მცირე რეალობა ჩემს გარშემო

გაბრუბული თავი ძლივს დამაქვს და არ ვიცი რატომ ვარ ესე.

თავი კოსმოსში მგონია. უწონობაში. მარტოს.

ადამიანების გარეშე სამყარო უფრო ლამაზი მეჩვენება დ არ მინდა დავუბრუნდე რეალობას, სადაც გაბეზრებული ადამიანები მოსაწყენ დიალოგებს აგრძელებენ, სადაც ნერვებმოშლილი ხალხი ერთმანეთს არ ინდობს და ბრაზს ანთხევენ, სადაც ტელევიზორში ნაგავი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მატულობს, და მაინც არაა საკმარისი-რომ გასკდეს.. კარგია რომ ტელევიზორი დიდი გარდერობის თავზე შემოვდე და არ ვაპირებ ჩავრთო :)
თითქოს პატარა ვაკუუმი მაქვს შექმნილი, სადაც მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც “პაროლი” გავანდე, მერწმუნეთ, მათ ჩამოთვლას, ერთი ხელი ეყოფა..
მაგრამ მათაც არ სცალიათ. ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი ცხოვრება, თავისი პრობლემები და საფიქრალი. მეც მათ შორის.
უკვე შევეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემი შურთ, რომ ჩემს ადგილას უნდათ ყოფნა, რომ ჩემი ცუდი უხარიათ და ჩემი სიკეთეები-წყინთ. ეს უკვე ძველი ამბავია და რეაქცია აღარ მაქვს.
ვაკუუმი გამჭირვალეა და მაინც შეუძლიათ ვიზუალურად დამინახონ, კიდევ შეშურდეთ და კიდევ იფიქრონ რომ მე ბედი მაქვს. არა, მე ბედი არ მაქვს. მე არ მეზარება ხელის და ტვინის განძრევა რომ რაღაც გავაკეთო, მივაღწიო რასაც მინდა. ყველას დახმარების გარეშე. მე ხომ თბილისში ნაცნობი დიდი “ბიძიები” და ფულიანი ნათლიები არ მყავს. ადვილია დაინახო შედეგი და თქვა-მას ეს აქვს, აქ მუშაობს, ამას აკეთებს.. გაცილებით ძნელია დაინახო რა გზა გავიარე აქამდე ჩემით, ყველასგან დაუხმარებლად და როგორ, რამდენი ხანი ვცდილობდი შეუპოვრად და ჯიუტად მიმეღწია ამისთვის.. მე-მახსოვს მაგალითად. იცი რამდენი ხანი ვცდილობდი მიმეღწია? 6 წელი ზუსტად..6 წელი შრომა, მუშაობა, ათასი იმედგაცრუება, გადღლა, წვალება, შეცდომები, მათი გამოსწორება, ნერვიულობა, კონკურენცია, გულის გატეხვა, ღალატი, სტრესი… მე არ მეზარება შრომა და ამიტომ მაქვს ის მცირედი მატერიალური-რაც მაქვს : სამსახური რომელიც მინდოდა და ამბიცია, გავხდე უფრო მეტი..წავიდე წინ..

მე გაცილებით ბევრი რამე არმაქვს, რაც საჭიროა, მაგრამ-არ ვწუწუნებ. ამის სანაცვლოდ ვგეგმავ, რომ როგორმე მივიდე იქამდე და გავიჩინო ის, რაც ასე მინდა და არ მაქვს. მაგალითად-სახლი თბილისში. (ისევ-მატერიალურ სიკეთეებამდე მივედით :) ) მგალითად-ოჯახთან ახლოს ყოფნა. მაგალითად-ახლობლების გულწრფელი სითბო.  მაგალითად-ჯანსაღი სხეული. მაგალითად-მინდა შემეძლოს ვინმეს დავეყრდნო, მივენდო და მოვდუნდე ცოტა ხნით, ვიცოდე რომ ის გააკეთებს საქმეს და შემიძლია დავისვენო.. რა სასაცილოდ ჟღერს არა? ალბათ..მაგრამ მე ეს არ მაქვს.

და მაინც, ჩემი შურთ. და მაინც, მე შემომნატრიან. და მაინც, ჩემს ადგილას უნდათ ყოფნა. როცა თავად იმდენი პოტენციალი აქვთ და არ იყენებენ!..ეზარებათ. ჩემი-უკვე მიღწეული შურთ და უნდათ. არც ეს მიკვირს უკვე, მივეჩვიე, უბრლოდ-დავიღალე.

დავიღალე რომ სიხარული ვერ გამიზიარებია ვინმესთვის, ვიცი რომ გულზე გასკდება და მიმაწყევლის :დ

დავიღალე რომ ჩემგან სულ ელიან დახმარებას, პოზიტივს, სიმხნევეს, ნამდვილ მეგობრობას, მხარდაჭერას, ერთგულებას, გულწრფელ სიხარულს (მე არაგულწრფელად უბრალოდ არ შემიძლია :დ) და სანაცვლოდ ვიღებ-შურით გამსკდარ გულს რომელსაც გასაჭირის ჟამს დახმარება რომ ვთხოვო-უარს მეტყვის და უფრო დიდი სიამოვნებით დააკვირდება ჩემს გაჭირვებას.

მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ ვაფასებ იმას,რაც მაქვს, იმიტომ რომ მე ვიცი, მეტი შემიძლია, იმიტომ რომ ვიცი, აუცილებლად მივაღწევ მიზანს-შანსი არაა არ გავჩერდები! :) იმიტომ რომ მყავს საყვარელი
ადამიანები, მერე რა, რომ 250 კმ. გვაშორებს, ჩვენ მაინც უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ბევრი, ერთ კვადრატულ ფართზე მცხოვრები :) იმიტომ რომ მყავს ძამიკო, რომელიც მთელი ჩემი ოჯახია თბილისში და მიყვარს ცხოვრებაზე მეტად..

მერე რა, რომ თვის ბოლოს უსახლკარო დავრჩები :დ (გირას ვადა გასდის), აუცილებლად ვიპოვი ახალ სახლს (დროებითს თუნდაც :დ)

მერე რა, ჯანმრთელობა რომ აჩმახებს! -ვარჯიში ისევ დავიწყე და კისერს მოვუგრეხ მაგ პრობლემებსაც.

მერე რა, რომ ათასი წვრილმანი საკითხია ყოველდღე გადასაჭრელი და მოსაგვარებელი, ყოველდღე მოვაგვარებ კიდევაც, მაინც, თუ მე არა-ვინ გამიკეთებს? ვიცი რომ არავინ, ამიტომ-გავაკეთებ კიდეც, არც ეგ მეზარება :)

ფეხებზე მკიდია ყველა, ვისაც ჩემი კარგი შურს და ჩემი ცუდი უხარია. ამიტომაა ალბათ ასე ცოტა მეგობრები რომ მყავს.მაგრამ ნამდვილი მეგობრები.

ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩვენზე,

საერთოდაც, ძალიან ბევრი რამ მკიდია ფეხებზე.

მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემები იყვნენ კარგად, და ვიყო ბედნიერად. დალშე-ვისაც რა უნდა ის აკეთოს.

ამსუბუქებული გულით და ბედნიერების შეგრძნებით სიარულს არაფერი სჯობს… :)

კარგია რომ ვისწავლე ფეხზე დაკიდება და გულთან აღარ მიმაქვს ბევრი რამ. გააააააააააააააააცილებით კარგად ვგრძნობ თავს ეხლა.

სულიერ სიმსუბუქეს, სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ-ისე, როგორც თქვენ გესმით ეს და არა ისე, როგორც მიღებულია :დ

მერე რა, რომ არ გიცნობთ რეალურად, თქვენ გაცილებით უფრო რეალურები ხართ ჩემს ცხვრებაში-ვიდრე სხვა ფიზიკურად ჩემთვის ნაცნობი ადამიანები :*

ბლოზე ფიზიკურად ნიღბიანი, მაგრამ რეალურად ნამდვილი მე ვარ და თქვენ უფრო კარგად მიცნობთ, ვიდრე ჩემი მეგობრები ;)

მიყვარხართ! (იმედია-თქვენც გიყვარვართ :დ :დ ან-მოგწონვართ მაინც :დ)

მუდამ თქვენი-თეა :)

Leave a comment

9 Comments

  1. გული ამიჩუყდა… : )) ბოლოს რომ წავიკითხე დამთბა.. : )) ისე რაც ბლოგი მაქვს მეც ეგ შეგრძნება გამიჩნდა… ბლოგზე როცა კომენტარებს ვნახულობ (და ისინი მუდამ თბილია) მეც ბედნიერად ვგრძნობ თავს.. :) ) შეიძლება ეს სხვამ სისულელედ ჩათვალოს მაგრამ მე მომწონს და ენერგიით მავსებს.. : ))

    Reply
    • :) ) მთეეელი გულით დავწერე პოსტი :) ჰო აი ბლოგზე ჩემთვის უცნობი ხალხი უფრო თბილად მხვდება, ვიდრე რეალური ადამიანები, რომლებიც იდეაში ახლობლებად ითვლებიან :დ ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ბლოგიც და მუდმივი მკითხველებიც :) :) რატომ სისულელედ, მეც მასე ვივსები ენერგიით, როცა კომენტარებს ვნახულობ :) :)

      Reply
  2. ასეთი ბოღმიანი და გაკაპასებული ჯერ არ მინახიხარ. ეს რა დაგმართნია გოგოოოოო…. :/

    Reply
    • აქს :* ბოღმიანი ნაკლებად მარა გაბრაზებული ვარ კი :დ ამოვიდა ყელში კაცო! :დ :დ

      Reply
  3. ზუსტად ბევრი პრობლემების გადაჭრა გვაყალიბებს თეა იმათ რაც ვართ…და მე ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს და მომწონს…წარმატებები თეა და ყველაფერი საუკეთესო შენ:*:*:*

    Reply
  4. მოდი, მაინც მეგობრებად დავრჩეთ : ))
    კიარადა, მეც მიყვარხარ შენი ბლოგიან-ნაწერებიანად <3
    კაი გოგო ხარ შენ და ნერვებს ნუ მოაშლევინებ ვიღაც-ვიღაცებს : ))

    Reply
    • მეც მიყვარხარ მარიამ :* დიდი მადლობა :* ^_^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • girl smoke gif

  • ჟამთააღმწერელი

    August 2012
    M T W T F S S
    « Jul   Sep »
     12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031  
  • უახლესი

  • butterfly gif

  • ბოლო კომენტარები :)

    თაკოს ბლოგი on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on ჰოლივუდის “კადრს მი…
    daglilialubali on ჰოლივუდის “კადრს მი…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Teaa on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    Jane on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    geoblonde on YES! I Can!-სამოტივაციო პ…
    tatu on პირველი მომენტები
    Teaa on პირველი მომენტები
    Teaa on ქუჩაში რომ შემოგხვდეთ..
    tatu on ქუჩაში რომ შემოგხვდეთ..
    tatu on პირველი მომენტები
  • ბლოგის ალფა & ომეგა :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • არქივარიუსი

  • KATE-გორიები :)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • Bloggers Club :)

    Bloggers Club Facebook-ზე
  • STUFF ONLY! :)

  • www.news.ge

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • Page Rank

  • წკაპ :)

    Join 106 other followers

  • girl thinking hair sad art

  • RSS ადამიანის ფსიქოლოგია

    • “სიყვარული” March 19, 2013
      ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ […] […]
  • RSS ანინას ბლოგი

    • ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები March 24, 2013
      იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო: მაქვს 1 ლეპტოპი ერთი კომპიუტერი ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა […]
  • RSS BLG

    • ოტია იოსელიანი (ნაწილი LXVIII) May 17, 2013
      დაბადება:1930წ გარდაიცვალა:2011წ ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფ. გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი), ქართველი მწერალი. 1961 დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები. თხზულებებს აქვეყნებს 1954 წლიდან. … Continue reading → […]
  • RSS ბერძნული მითოლოგია

    • ტროას ომი January 17, 2013
           ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევამოჰყვა. ტროას ომის ისტორია  თავის უკვდავ პოემაში “ილიადა” ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელ […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • შარშან და წელს March 28, 2013
      შარშან ამ დროს მზიან წვიმაში დავდიოდი, წელს ყოველდღიურ პრობლემებს ვებრძვი; შარშან ამ დროს ვვარჯიშობდი და ფორმაში ვიყავი, წელს დიეტაზე ერთ დღესაც ვერ ვძლებ; შარშან ამ დროს ისევ მქონდა მოთმინების დიდი უნარი, წელს ყოველ დღე მგონია რომ ქრონიკული ნევროზი მაქვს; შარშან ამ დროს უმიზეზოდ მეღიმებოდა, წელს სერიოზული მიზეზი მჭირდება; შარშან ამ დროს გაზაფხულის სუნს ვგრძ […]
  • RSS My thirteen sky

    • Keep Calm February 7, 2013
      - არასდროს არაფერი არ არის ისე მე როგორც მინდა. - ხო მიიღე ის რაც გინდოდა? რატომ წუწუნებ? რატომ ხარ უკმაყოფილო? - იმიტომ რომ მეშინია და მივხვდი, არ მჭირდებოდა მე ეს. მუდამ ასე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებში. ვიღებ იმას რაც მინდა და ვხდები რომ თურმე ეს არ მჭირდებოდა. - არ იცნობ საკუთარ თავს, არ იცი რა [...] […]
  • RSS Vannie Pooh

  • RSS Ketusi

    • 2013 წლის შემოდგომის მოდური ფერთა გამა Pantone-ის მიხედვით April 15, 2013
      კომპანია Pantone-ის ყოველწლიურ ანგარიშს ყველა ელოდება.მეც,აგერ უკვე მესამედ მინდა გაგაცნოთ ანგარიში,როგორც ეს 2011 წელს   და 2012 წელს გაგაცანით. როგორც ჩანს,წელს მოდაში ზურმუხტისფერია,რაც ძალიან მიხარია,რადგან ძალიან მომწონს ეს ფერი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ფერი ბევრ სხვა ფერს უხდება.მისი კომბინირება ძალიან კარგია როგორც ყავისფერ ან ლურჯ ფერთან, […]
  • RSS Le Paranoia

    • დილემა ავტობუსში April 28, 2013
      თქვენ რომ ჯერ კიდევ საწოლებში ეყარეთ და იმის ცდაში, სიზმარი არ გაგეშვათ ხელიდან, სასაცილოდ იჭმუხვნიდით ცხვირს, მე რაღაც კრეტინული მოვალეობის შესასრულებლად (რომელიც სულ ტყუილად ავიკიდე, თუ ამკიდეს) თბილისში მივხეტ-მოვხეტიალობდი ზე-ოფიციალური ჩავმულობითა და ხელში ლურჯი პაპკით. (მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოცულობითი ჩანთა მეკიდა, ეს რაღაც საქმიან-ტვინგამორეც […]
  • RSS Niksologia

    • წამება მეცნიერების სახელით! May 11, 2013
      კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავი მეცნიერული კვლევა თუ ექსპერიმენტია ჩატარებული. მაგრამ! იმას, რასაც ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე გამართლება ნაღდად არ აქვს. What the fuckin’ hell is that?! ეს არის ცხოველების წამება, სახელწოდებით – ძროხები ფანჯრით!!! ხო, აი ზუსტად ასე წერენ სტატიებში - ძროხები პატარა სარქველებით, პატარა ფანჯრებით, კათეტერით. უფრო კონკრეტ […]
  • RSS fabiolorka

    • მე ეჭვიანობით ვარ ავად....
      საერთოდ, ვთვლი რომ ეჭვიანობა, საკმაოდ არაჯანსაღი გრძნობაა.მიმაჩნია, რომ ეჭვიანები მინიმუმ, მსუბუქი პარანოიკები არიან.მაგრამ, რა ვუყო, რომ ვგრძნობ როგორ ვხდები არც თუ მსუბუქი ”პარანოიკი” ...რა ვუყო, თუ ვეჭვიანობ...ეჭვიანობის საგანი უამრავი რამ შეიძლება იყოს, ადამაინები წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდანაც კი! სასაცილოა, ხო? პოტენციური საეჭვიანო ობიექტები, ადა […]
  • RSS პარანოიკის შეშლილი ბლოგი

    • ზღვარს გადასული June 8, 2012
      წინა პოსტიდან ნათლად ჩანს,რომ ფეხზე ვდგებოდი,რაც მთავარია მე შევეცადე : ) თუმცა,ჰაერში ამწიეს და უფრო მტკივნეულად დამაგდეს ))) “რა უნდა იყოს ამაზე უარესი? ” – ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას ეს…ეს უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი.რამდენჯერაც ვთქვი,იმდენჯერ ორმაგად ჩავიძირე…ვიბრძოდი მანამდე,სადამდეც ვხედავდი ბრძოლის აზრს.გგონიათ უკეთესობისკენ რამე შეიცვალა? […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • Female Food Hero – გმირი ფერმერი ქალი February 21, 2013
      გამარჯობა ჩემო კარგო მკითხველო, კონკურსებში როცა იღებ მონაწილეობას ყოველთვის საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული, რათქმაუნდა, ზუსტად ეს არის შენი მიზანი . მაგრამ თურმე არსებობს კონკურსი, სადაც გამარჯება მხოლოდ შენ არ გეკუთვნის და პასუხისმგებელიხარ სულ სხვა ადამიანის წინაშე და უნდა სხვისთვის გაიმარჯვო ვმონაწილეობ Oxfam-ის პროექტში , პროექტის მიზანია საზოგა […]
  • RSS საჯღაპნელი

    • ჩემი სიყვარული – მარად აყვავებული და მოუსვენარი November 10, 2012
      მშვენ-იდეალურია როდესაც გიყვარს! ხვდები, რომ რჩეული ხარ..               დაჯილდოვებული! უბედნიერესი ხარ! ფიქრობ, რა საბრალოა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნიდან ასეთი ზე-გრძნობის განცდის გარეშე მიდის, გებრალება იგი და თუმცა  საკუთარი სიყვარულით ტკბობას განაგრძობ. სრულიად მოცული ჰყავხარ სიყვარულს.. ბედნიერებისგან ბრწყინავ, ანათებ! გინდა, ხმამაღლა … Continue read […]
  • RSS შხამიანი ბლოგი

    • მესამე აზრი May 20, 2013
      და რა თქმა უნდა იმედგაცრუება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გრძნობაა, რომელიც ცოცხალმა არსებამ შეიძლება განიცადოს. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ცხოვრების წესითაც ვცდილობ ახლოს ვიდგე იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რაც ქრისტემ გვიქადაგა. შესაბამისად მაქვს ღმერთის შიში, შიში იმისა რომ არ განვერიდო უფალს და და მის მადლს. როგორც ადამიანების უმეტესობა […]
  • RSS jane’s Universe

    • Be a Person! April 28, 2013
      ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან მაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლ […]
  • RSS შიოს მარანი

    • თქვენ!!! February 26, 2013
      აწი ყოველთვის, როცა დაიწყებთ თქვენი მოქმედების 50%-ს, დაფიქრდით ან მხოლოდ მარტივად იკითხეთ თქვენთვის რამდენად გულით აკეთებთ ამას? იქნებ გაგიმართლოთ და  ოდესმე მიხვდეთ, რომ დიდ და რა რაც მთავარია, საზიზღარ შეცდომას უშვებდით. მერე შეგიძლიათ დააბარალოთ ყველას, მეგობრებს, რომლებიც არ მიგითითებდნენ ნაკლზე, გამოცდილების არასაკმირისობას ან კიდევ უამრავ რამეს, მაგრა […]
  • RSS ჩორვენი

    • ხდიდან ჯუთამდე - კავკასიონზე ციგაობით May 16, 2013
      მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.არ მახსოვს მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • 10 მნიშვნელოვანი საკითხი უცხოპლანეტელების შესახებ May 19, 2013
      ამ მომენტში ძნელია დაზუსტებით თქმა, მარტონი ვართ სამყაროში თუ ჩვენ გარდა სხვაგანაც არის სიცოცხლე. უცხოპლანეტელების თემა მრავალი ადამიანის ინტერესის სფეროა და დროთა განმავლობაში გარკვეული შეხედულებებიც ჩამოყალიბდა, რომელთა მიხედვითაც ისინი დიდწილად ჩვენი მსგავსნი არიან. ზოგადი აზრის განვითარებაში თავისი როლი ითამაშა ფილმებმა და ხელოვნების სხვა დარგებმა. მოდი, […]
  • RSS ♥ ჩემი სამყარო ♥

    • ხალხზე ალერგიული და რეალობით მოწამლული! May 16, 2013
      რა მჭირს? ალერგია მაქვს. რაზე? რაზე არა ვიზე.. ხალხზე … აი იმ ხალხზე გეი პარადის გამო თმებს ,რომ იპუტავენ და ვაჟას,ილიას,აკაკის იხსენებენ,ტრიალებენ ალბათ საფლავშიო. აი იმ ხალხზე ფბ -ზე პატრიარქის სურათებს ,რომ აშეარებენ  რწმენის დასამტკიცებლად და სჯერათ,რომ თუ სურათს არ … Continue reading → […]
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 106 other followers

%d bloggers like this: