეთი ზე-გრძნობის განცდის გარეშე მიდის, გებრალება იგი და თუმცა  საკუთარი სიყვარულით ტკბობას განაგრძობ. სრულიად მოცული ჰყავხარ სიყვარულს.. ბედნიერებისგან ბრწყინავ, ანათებ! გინდა, ხმამაღლა … Continue read […]
  • RSS შხამიანი ბლოგი

    • მესამე აზრი May 20, 2013
      და რა თქმა უნდა იმედგაცრუება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გრძნობაა, რომელიც ცოცხალმა არსებამ შეიძლება განიცადოს. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ცხოვრების წესითაც ვცდილობ ახლოს ვიდგე იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რაც ქრისტემ გვიქადაგა. შესაბამისად მაქვს ღმერთის შიში, შიში იმისა რომ არ განვერიდო უფალს და და მის მადლს. როგორც ადამიანების უმეტესობა […]
  • RSS jane’s Universe

    • Be a Person! April 28, 2013
      ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან მაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლ […]
  • RSS შიოს მარანი

    • თქვენ!!! February 26, 2013
      აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრა […]
  • RSS ჩორვენი

    • ხდიდან ჯუთამდე - კავკასიონზე ციგაობით May 16, 2013
      მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.არ მახსოვს მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • 10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ May 19, 2013
      ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, […]
  • RSS ♥ ჩემი სამყარო ♥

    • ხალხზე ალერგიული და რეალობით მოწამლული! May 16, 2013
      რა მჭირს? ალერგია მაქვს. რაზე? რაზე არა ვიზე.. ხალხზე … აი იმ ხალხზე გეი პარადის გამო თმებს ,რომ იპუტავენ და ვაჟას,ილიას,აკაკის იხსენებენ,ტრიალებენ ალბათ საფლავშიო. აი იმ ხალხზე ფბ -ზე პატრიარქის სურათებს ,რომ აშეარებენ  რწმენის დასამტკიცებლად და სჯერათ,რომ თუ სურათს არ … Continue reading → […]
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 106 other followers

%d bloggers like this: