მცირე ამონარიდი უკანასკნელი წელიწადნახევრიდან..

2011 წლის იანვარი: შოკი. გაბრუება. ტკივილი.
და დაიწყო.
ბურუსი. სიცივე.სევდა.ყოველდღიური მოქმედება და ურეაქციო ქცევები. ქცევები, რომ დაფარო ის, რასაც გრძნობ.მექანიკური ქცევები.
მერე—უწონობა. ვერაფერს ვერ გრძნობ. გგონია რომ ჩასახლდი შენთვის უცხო სხეულში და მისი თვალებიდან უყურებ სამყაროს. და გიკვირს: აქ როგორ მოვხვდი? და ვერ ეგუები ამ სხეულს. და გინდა გათავისუფლდე. ვერ სუნთქავ სავსე მკერდით. შებოჭილი ხარ. მაგრამ ვერც თავისუფლდები.. გადის დრო და გიწევს შეეგუო ამ სხეულს. ვერავინ ამჩნევს, რომ სხვა ჩასახლდა ამ სხეულში. ყველა ძველებურად აღგიქვამს და ეს უფრო გთრგუნავს. გინდა იყვირო, რომ შენ ის არ ხარ, რომ ეშლებათ, გინდა სთხოვო რომ დაგიხსნან მაგრამ ხვდები, რომ ვერ გაგიგებენ და მდუმარედ იტან. ყვირილი მხოლოდ ყელს შიგნიდან გკაწრავს..
გადის დრო, ეგუები ამ სხეულს, მაგრამ ძნელად. თავს მაინც ცუდად გრძნობ. მხოლოდ ძალიან ახლობლები ხვდებიან, რომ რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ მაინც მალავ მიზეზს. არც თავად იცი რაშია საქმე…
გადის ნახევარი წელი: ერთხელაც თითქოს გამოიღვიძე და საკუთარი თავი დაინახე პირველად: გასუქებული,მოწყენილი,უხალისო,უამბიციო და დუნე.უმიზეზო ტირილი ნორმად იქცა თურმე.. და შეშფოთდი. ეხლა გრძნობ, რომ შენ შენს სხეულში ხარ, შენს ადგილას ხარ, მაგრამ ის უკვე აღარ მოგწონს -როგორც ცხოვრობ. გადაწყვეტ რაც არ უნდა იყოს-გამოასწორო სიტუაცია. და იწყებ მუშაობას საკუთარ თავზე. ცხოვრება მხოლოდ ხელს გიშლის, მაგრამ არ ჩერდები.. თითქოს ამ ურჩობაზე გაბრაზებული-მეორე და უფრო ძლიერ დარტყმას გაყენებს.
შოკი, გაბრუება, ტკივილი.აუტანელი ტკივილი..
ემოციები დაგიბრუნდა: მაგრამ მხოლოდ დიდი ტკივილის სახით. მთელი დღეები ბალიშში თავჩარგული ტირი, მაგრამ მაინც გტკივა, მაინც ცუდად ხარ. მერე ეგუები რომ ისიც წავიდა. სწავლობ მის გარეშე ცხოვრებასაც..დიდი დროის შემდეგ-ოდნავ გამოგდის. თითქოს ფეხზე დადექი, ფიზიკურად მაინც და ამ დროს-მესამე და გამანადგურებელი დარტყმა- გამაყრუებელი ტკივილი, შოკი, ცრემლები. “მერამდენედ!” ფიქრობ ტკივილიანად და ტირი მთელი ძალით….
მერე ისევ ცდილობ შეეგუო უიმისობასაც.. კიდევ უფრო გიჭირს, აღარ გამოგდის, ტკივილი გროვდება და ვერ უშვებ..ხედავ მას როგორ ტკივა,გსურს ტკივილი შეუმსუბუქო, მაგრამ ისიც ჩაიკეტა და არ გიშვებს, ნერვიულობით გათენებული ღამეები, ავარია… მერე-ისევ… განცდები ზღვარს გადადის და ხვდები,რომ შეუძლებელია ყოველდღე ასეთ განცდებში იცხოვრო, მას კი არაფრის შეცვლა არ სურს, შენ არ გისმენს, იცი,რომ მასაც ტკივა და არ აწუხებ შენი პრობლემით..აუტანლად გტკივა დანაკარგი და  და ხვდები, რომ კიდევ დიდხანს გეტკინება..
უკვე აღარ გინდა რამე შეცვალო. დაღლილი ხარ,ხელი ჩაიქნიე..თუმცა ხვდები, რომ ახლა უკვე-რაღაც კიარა,  არაფერი ისე არაა, როგორც საჭიროა.. ყველაფერი არეულია, მაგრამ ძალა არ გაქვს რამე შეცვალო… ამასობაში-მეგობრები დაკარგე. ზოგი-შენით, ზოგი-თავისით დაიკარგა, მაგრამ ეს სულ არ გაღელვებს… ჩაიკეტე საკუთარ თავში, გადაეჩვიე შენს ემოციებზე ღიად საუბარს, ძმასაც ვერ უმხელ საფიქრალს….
გადის კიდევ ხანი და ხვდები, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა ამოხვიდე ამ წუმპედან.. და იწყებ-თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზეა: ახალი სამსახური და სფერო, ახალი სახლი, მკაცრი დიეტა, ვარჯიში-ფორმაში ჩასადგომად. პირობა საკუთარ თავთან, რომ ცხოვრების სტილს შეცვლი მთლიანად და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გეგმასაც ადგენ. ყველა ახალი შედეგი გახარებს და უფრო მეტ ძალას გაძლევს, გგონია, რომ კრიზისი დაძლიე, მაგრამ… ბედი ასე მალე დანებებას არ გეგმავს და უფრო მოულოდნელ დარტყმას გაყენებს. საძირკველის გარეშე რჩები, რაზეც იყო ყველაფერი აწყობილი და- ყველაფერი იშლება უნიჭოდ აწყობილი კუბიკებივით… დაიღალე მუდმივად შენივე თავს ამხნევებდე მხოლოდ შენ და სხვა მხოლოდ საწინააღმდეგოს გიმტკიცებდეს. უკვე აღარ შველის “პოზიტიური” ფსიქოლოგია.
უხალისოდ, უფერულად ატარებ დღეებს და დღითიდღე მორიგი პატარა უიღბლობები გარწმუნებენ, რომ არავის სჭირდები და ეს უფრო გთრგუნავს..

ყველაფერი ისევ ნაცრისფერი და ნესტიანია.

ყველაფერი ისევ უმზეოდაა და უხალისოდ. ტკივილი კი არასად წასულა..
და არ იცი როგორ გამოხვიდე ამ წუმპედან…
2012 წლის მაისი.

მცირე ნაწილის ამონარიდი უკანასკნელი წელიწადნახევრიდან.(ავტ)
თეა.

Next Post
Leave a comment

6 Comments

  1. თეეეე :შ:შ:შ

    Reply
  2. დეპრესიის ნიშნები…

    Reply
  3. მეც მანდ ვარ… დიდად და ღრმად!

    http://fabiolorka.blogspot.com/2012/06/blog-post_14.html

    Reply
    • Teaa

       /  June 15, 2012

      ჰო :) მიხარია რომ გესმის :)

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    ეველინი on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 125 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • ამილკარი March 1, 2015
        როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს – მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები და გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები. ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ. ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს ცოტა სხვანაირები ცოტა უცხოები ცოტა დამსუსხავები […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • მე ჰოგვორტსიდან წერილი მივიღე! December 27, 2014
      არ გჯერათ, არა? ჰო, რა თქმა უნდა. არც მიკვირს. თავიდან ვერც მე ვიჯერებდი. საკუთარ თავს ყოველთვის ერთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მაგლად ვთვლიდი. “ჰარი პოტერს” ვფურცლავდი და ჰოგვორტსზე ოცნებაც კი არ შემეძლო. და უცებ, ვუალა! სიმკაცრით განთქმულმა მინერვამ წერილი გამომიგზავნა. თავიდან ვიფიქრე, ვინმე ბოროტად ხომ არ მეხუმრა-მეთქი, თუმცა, როგორც ჩანს შევცდი. ნაადრევი ს […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • აქ ხელოვნება ცხოვრობს?! February 2, 2015
      4:15amმაღალი კორპუსი, უმთვარო ღამე და მხოლოდ ერთი ოთახიდან გამომავალი სინათლის მკრთალი ნათება. აივანი სავსეა არყის ბოთლებით და სიგარეტის კოლოფებით. ოთახი ყავის ჭიქებით და სურათებით. კედელზე დახატულ ნახატში ბევრი გრძნობა იკითხება. იქვე კუთხეში ცეცხლის ალია. ნაწერები და ნახატების ალი. საღებავებით სავსე მაგიდა და არაფრისმთქმელი სიჩუმე. უკაცრავად, აქ ხელოვნება ც […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • დარდის ეტიკეტი February 28, 2015
      წლები რაც მემატება სულ უფრო და უფრო სენტიმენტალური ვხდები. შედეგად უთავბოლოდ შემიძლია ვილაპარაკო დარდზე და მის ცალკეულ სახესხვაობებზე. მაგალითად, არსებობოს დარდი ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შედეგად გამოწვეული, არსებობს დარდი საკუთარი არარეალიზებულობის […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს June 8, 2014
      კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაც […]
  • RSS ჩორვენი

    • 213 - XXVII February 1, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 125 other followers

%d bloggers like this: