ვინ იფიქრებდა.

იმ დილით სამსახურში არ  მივდიოდი, კარგი ხანი იყო გასული, რაც საკუთარი თავი ბოლოჯერ გავანებივრე, ამიტომ გადავწყვიტე დღე ჩემთვის მიმნეძღვნა. ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას, (და მითუმეტეს მთელ დღეს!) გიძღვნის საყვარელი და ახლობელი ადამიანი (ჩემზე ახლობელი ვინ ყავს საკუთარ თავს მაინც ). ინტერნეტში მრავალსაათიანი ძრომიალის შედეგად, ჩემთვის აქამდე უცნობ სამყაროში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, შემებიჯებინა. (რას არ მოიფიქრებ ადამიანი უსაქმურობისგან) ნუ, როგორც იყო, დავრეგისტრირდი. ჯერ ჩემი ნამდვილი ფოტო ავტვირთე და როცა დამაყარეს მესიჯები-ეგრევე წავშალე . სჯობს ისევ ანონიმი ვიყო მეთქი გავიფიქრე .  განსაკუთრებით მომეწონა მისი კომენტარები, მხიარული ტიპი ჩანდა და მივყევი მის ისტორიებს. ყველა მიმოწერით უფრო მიმტკიცდებოდა აზრი რომ საინტერესო და მხიარული ადამიანი იყო,კარგი იუმორის გრძნობით. მერე მომწერა. aMmex ერქვა და ნამდვილი სახელების გაცვლა კარგა ხანს არ მოგვსვლია აზრად.

“ახალი ხარ?” მკითხა და მივწერე, ასე დაიწყო.. დღის გასვლა ვერ შევნიშნე, სამაგიეროდ დღის ბოლოს დეტალურად ვიცოდი მისი ისტორია, ბიოგრაფია და რეზიუმე. დღის ბოლოს მან იცოდა ჩემი ბიოგრაფია და რეზიუმე, ოღონდ ბუნდოვნად. მაინც, შევეცადე დაკონკრეტებისგან და სახელებისგან თავი შემეკავებინა.

“აქ რა გინდა?”-ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. იმედია ნამდვილ სიყვარულს აქ არ ეძებს, თორემ ძალიან შემეცოდება. კიდევ იმედია, არაა მთლად უსაქმური, რომ ამგვარ ჩატებს სტუმრობს ხშირად… ბევრი “იმედია” გავიფიქრე, სანამ პასუხი მომწერა.

“რავი ვერთობი რა, ვინმე ახალი და საინტერესო მინდა გავჩითო. შენ? “-ჰმ,  გულწრფელია. და გამომადგება მეც მიზეზში რომ შევეზიარო…

“მე ინტერესის გულისთვის, საერთოდ არ ვიცოდი ეგრეთი ჩატრები და ფორუმები თუ არსებობდა.” -ეს მართალი იყო. ეტყობა პასუხით კმაყოფილი დარჩა და ის იყო ვიფიქრე, ეხლა სურათს მთხოვს თქო, რომ თემა შეცვალა და ისევ რამდენიმე საათი გავატარეთ საინტერესო საუბარში. მერე ასე მივეჩვიე, შევდიოდი და მხოლოდ მას ვპასუხობდი. მერე მეილი გავცვალეთ და ისე გავმართეთ მიმოწერა :) საქართველოში არ იყო დაშეხვედრამდე დიდი დრო მრჩებოდა. არ ვიცი, შეიძლება მისი მხიარული, მაგრამ ამავდროულად ჭკვიანური საუბარი, ან- იმის ცოდნა, რომ აქ არ იყო-უფრო მათამამებდა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მივეჩვიე. ასე განსაჯეთ, ერთი ორი დღით ინტერნეტი რომ გამეთიშა ვერ მოითმინა და ტელეფონზე დამირეკა, სად დაიკარგეო.. მერე ვნახე მისი მოწერილი წერილები მეილზე.. მესიამოვნა რაღაცნაირად და მივხვდი რომ მომწონდა. რა სიგიჟეა, მომწონდა ადამიანი, რომელიც ნანახიც კი არ მყავდა. მაგრამ კარგი. სანამ ვიცოდი რომ აქ არ იყო, ძალიან მარტივად ვუყურებდი ამ ყველაფერს. მაგრამ,როცა თითქმის ერთი წელი რომ გავიდა და მასთან ერთი მიწერილი მესიჯის გარეშე დღე რომ არ გადიოდა უკვე-უცებ დამხვდა დილით წერილი: “მომდევნო კვირას ჩამოვდივარ.. დამხვდები აეროპორტში? მეტი არავინ მინდა დამხვდეს.” -მეილი დავხურე და მთელი დღე ფიქრში გავატარე. რაღაცნაირად მაშინებდა მასთან შეხვედრა, თან -მინდოდა მენახა.. მაინც, გარკვეული წარმოდგენა რომ გაქვს ადამიანზე, არ გინდა მისი გაფუჭება და… როგორც იყო, შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ აეროპორტში არა, მერე,რომ ჩამოვიდოდა და სახლში დაბინავდებოდა ნორმალურად.. ის დღეები დაძაბულად ვიყავი. არ ვიცოდი რა ჩამეცვა, რა მეთქვა, ასჯერ გავითამაშე გონებაში შეხვედრის სცენა და მაშინ მივხვდი, თურმე როგორ მაღელვებდა ეს ადამიანი თურმე. არადა ასეთი რამ ჩემთვის დიდად დამახასიათებელი არაა.. ბოლოს, იმდენი ვიფიქრე და იმდენი გადავიფიქრე, რომ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე საერთოდ არ მეფიქრა მასთან შეხვედრაზე. დატვირთულმა სამუშაო კვირამ და სასწავლებელმა თავისი ქნა და მართლა ოდნავ გადავერთე. როგორც იყო, დრო მაინც მიდის (გვინდა ეს თუ არა) და ბოლოს, შაბათი მოვიდა. გავემზადე საგანგებოდ. დღესაც მახსოვს როგორ ვნახე პირველად..

ის უკვე მისული იყო,მე-ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი უსწორმასწორო ქვაფენილზე და ვცდილობდი არ წავქცეულიყავი. დავინახე და ვიცანი შორიდანვე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც სურათებში. გამიხარდა. თვითონაც სახე გაებადრა და შემეგება.

“თეა, როგორ ხარ“ მომესალმა თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევხვედროდით ერთმანეთს.

“კარგად, შენ?” ავიტაცე ეს უშუალო ტონი და დავსხედით. ჩემი საყვარელი ცივი ყავა შეუკვეთა თურმე. მაშინვე მოგვიტანეს. თავიდან მაინც უხერხულად ვიყავი. ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი.. მაგრამ მისმა უშუალობამ თავისი გაიტანა.

დიდხანს ვისაუბრეთ.

ძალიან დიდხანს…

მერე მუზეუმში წავედით. ვათვალიერებდით სურათებს და ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს.. მერე ვისეირნეთ… ყველა წვრილმანი მახსოვს იმ დღის. არადა,

მის მერე ორი წელი გავიდა.

ეხლა ბავშვს ვზრდით ერთად…..

ჰმ, ვინ იფიქრებდა?

Leave a comment

11 Comments

  1. მატყუარა :) !

    Reply
    • ეს ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, არაა რეალური, მოგონილია… და რატომ მატყუარა? :დ

      Reply
      • იმიტომ რომ მეგონა შენზე ეწერა და :) ))) დავიჯერე კინაღამ. ვხუმრობ, მართლა მატყუარას კი არ გიწოდებ : )))

        Reply
        • ვიცი რომ მართლა არ მიწოდებ მატყუარას :დ :დ :) ^_^ არა, ჩემზე ნამდვილად არაა, ახლოშიც არაა არცერთი ნიუანსი ჩემს ცხოვრებასთან, ჩისტოე ვააბრაჟენიე :დ

          Reply
  2. ufufuf ჩემთვის ზედგამოწერილია ეს პოსტი რა :::))))))

    Reply
  3. მიყვარს მე შენი “ავადმყოფი ფანტაზია”

    Reply
  4. ოჰ, რა კაია <3

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • girl smoke gif

  • ჟამთააღმწერელი

    March 2012
    M T W T F S S
    « Feb   Apr »
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031  
  • უახლესი

  • butterfly gif

  • ბოლო კომენტარები :)

    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    tatu on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    TaTu on ჰოლივუდის “კადრს მი…
    თაკოს ბლოგი on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Jane on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
  • ბლოგის ალფა & ომეგა :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • არქივარიუსი

  • KATE-გორიები :)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • Bloggers Club :)

    Bloggers Club Facebook-ზე
  • STUFF ONLY! :)

  • www.news.ge

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • Page Rank

  • წკაპ :)

    Join 106 other followers

  • girl thinking hair sad art

  • RSS ადამიანის ფსიქოლოგია

    • “სიყვარული” March 19, 2013
      ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ […] […]
  • RSS ანინას ბლოგი

    • ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები March 24, 2013
      იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო: მაქვს 1 ლეპტოპი ერთი კომპიუტერი ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა […]
  • RSS BLG

    • ოტია იოსელიანი (ნაწილი LXVIII) May 17, 2013
      დაბადება:1930წ გარდაიცვალა:2011წ ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. … Continue reading → […]
  • RSS ბერძნული მითოლოგია

    • ტროას ომი January 17, 2013
           ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელ […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • შარშან და წელს March 28, 2013
      შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი; შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ; შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს; შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება; შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძ […]
  • RSS My thirteen sky

    • Keep Calm February 7, 2013
      - არასდროს არაფერი არ არის ისე მე როგორც მინდა. - ხო მიიღე ის რაც გინდოდა? რატომ წუწუნებ? რატომ ხარ უკმაყოფილო? - იმიტომ რომ მეშინია და მივხვდი, არ მჭირდებოდა მე ეს. მუდამ ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებში. ვიღებ იმას რაც მინდა და ვხდები რომ თურმე ეს არ მჭირდებოდა. - არ იცნობ საკუთარ თავს, არ იცი რა [...] […]
  • RSS Vannie Pooh

  • RSS Ketusi

    • 2013 წლის შემოდგომის მოდური ფერთა გამა Pantone-ის მიხედვით April 15, 2013
      კომპანია Pantone-ის ყოველწლიურ ანგარიშს ყველა ელოდება.მეც,აგერ უკვე მესამედ მინდა გაგაცნოთ ანგარიში,როგორც ეს 2011 წელს   და 2012 წელს გაგაცანით. როგორც ჩანს,წელს მოდაში ზურმუხტისფერია,რაც ძალიან მიხარია,რადგან ძალიან მომწონს ეს ფერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფერი ბევრ სხვა ფერს უხდება.მისი კომბინირება ძალიან კარგია როგორც ყავისფერ ან ლურჯ ფერთან, […]
  • RSS Le Paranoia

    • გადამაწყვეტინეთ თუ გინდათ May 21, 2013
      არ გეცოდინებათ და გეტყვით, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ყელში ამომივიდა ჩემი სამსახურიც, თანამშრომლებიც, ატმოსფეროც და საერთოდ ყველაფერი, დიდხანს ვიწუწუნე ადამთან ჩემი გაღიზიანების საფუძვლებზე და დავასკვენით: სამსახური უნდა შემეცვალა. უფრო მეტიც, სამსახური არა მხოლოდ მე, ადამსაც უნდა შეეცვალა, რადგან ჩემი აზრით მის კვალიფიკაციას დიდი ხანია არ შეესაბამება არ […]
  • RSS Niksologia

    • წამება მეცნიერების სახელით! May 11, 2013
      კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში - ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტ […]
  • RSS fabiolorka

    • მე ეჭვიანობით ვარ ავად....
      საერთოდ, ვთვლი რომ ეჭვიანობა, საკმაოდ არაჯანსაღი გრძნობაა.მიმაჩნია, რომ ეჭვიანები მინიმუმ, მსუბუქი პარანოიკები არიან.მაგრამ, რა ვუყო, რომ ვგრძნობ როგორ ვხდები არც თუ მსუბუქი ”პარანოიკი” ...რა ვუყო, თუ ვეჭვიანობ...ეჭვიანობის საგანი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ადამაინები წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდანაც კი! სასაცილოა, ხო? პოტენციური საეჭვიანო ობიექტები, ადა […]
  • RSS პარანოიკის შეშლილი ბლოგი

    • ზღვარს გადასული June 8, 2012
      წინა პოსტიდან ნათლად ჩანს,რომ ფეხზე ვდგებოდი,რაც მთავარია მე შევეცადე : ) თუმცა,ჰაერში ამწიეს და უფრო მტკივნეულად დამაგდეს ))) “რა უნდა იყოს ამაზე უარესი? ” – ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას ეს…ეს უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.რამდენჯერაც ვთქვი,იმდენჯერ ორმაგად ჩავიძირე…ვიბრძოდი მანამდე,სადამდეც ვხედავდი ბრძოლის აზრს.გგონიათ უკეთესობისკენ რამე შეიცვალა? […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი February 21, 2013
      გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო, კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგა […]
  • RSS საჯღაპნელი

    • ჩემი სიყვარული – მარად აყვავებული და მოუსვენარი November 10, 2012
      მშვენ-იდეალურია როდესაც გიყვარს! ხვდები, რომ რჩეული ხარ..               დაჯილდოვებული! უბედნიერესი ხარ! ფიქრობ, რა საბრალოა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან ასეთი ზე-გრძნობის განცდის გარეშე მიდის, გებრალება იგი და თუმცა  საკუთარი სიყვარულით ტკბობას განაგრძობ. სრულიად მოცული ჰყავხარ სიყვარულს.. ბედნიერებისგან ბრწყინავ, ანათებ! გინდა, ხმამაღლა … Continue read […]
  • RSS შხამიანი ბლოგი

    • მესამე აზრი May 20, 2013
      და რა თქმა უნდა იმედგაცრუება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გრძნობაა, რომელიც ცოცხალმა არსებამ შეიძლება განიცადოს. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ცხოვრების წესითაც ვცდილობ ახლოს ვიდგე იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რაც ქრისტემ გვიქადაგა. შესაბამისად მაქვს ღმერთის შიში, შიში იმისა რომ არ განვერიდო უფალს და და მის მადლს. როგორც ადამიანების უმეტესობა […]
  • RSS jane’s Universe

    • Be a Person! April 28, 2013
      ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან მაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლ […]
  • RSS შიოს მარანი

    • თქვენ!!! February 26, 2013
      აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრა […]
  • RSS ჩორვენი

    • ხდიდან ჯუთამდე - კავკასიონზე ციგაობით May 16, 2013
      მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.არ მახსოვს მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • 10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ May 19, 2013
      ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, […]
  • RSS ♥ ჩემი სამყარო ♥

    • ხალხზე ალერგიული და რეალობით მოწამლული! May 16, 2013
      რა მჭირს? ალერგია მაქვს. რაზე? რაზე არა ვიზე.. ხალხზე … აი იმ ხალხზე გეი პარადის გამო თმებს ,რომ იპუტავენ და ვაჟას,ილიას,აკაკის იხსენებენ,ტრიალებენ ალბათ საფლავშიო. აი იმ ხალხზე ფბ -ზე პატრიარქის სურათებს ,რომ აშეარებენ  რწმენის დასამტკიცებლად და სჯერათ,რომ თუ სურათს არ … Continue reading → […]
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 106 other followers

%d bloggers like this: