Life, I am coming!… 5 Month’s Update :)

დღეს გადავითვალე და 5 თვე გასულა მას შემდეგ, რაც პირველად ვცადე შემეცვალა ცხოვრების წესი, და შემეცვალა საკუთარი თავი. გარეგნობიდან დაწყებული-ცხოვრების სტილით დამთავრებული. 5 თვე გავიდა, რაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ მე სადღაც გავმქრალიყავი, რომ ჩემს ადგილას “სხვა” იყო..  თუ გაინტერესებთ როგორ მიდიოდა ეს პროცესი, ამ კატეგორიაში შეგიძლიათ ნახოთ დეტალები :)

დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი ამ ყველაფერზე და დღეს, როცა კიდევ ერთხელ შევაჯამე შედეგები-გაოცებული დავრჩი.როგორც უკვე ვთქვი, დღეს აღმოვაჩინე, რომ  თურმე 5 თვე გასულა მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი-მარტოობაზე, მოწყენაზე, მხოლოდ სახლი-სამსახური რეჟიმით ცხოვრებაზე, სტრესზე და ასევე: ყოველგვარ კალორიულ, ცხიმიან, შემწვარ, ტკბილ, საფუარიან, კრემიან, გაზიან, სწრაფი კვების და სხვა მსგავს პროდუქტებზე.

შედეგები: ვარ საოცრად მშვიდად, ხალისიანად, მაინტერესებს ყველაფერი ახალი (ისევე როგორც სუუულ ადრე), ვაკეთებ იმას, რაც მახალისებს და მინდა, ყოველდღე ვვარჯიშობ და, შესაბამისად,  ვარ სპორტულ ფორმაში, გავიჩინე ახალი ჰობბი, რომელიც უაღრესად მაინტერესებს, წამოვიწყე ჩემი საქმე, განვახორციელე რამდენიმე იდეა-პროექტი (ეს ფაქტი განსაკუთრებით მახარებს)  და რაც შეეხება ფიზიკურ ცვლილებებს-მოვიკელი-8 კილო :) სულ 10 ის მოკლება მსურდა და ვფიქრობ მშვენიერი შედეგია. მე არ ვემხრობი 3 დღე-3 კილო და ასეთ დიეტებს. მათ შემდეგ აუცილებლად იმატებ, ამიტომ-დიეტებს დიდად არ ვწყალობ. მაგრამ ჩემი “სწორი კვების რეჟიმმა” -სასიამოვნო ბონუსად 8 კილო მომაკლებინა, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა აშკარად გამიუმჯობესდა. (საოფისე სამსახური და სწრაფი კვების პროდუქტების წელიწადნახევრიანმა რეჟიმმა რომ მოუღო ბოლო). :)

თითქოს ახლიდან გავიღვიძე.

წინა გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ვიყავი საშინლად მომატებული, დეპრესიაში, ვაკეთებდი საქმეს რომელიც აღარ მომწონდა, საშინელი არასრუფასოვნების კომპლექსით და სრულიად მარტო. ეხლა კი მომწონს საკუთარი თავი. მომწონს რომ მიზნამდე ცოტაღა მიკლია, მომწონს, რომ ნებისყოფა ძველებური შემრჩა და მომწონს, რომ ისევ ძლიერი ვარ.

მომწონს საკუთარი თავი. პირველად, ამდენი ხნის შემდეგ.

ჩემი პირადი პროექტი “Life, I am coming” გრძელდება, ეს მხოლოდ შუა გზაა, მაგრამ რაკი შედეგებს ვხედავ, ეს ერთიორად მმატებს სტიმულს.

5 თვეში დამკვიდრებულ რეჟიმს თავიდან რთულად და ძალისდატანებით ვასრულებდი, ეხლა კი-სხვანაირად აღარ შემიძლია. ეს რეჟიმი ჩემი ცხოვრების წესად იქცა და ეს მახარებს :) 5 თვეში განხორციელებულმა პროექტებმა უფრო გამომაფხიზლეს და მაიძულებენ არ მივატოვო წამოწყებული, არ მივუბრუნდე ძველებურ დეპრესიულობას, მეჭიროს ხელი-პულსზე… :)

კარგია, რომ აკონტროლებ შენს ცხოვრებას, კარგია, რომ აკონტროლებ თავს. ეს სიმყარეს გაძლევს თითქოს. მიყვარს სტაბილურობის გრძნობა. :)

ახლიდან გავიღვიძე და მომწონს ახალი სამყარო. ჩემი სამყარო. მომწონს საკუთარი თავი. ჯერ კიდევ ბოლომდე არ მომწონს ჩემი ცხოვრება, მაგრამ მისი გაუმჯობესების გზას ვადგევარ, ასე რომ….  ;)

თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას გისურვებთ, და სულიერ სიმშვიდეს.

მიყვარხართ.

თქვენი-თეა :)

Next Post
Leave a comment

4 Comments

  1. რა ძალიან მაგარია! აღფრთოვანებული ვარ შენით. იმედია მოგბაძავ; და საერთოდაც ძალიან ბევრი ადამიანსითვის იქნები ცხოვრების შეცვლის წამახალისებელი :)

    Reply
    • Teaa

       /  June 28, 2012

      ვაჰჰ, ჯერ კიდევ რამდენი რამ მაქვ დაგეგმილი რომ მოვასწრო და გავაკეთო ამ ზაფხულს, ჯერ სად ვარ :დ მაგრამ კარგია რომ არ დავტორმუზდი :) რა მობაძვა კი უნდა, ჩაიფიქრე და გააკეთე, ვინ გიშლის :) ^_^ ;) :*

      Reply
  2. მოკლედ შენ ხარ ცეცხლი!
    მიზანდასახულობის მაგალითი :)))

    Reply
    • Teaa

       /  July 25, 2012

      :ნაპერწკალისსროლა:დ :დ :*

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 120 other followers

%d bloggers like this: