Save Planet !

როცა შენს გარშემო ინგრევა მთელი სამყარო, როცა შენ რაც გიშენებია, რაც გიკეთებია, რაშიც ჩადე საკუთარი გონი, სული, გული და აზრი, რა ქმედებებმაც მოგიყვანა აქამდე, რა გზებმა შეგქმნეს ისეთი როგორიც ხარ…და ეს ყველაფერი ერთ დღეს რომ დაინგრეს.. რა იქნებოდი?-იგივე, რაც იყავი მიიილიონი წლის წინ..კოცონის აღმოჩენა რომ აოცებდათ.
რა უსუსურები ვართ ადამიანები. დასაბამიდან როგორ არ ვცდილობთ გავძლიერდეთ. მოგვცა უფალმა გონი, ინსტინქტებიდან ცოოტა ზევით გადავინაცვლეთ. ვიარეთ, ვიარეთ, ვიჩხრეკედლავეთ, გავბურღეთ დედამიწა, გავფრინდით კოსმოსში, ჩავედით ოკეანეში… რა აღარ მოვიგონეთ, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო გასაგები, ნათელი, მარტივი გაგვეხადა. მოვიგონეთ ათასნაირი ნივთი, რომ დროის ეკონომია მოგვეღო და იცით რა?-დაგვცინა ბუნებამ, რომელზე ბატონობასაც ასე ვცდილობთ ამდენი მილიონი წელია… დაგვცინა.. :D რატომ?- უფრო ნათელი, გასააგები და მარტივი ცხოვრების მაგიერ, კი არ გავამარტივეთ-გავართულეთ ყველაფერი, უფრო დავიბენით, უფრო მეტ აუხსნელ მოვლენას შევეჯახეთ, და კიდევ უფრო ახალი ამოცანები დავიყენეთ წინ, რომელთა გადაჭრა ჯერჯერობით არ ძალგვიძს. (და კაცმა არ იცის როდის შევძლებთ).. რა უსუსურები ვართ.. მოვიგონეთ მანქანები, ტელევიზორები, ტელეფონები, სივრცე და მთელი სამყარო მოციმციმე ეკრანში ჩავატიეთ არა მხოლოდ ინფორმაციულად, საურთიერთოდაც და-დროის ეკონომიის მაგიერ- უფრო მეტი დროის დეფიციტია ოცდამეერთე საუკუნეში. მე პირდაპირ ვგრძნობ როგორ გარბის დრო, როგორ მინდა შევანელო-არ გამომდის. უბრალოდ ძალების თანაფარდობაა ზედმეტად უწონასწორო.. ქაოსში ვცხოვრობთ და ვერ ვხვდებით, რომ პლანეტა ამაზე ადრე თუ გვიან რეაქციას მოგვცემს..

პრინციპში მოგვცა და ეგაა! არ უკვირდებით, როგორ შეიცვალა კლიმატი, რამდენი სტიქიური უბედურება მოხდა უკანასკნელ წლებში, რამდენი პროტესტი გამოთქვა დედამიწამ, დაიკვნესა, იქვითინა, თავი შეგვახსენა.. და ჩვენ რას ვაკეთებთ?-ნერვიულად ვიქნევთ თავებს, ენერგიულად ვამზადებთ რეპორტაჟებს, მერე ნამუშევრით კმაყოფილნი ვუყურებთ რეპორტაჟებს, დავრგავთ 2 ხეს და გვიხარია.. და უფრო მეტს ვეწევით “ნერვიულობის ნიადაგზე”, უფრო მეტს დავდივართ მანქანების ნაბოლქვით გაჟღენთილ ბეტონის ქალაქებში..ვერ ვსწავლობთ ჭკუას..და ყველაზე ირონიული არის ის, რომ მიუხედავად ამდენი ფაცი-ფუცისა, ამდენი მოძრაობისა, ამდენი მცდელობების, გამოსვლების, მიტინგების და ათასი უბედურებების მერე, რასაც ვაწყობთ თითქოსდა დასახმარებლად- დედამიწა მაინც ბუნტობს და… დრო ისევ გარბის..გარბის უმოწყალოდ და არ გველოდება.. ჩვენ კი იმდენად ჩავეფალით ამ ტექნოლოგიების ჭაობში რომ სანამ ამოვძვრებით-დრო გაპარული იქნება და მხოლოდ სინანული თუ შეგვეძლება.. თვითონ სიტყვას დაუკვირდით-დედა – მიწა!!! გენიალური სიტყვაა, ყველაფერია ნათქვამი მასში.. და ჩვენ მასზე განა არ ვზრუნავთ, პირიქით-უარესს ვაკეთებთ… მე არ ვამბობ რომ უნდა საერთოდ მოვცილდეთ ყველანაირ ნოვატორობას, ტექნიკას, მანქანას და ასე შემდეგ, მე არ ვამბობ რომ უნდა დავუბრუნდეთ “ბუნებას” და დავუბრუნდეთ საწყისს, პირველ ყოფას.. მაგრამ არ უნდა იყოს ტექნოლოგიების წილი ამოდენა.. მითხარით, ასე საჭიროა ზურგის მოსაფხანი, კოღოს მოსაკლავი და მსგავსი აპარატები?? გავზარმაცდით, არ უტოვებთ მომავალ თაობას ხელის გასანძრევს?? ტელეფონი რომ ადამიანზე ჭკვიანი იქნება..(მინახავს ამგვარი შემთხვევა და არ ვაზვიადებ :D ) რაზე ვსაუბრობთ.. არსებობს ათასი ფონდი, ათასი რეკლამა, ათასი ქველმოქმედება.. მაგრამ მათი თანაფარდობა ზედმეტად მცირეა იმისათვის, რომ გადაწონოს ამდენი მილიარდი ინდიფერენტული დედამიწის მკვიდრი, რომელთაც უბრალოდ არ აღელვებს ელემენტარული რამ.. რამდენი ცხოველი გადაშენდა, რამდენი ფრინველი გადაშენდა, რამდენი ულამაზესი ადგილი გადაიჩეხა და დარჩა ხრიოკად??? სანამ არ მივიდნენ გადაშენების პირამდე ვინმეს აღელვებდა? ვინმე ახსენებდა?? მაინცდამაინც თავზე უნდა დაგვენგრეს ყველაფერი რომ გავიგოთ რაშია საქმე? კი ბატონო, სული ტკბილია, მაგრამ ჩვენ ბიოლოგიურად, ვართ ერთ ერთი სიცოცხლის სახე.. და არა მბრძანებელი.. უფალმა მის სახად იმიტომ შეგვქმნა, დაიპყარით სამყარო და დაიმონეთო??
ხალხო, რა გვჭირს??? რას ვემსგავსებით??? მოდით, იქნებ მოვიკრიფოთ ადამიანობა, რომ გავხდეთ ადამიანები!!

Previous Post
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ვაახ!!! როგორ გიყვარს ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა! მე არც ცხოველებს ვკლავ, არც ხეებს ვჩეხავ და არც ნავთობის საბადო არ მაბადია კიდე რაა!!! :))))) ბენდუქიძე აკეთებს მაგას და ბილ გეიტსი!!!!! :)))))) მე მშვიდობიანი ადამიანი ვარ !

    Reply
  2. Teaa

     /  March 17, 2011

    მოხარშვა კი არ მიყვარს -იხარშებით! :) არც მე ვაზიანებ, მაგრამ არც ვეხმარები.. ეგეც ითვლება!!! მკაცრი ვარ ხო ! :)))) ამას ყველა აკეთებს, უბრალოდ მასშტაბებია განსხვავებული. მეტი ფული-მეტი შესაძლებლობები და შესაბამისად… :) თორემ ეგრე მეც საოცრად კაცთმოყვარე და საერთოდ, ყველაფრის მოყვარე ადამიანი ვარ :D :D :D

    Reply
  3. მე არ ვეწევი, მანქანა არ მყავს და გამონაბოლქვით ჰაერს არ ვაბიძურებ, ნაგავს ჩანთაში ვინახავ, სანამ ნაგვის ურნა არ შემომხვდება, ხეებსაც ვრგავდი ბავშვობაში, ახლა ასფალტზე ხომ არ დავრგავ? (დავიწყე თავის ამრთლება დედამიწის წინაშე :-))
    ეს ისე, ნახევრად ხუმობით. გეთანხმები პათოსში, მარა გამოსავალი რაა?

    Reply
  4. Teaa

     /  March 18, 2011

    გამოსავალი ის ალბათ, რომ ყველამ გავაცნობიეროთ რა ზიანს ვაყენებთ გარემოს, ბინძურდება ყველაფერი.. ნაკლებად გამოვიყენოთ მანქანა, დავრგოთ მეტი ხეები ქალაქში, გავუფრთხილდეთ ბუნებას.. ეხლა აღარ მახსოვს სად, მაგრამ რომ დადის ხალხი მასიურად ველოსიპედებით, ემართებათ რამე? ხომ არიან მშვენივრად? ეხლა არ ვამობობ ყველამ გადაყარეთ მანქანები თქო, მაგრამ თუ ყველა შეხედავს პრობლემას, და ამას მიექცევა ყურადღება, რაღაც გამოსავალი იქნება.. უბრალოდ ერთი და ორი ამას ვერ შეცვლის, და ყველას ან, უმრავლესობას მაინც– გამოუვა…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    ეველინი on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 126 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • ამილკარი March 1, 2015
        როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს – მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები და გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები. ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ. ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს ცოტა სხვანაირები ცოტა უცხოები ცოტა დამსუსხავები […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • “სიზარმაცევ, ძალსა შენსა!..” ან “სამი თვე”. March 12, 2015
      დაგიბრუნდით!.. სულ რაღაც სამი თვე გავიდა და მეჩვენებოდა, საუკუნეა რაც ბლოგზე არ დამიპოსტავს-მეთქი. კი მოვბაჯბაჯდი როგორც იქნა, მაგრამ თემის უქონლობას ვჩვივი. არადა, რამდენია მოსაყოლი, საკამათო, გასახარი და დასამწუხრი. მაგრამ, თქვენც მოგეხსენებათ, როცა ადამიანის გულში სიყვარული შეაღწევს, როგორღაც ტვინზეც მოქმედებს და ბევრი რამ, რაც მანამდე მნიშვნელოვნად მიიჩნ […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • Complicate March 11, 2015
      “ყველაფერი მარტივია, უბრალოდ ადამიანები ვართულებთ” – ხშირად ვხმარობთ ხოლმე ამ სიტყვებს, ვეუბნებით სხვებს, გვეუბნებიან ჩვენ, მაგრამ პირადად მე მიჭირს ხოლმე ამის გაგება, ან შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები  ვისთვისაც ყველაფერი რთულადაა, ან შესაბამისი ასაკი და გამოცდილება არ მაქვს, არვიცი. ბევრი ან დამიგროვდა. დიახ, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ყველაფერი […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • მალხაზიჩი March 27, 2015
      ღმერთმა სამყარო შვიდ დღეში შექმნა, მაგრამ გაინტერესებთ ვინ შექმნა თავად ღმერთი? მალხაზიჩი რომ გავიცანი, მაშინ ჯერ კიდევ საწოლში ვიფსამდი. ეს ის პერიოდია, საწოლში ჩაფსმისთვის “სროკი” ჯერ კიდევ რომ არ იყო […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს June 8, 2014
      კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაც […]
  • RSS ჩორვენი

    • 213 - XXXIII March 24, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 126 other followers

%d bloggers like this: