ვინ იფიქრებდა.

იმ დილით სამსახურში არ  მივდიოდი, კარგი ხანი იყო გასული, რაც საკუთარი თავი ბოლოჯერ გავანებივრე, ამიტომ გადავწყვიტე დღე ჩემთვის მიმნეძღვნა. ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას, (და მითუმეტეს მთელ დღეს!) გიძღვნის საყვარელი და ახლობელი ადამიანი (ჩემზე ახლობელი ვინ ყავს საკუთარ თავს მაინც ). ინტერნეტში მრავალსაათიანი ძრომიალის შედეგად, ჩემთვის აქამდე უცნობ სამყაროში აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, შემებიჯებინა. (რას არ მოიფიქრებ ადამიანი უსაქმურობისგან) ნუ, როგორც იყო, დავრეგისტრირდი. ჯერ ჩემი ნამდვილი ფოტო ავტვირთე და როცა დამაყარეს მესიჯები-ეგრევე წავშალე . სჯობს ისევ ანონიმი ვიყო მეთქი გავიფიქრე .  განსაკუთრებით მომეწონა მისი კომენტარები, მხიარული ტიპი ჩანდა და მივყევი მის ისტორიებს. ყველა მიმოწერით უფრო მიმტკიცდებოდა აზრი რომ საინტერესო და მხიარული ადამიანი იყო,კარგი იუმორის გრძნობით. მერე მომწერა. aMmex ერქვა და ნამდვილი სახელების გაცვლა კარგა ხანს არ მოგვსვლია აზრად.

“ახალი ხარ?” მკითხა და მივწერე, ასე დაიწყო.. დღის გასვლა ვერ შევნიშნე, სამაგიეროდ დღის ბოლოს დეტალურად ვიცოდი მისი ისტორია, ბიოგრაფია და რეზიუმე. დღის ბოლოს მან იცოდა ჩემი ბიოგრაფია და რეზიუმე, ოღონდ ბუნდოვნად. მაინც, შევეცადე დაკონკრეტებისგან და სახელებისგან თავი შემეკავებინა.

“აქ რა გინდა?”-ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე. იმედია ნამდვილ სიყვარულს აქ არ ეძებს, თორემ ძალიან შემეცოდება. კიდევ იმედია, არაა მთლად უსაქმური, რომ ამგვარ ჩატებს სტუმრობს ხშირად… ბევრი “იმედია” გავიფიქრე, სანამ პასუხი მომწერა.

“რავი ვერთობი რა, ვინმე ახალი და საინტერესო მინდა გავჩითო. შენ? “-ჰმ,  გულწრფელია. და გამომადგება მეც მიზეზში რომ შევეზიარო…

“მე ინტერესის გულისთვის, საერთოდ არ ვიცოდი ეგრეთი ჩატრები და ფორუმები თუ არსებობდა.” -ეს მართალი იყო. ეტყობა პასუხით კმაყოფილი დარჩა და ის იყო ვიფიქრე, ეხლა სურათს მთხოვს თქო, რომ თემა შეცვალა და ისევ რამდენიმე საათი გავატარეთ საინტერესო საუბარში. მერე ასე მივეჩვიე, შევდიოდი და მხოლოდ მას ვპასუხობდი. მერე მეილი გავცვალეთ და ისე გავმართეთ მიმოწერა :) საქართველოში არ იყო დაშეხვედრამდე დიდი დრო მრჩებოდა. არ ვიცი, შეიძლება მისი მხიარული, მაგრამ ამავდროულად ჭკვიანური საუბარი, ან- იმის ცოდნა, რომ აქ არ იყო-უფრო მათამამებდა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მივეჩვიე. ასე განსაჯეთ, ერთი ორი დღით ინტერნეტი რომ გამეთიშა ვერ მოითმინა და ტელეფონზე დამირეკა, სად დაიკარგეო.. მერე ვნახე მისი მოწერილი წერილები მეილზე.. მესიამოვნა რაღაცნაირად და მივხვდი რომ მომწონდა. რა სიგიჟეა, მომწონდა ადამიანი, რომელიც ნანახიც კი არ მყავდა. მაგრამ კარგი. სანამ ვიცოდი რომ აქ არ იყო, ძალიან მარტივად ვუყურებდი ამ ყველაფერს. მაგრამ,როცა თითქმის ერთი წელი რომ გავიდა და მასთან ერთი მიწერილი მესიჯის გარეშე დღე რომ არ გადიოდა უკვე-უცებ დამხვდა დილით წერილი: “მომდევნო კვირას ჩამოვდივარ.. დამხვდები აეროპორტში? მეტი არავინ მინდა დამხვდეს.” -მეილი დავხურე და მთელი დღე ფიქრში გავატარე. რაღაცნაირად მაშინებდა მასთან შეხვედრა, თან -მინდოდა მენახა.. მაინც, გარკვეული წარმოდგენა რომ გაქვს ადამიანზე, არ გინდა მისი გაფუჭება და… როგორც იყო, შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ აეროპორტში არა, მერე,რომ ჩამოვიდოდა და სახლში დაბინავდებოდა ნორმალურად.. ის დღეები დაძაბულად ვიყავი. არ ვიცოდი რა ჩამეცვა, რა მეთქვა, ასჯერ გავითამაშე გონებაში შეხვედრის სცენა და მაშინ მივხვდი, თურმე როგორ მაღელვებდა ეს ადამიანი თურმე. არადა ასეთი რამ ჩემთვის დიდად დამახასიათებელი არაა.. ბოლოს, იმდენი ვიფიქრე და იმდენი გადავიფიქრე, რომ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე საერთოდ არ მეფიქრა მასთან შეხვედრაზე. დატვირთულმა სამუშაო კვირამ და სასწავლებელმა თავისი ქნა და მართლა ოდნავ გადავერთე. როგორც იყო, დრო მაინც მიდის (გვინდა ეს თუ არა) და ბოლოს, შაბათი მოვიდა. გავემზადე საგანგებოდ. დღესაც მახსოვს როგორ ვნახე პირველად..

ის უკვე მისული იყო,მე-ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი უსწორმასწორო ქვაფენილზე და ვცდილობდი არ წავქცეულიყავი. დავინახე და ვიცანი შორიდანვე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც სურათებში. გამიხარდა. თვითონაც სახე გაებადრა და შემეგება.

“თეა, როგორ ხარ“ მომესალმა თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევხვედროდით ერთმანეთს.

“კარგად, შენ?” ავიტაცე ეს უშუალო ტონი და დავსხედით. ჩემი საყვარელი ცივი ყავა შეუკვეთა თურმე. მაშინვე მოგვიტანეს. თავიდან მაინც უხერხულად ვიყავი. ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი.. მაგრამ მისმა უშუალობამ თავისი გაიტანა.

დიდხანს ვისაუბრეთ.

ძალიან დიდხანს…

მერე მუზეუმში წავედით. ვათვალიერებდით სურათებს და ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს.. მერე ვისეირნეთ… ყველა წვრილმანი მახსოვს იმ დღის. არადა,

მის მერე ორი წელი გავიდა.

ეხლა ბავშვს ვზრდით ერთად…..

ჰმ, ვინ იფიქრებდა?

დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. მატყუარა :)!

    Reply
    • Teaa

       /  March 27, 2012

      ეს ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, არაა რეალური, მოგონილია… და რატომ მატყუარა? :დ

      Reply
      • იმიტომ რომ მეგონა შენზე ეწერა და :)))) დავიჯერე კინაღამ. ვხუმრობ, მართლა მატყუარას კი არ გიწოდებ : )))

        Reply
        • Teaa

           /  March 27, 2012

          ვიცი რომ მართლა არ მიწოდებ მატყუარას :დ :დ :) ^_^ არა, ჩემზე ნამდვილად არაა, ახლოშიც არაა არცერთი ნიუანსი ჩემს ცხოვრებასთან, ჩისტოე ვააბრაჟენიე :დ

          Reply
  2. ufufuf ჩემთვის ზედგამოწერილია ეს პოსტი რა :::))))))

    Reply
  3. მიყვარს მე შენი “ავადმყოფი ფანტაზია”

    Reply
  4. ოჰ, რა კაია <3

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    ეველინი on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 126 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • ამილკარი March 1, 2015
        როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს – მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები და გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები. ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ. ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს ცოტა სხვანაირები ცოტა უცხოები ცოტა დამსუსხავები […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • “მეხსიერების იგივეობა” და ალბათობის თეორია April 4, 2015
      “6 წლის ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი მზარეული, 7 წლისა ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება. ახლა მე მინდა ვიყო სალვადორ დალი.” არ ვიცი, ვინ დამეთანხმება და ვინ – არა. მაგრამ, ვფიქრობ, დღესდღეობით მხატვარს უწოდებენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელში ფუნჯის ჭერა შეუძლია და თეთრ ტილოს, საკუთარ კვალს დაამჩნევს. აი, თუნდაც, ქათქათა […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • Complicate March 11, 2015
      “ყველაფერი მარტივია, უბრალოდ ადამიანები ვართულებთ” – ხშირად ვხმარობთ ხოლმე ამ სიტყვებს, ვეუბნებით სხვებს, გვეუბნებიან ჩვენ, მაგრამ პირადად მე მიჭირს ხოლმე ამის გაგება, ან შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები  ვისთვისაც ყველაფერი რთულადაა, ან შესაბამისი ასაკი და გამოცდილება არ მაქვს, არვიცი. ბევრი ან დამიგროვდა. დიახ, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ყველაფერი […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • პირდაპირობისთვის ბოდიშს გიხდით April 13, 2015
      გამარჯობათ! დიდი ხანია რაც გამარჯობით არ დამიწყია წერა… რაღაცნაირად გადავეჩვიე, ეხლა უფრო საკითხის პირდაპირ შემოტანაა მოდაში. ასეთი სტილის პუბლიკაციები მოსწონს მკითხველს. უფრო სწორად, ისეთი სტილის სტატიები, “აი, თავიდანვე რო დაგითრევს” […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს June 8, 2014
      კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაც […]
  • RSS ჩორვენი

    • 213- XXXIV March 28, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 126 other followers

%d bloggers like this: