გასული თვის მოკლე ანონსი. ანუ სად დავიკარგე

ოოი რამდენი ხანია არ გამიხსნია ფანჯარა და არ ამიკრეფია ახალი პოსტი.  არადა, რამდენი რამე მოხდა ამ ხნის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში (საბედნიეროდ).

ეს დღეები, (უფრო სწორედ უკანასკნელი თვე)-ვერ ვიცლიდი რომ სახეწიგნზე ან თუნდაც რომელიმე საიტზე შევსულიყავი და გამეტარებინა დღე :D, ამის დიდი სურვილიც არ მქონდა, რომ არ დაგიმალოთ :დ, ეხლახანს შემოვედი და-დამხვდა წერილები-სად დაიკარგე, როგორ ხარ და ა.შ… ბლოგიც მივატოვესავით…. 

ჰოოოდა, ეხლა მოიჩოჩეთ ახლოს, უცებ უცებ ჩამოვყარო ახალი ამბები ;)

პირველი-ახალი ( და ძალიან კარგი ) სამსახურიდანაც წამოვედი :დ ოოო, როგორ მიყვარს ეს სიტყვები- „I QUIT!“ :დ განსაკუთრებით,როცა გაბრაზებული ვარ და სურპრიზს ვუწყობ ხოლმე „გაბრაზების მიზეზს“.  :D  საერთოდ მე მჩვევია ან ახლობლების ცოცხალ მაგალითებზე სწავლა -როგორც ბრძნებს (დედა რა დღეში ვარ :D) ან, საკუთარ შეცდომებზე სწავლაც მოსულა (სხვა რა გზა მაქვს როცა უკვე შეცდომა დაშვებულია, წუწუნს სჯობს რამე გაკვეთილი გამოიტანო იქიდან, არა?) .. ჰოდა, ამჯერადაც, ერთი გენიალური დასკვნა გავაკეთე…. ჰმ, რა მარტივია ყველაფერი გენიალური. როგორც კი შეცვლი საგნების მიმართ დამოკიდებულებას, მაშინვე ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.  ვიცი ვიცი, არაფერი ახალი არ მითქვამს, მაგრამ ჩემებურად მივედი ამ დასკვნამდე და ეს მახარებს..

იცით კიდევ რა მგონია ? უნდა იყო უფრო ეგოისტი, გაატარო დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, იზრუნო მათზე და საკუთარ თავზე და დაიკიდო დანარჩენი მასსა, რომელთაც არაფერი დარჩენია მის გარდა, რომ დადგეს და შენს მიმავალ გზაზე ქვები დაგიყაროს, რომ მიზნისკენ სიარულში შეგიშალოს ხელი,  (ალბათ ყველას გყავთ ერთი ორი პერსონაჟი ცხოვრებაში რომელიც ამ აღწერის ქვეშ ხვდება.. ) უნდა აკეთო ის რაც გინდა, რაც შენთან ახლოსაა და არა ის, რასაც შენგან ელიან. 

ოცდამესამე წელიწადში გადამდგარმა (ღმერთმანი რა მალე გადის დრო) მეათე სამსახურის გამოცვლის შემდეგ  (საიუბილეო რომ ყოფილა-ეხლახანს დავუკვირდი :D) ბოლო ბოლო, დავასკვენი, რა არის „ჩემი“ საქმე. რომლის კეთება მინდა, მაინტერესებს და გამომდის-რაც მთავარია.. ჰოდა, რაც სამსახურიდან წამოვედი, როგორც იქნა, მოვიცალე იმისათვის, რომ იდეა, რომელიც საკმაო ხანია „მაწუხებს“-განვახორციელო… არ ვიცი ჯერ აქედან რა გამოვა, მაგრამ ამ ეტაპზე მახარებს ის,  რომ კიდევ ერთხელ-ჩავიფიქრე, მოვიფიქრე კარგად და გავაკეთე ჩემით რაღაც, რაც მინდოდა.. იმედია, გამოვა. მაგრამ ამაზე შემდეგ.

კიდევ ერთი პაწუკა, მაგრამ ჩემთვის მაინც სასიხარულო ისაა, რომ მას შემდეგ, რაც გადავიწყვიტე ცხოვრების რეჟიმის საფუძვლიანად და ძირეულად შეცვლა-უკვე მესამე თვე გადის და ვხედავ ამ გადაწყვეტილებას მოყოლილ რეალურ შედეგებს: ჯანსაღი კვების რეჟიმი, უფრო დაკავებული დღე და საინტერესოდ დაგეგმილი საღამოები ჩვევაში გადამეზარდა და მიხარია, იმიტომ რომ ვგრძნობ რომ დღემ ტყუილად არ ჩაიარა. რომ დღეს მე რაღაც გავაკეთე. კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი ჩემს ამჟამინდელ მიზანს.. ვიღაც გავახარე და რაღაც დადებითი გავაკეთე ადამიანისთვის. ჯანსაღი კვების რეჟიმის შედეგებმაც არ დააყოვნა-აქამდე თუ ექიმებთან საკმაოდ ხშირი ვიზიტორი ვიყავი და წონასთანაც პრობლემები მქონდა-ეხლა სახეზეა მოკლებული 9 კილო (დიეტას ამ სამი თვიდან მხოლოდ ერთი თვე ვიცავდი, მაგრამ კლებას განვაგრძობ :დ) და ჯანმრთელობის აშკარა გაუმჯობესება.. ამიტომ, ამ რეჟიმს არ გადავუხვევ, უბრალოდ უფრო „გავარბილებ“, ცოტა არ იყოს და, მკაცრია, მაგრამ ამასთან -არა ძნელი..

აქამდეც აღმინიშნავს, რომ მიყვარს, როცა ვაკონტროლებ ცხოვრებას, ჰოდა-ეხლა ეს გამომდის აშკარად. არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ასე, როდის „დამეჯახება“ რამე, რაც ისევ, მაგრძნობინებს, რომ ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არაა და ბევრს ვბლატაობ :D (პესიმისტმა გაიღვიძა ჩემში წამიერად), მაგრამ ამასაც ჩვეულებრივად შევხვდები. იმიტომ რომ ზოგადად, დამოკიდებულება შევიცვალე ბევრი რამის მიმართ. ვკითხულობ ჩემს ძველ პოსტებს, ვიხსენებ რატომ მივედი ამა თუ იმ აზრამდე, და ვხვდები, რომ გავიზარდე,  ადგილზე არ გავჩერებულვარ, და მიხარია..

უმუშევრობის ამ პერიოდს, დასვენებას, საკუთარი საქმეების მოგვარებას და ფიქრს ვუთმობ. ეხლაც, (პოსტის წერის მომენტში) ჩაწოლილი ჩემს ჰამაკში, რომელიც ეზოში მამამ გააბა რაც ამინდები გამოვიდა-ვზივარ, ცუგას ვეთამაშები და ამ „დღიურივით“ პოსტს ვკრეფ, რომ მოგვიანებით გამოვაქვეყნო. და ვარ  ბედნიერი.

ბედნიერებას გისურვებთ ;)

თქვენი თეა ;) :)

Leave a comment

6 Comments

  1. წარმატებებს გისურვებ =))

    Reply
  2. აუუუ ბოლო სურათი რა მაგარია <3

    Reply
  3. ნუ გაბლატავდი შენ გოგოგნი და ნუ იკარგები თუ შეიძლება რა ^^ შენი დიალოგ–მონოლოგები მაკლია :)

    Reply
    • Teaa

       /  May 6, 2012

      genacvale Shen :* :* :* vikargebi romelia, password ar maxsovda exla rom shemovedi aq, dzlivs gavixsene :D (pazor) ravic kide ramdeni xani viqnebi ese Shemoqmedebit krizisshi vin icis.. :)

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 125 other followers

%d bloggers like this: