Life, I am coming!… 5 Month’s Update :)

დღეს გადავითვალე და 5 თვე გასულა მას შემდეგ, რაც პირველად ვცადე შემეცვალა ცხოვრების წესი, და შემეცვალა საკუთარი თავი. გარეგნობიდან დაწყებული-ცხოვრების სტილით დამთავრებული. 5 თვე გავიდა, რაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ მე სადღაც გავმქრალიყავი, რომ ჩემს ადგილას “სხვა” იყო..  თუ გაინტერესებთ როგორ მიდიოდა ეს პროცესი, ამ კატეგორიაში შეგიძლიათ ნახოთ დეტალები :)

დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი ამ ყველაფერზე და დღეს, როცა კიდევ ერთხელ შევაჯამე შედეგები-გაოცებული დავრჩი.როგორც უკვე ვთქვი, დღეს აღმოვაჩინე, რომ  თურმე 5 თვე გასულა მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი-მარტოობაზე, მოწყენაზე, მხოლოდ სახლი-სამსახური რეჟიმით ცხოვრებაზე, სტრესზე და ასევე: ყოველგვარ კალორიულ, ცხიმიან, შემწვარ, ტკბილ, საფუარიან, კრემიან, გაზიან, სწრაფი კვების და სხვა მსგავს პროდუქტებზე.

შედეგები: ვარ საოცრად მშვიდად, ხალისიანად, მაინტერესებს ყველაფერი ახალი (ისევე როგორც სუუულ ადრე), ვაკეთებ იმას, რაც მახალისებს და მინდა, ყოველდღე ვვარჯიშობ და, შესაბამისად,  ვარ სპორტულ ფორმაში, გავიჩინე ახალი ჰობბი, რომელიც უაღრესად მაინტერესებს, წამოვიწყე ჩემი საქმე, განვახორციელე რამდენიმე იდეა-პროექტი (ეს ფაქტი განსაკუთრებით მახარებს)  და რაც შეეხება ფიზიკურ ცვლილებებს-მოვიკელი-8 კილო :) სულ 10 ის მოკლება მსურდა და ვფიქრობ მშვენიერი შედეგია. მე არ ვემხრობი 3 დღე-3 კილო და ასეთ დიეტებს. მათ შემდეგ აუცილებლად იმატებ, ამიტომ-დიეტებს დიდად არ ვწყალობ. მაგრამ ჩემი “სწორი კვების რეჟიმმა” -სასიამოვნო ბონუსად 8 კილო მომაკლებინა, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობა აშკარად გამიუმჯობესდა. (საოფისე სამსახური და სწრაფი კვების პროდუქტების წელიწადნახევრიანმა რეჟიმმა რომ მოუღო ბოლო). :)

თითქოს ახლიდან გავიღვიძე.

წინა გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ვიყავი საშინლად მომატებული, დეპრესიაში, ვაკეთებდი საქმეს რომელიც აღარ მომწონდა, საშინელი არასრუფასოვნების კომპლექსით და სრულიად მარტო. ეხლა კი მომწონს საკუთარი თავი. მომწონს რომ მიზნამდე ცოტაღა მიკლია, მომწონს, რომ ნებისყოფა ძველებური შემრჩა და მომწონს, რომ ისევ ძლიერი ვარ.

მომწონს საკუთარი თავი. პირველად, ამდენი ხნის შემდეგ.

ჩემი პირადი პროექტი “Life, I am coming” გრძელდება, ეს მხოლოდ შუა გზაა, მაგრამ რაკი შედეგებს ვხედავ, ეს ერთიორად მმატებს სტიმულს.

5 თვეში დამკვიდრებულ რეჟიმს თავიდან რთულად და ძალისდატანებით ვასრულებდი, ეხლა კი-სხვანაირად აღარ შემიძლია. ეს რეჟიმი ჩემი ცხოვრების წესად იქცა და ეს მახარებს :) 5 თვეში განხორციელებულმა პროექტებმა უფრო გამომაფხიზლეს და მაიძულებენ არ მივატოვო წამოწყებული, არ მივუბრუნდე ძველებურ დეპრესიულობას, მეჭიროს ხელი-პულსზე… :)

კარგია, რომ აკონტროლებ შენს ცხოვრებას, კარგია, რომ აკონტროლებ თავს. ეს სიმყარეს გაძლევს თითქოს. მიყვარს სტაბილურობის გრძნობა. :)

ახლიდან გავიღვიძე და მომწონს ახალი სამყარო. ჩემი სამყარო. მომწონს საკუთარი თავი. ჯერ კიდევ ბოლომდე არ მომწონს ჩემი ცხოვრება, მაგრამ მისი გაუმჯობესების გზას ვადგევარ, ასე რომ….  ;)

თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას გისურვებთ, და სულიერ სიმშვიდეს.

მიყვარხართ.

თქვენი-თეა :)

Next Post
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. რა ძალიან მაგარია! აღფრთოვანებული ვარ შენით. იმედია მოგბაძავ; და საერთოდაც ძალიან ბევრი ადამიანსითვის იქნები ცხოვრების შეცვლის წამახალისებელი :)

    Reply
    • Teaa

       /  June 28, 2012

      ვაჰჰ, ჯერ კიდევ რამდენი რამ მაქვ დაგეგმილი რომ მოვასწრო და გავაკეთო ამ ზაფხულს, ჯერ სად ვარ :დ მაგრამ კარგია რომ არ დავტორმუზდი :) რა მობაძვა კი უნდა, ჩაიფიქრე და გააკეთე, ვინ გიშლის :) ^_^ ;) :*

      Reply
  2. მოკლედ შენ ხარ ცეცხლი!
    მიზანდასახულობის მაგალითი :)))

    Reply
    • Teaa

       /  July 25, 2012

      :ნაპერწკალისსროლა:დ :დ :*

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    Teaa on ის ბიჭი და მე
    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 126 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • შეკვეთა სამყაროს June 24, 2015
      ჩემმა ყველა ბიჭმა იცოდა საჭმლის კეთება. კვერცხის შეწვა კი არა, ნამდვილი საჭმლის გაკეთება. მემგონი სამყარო ზრუნავს, რომ ჩემნაირი ზარმაცები მშივრები არ დარჩნენ. მივალ, ნიკაპს ავაკანკალებ და აუცილებლად მაჭმევენ რამეს. არა, საჭმლის კეთება ვიცი, გემრიელიც გამოდის, მაგრამ მარტივად და ბანალურად, მუზა თუ არ მოვიდა, ისე კეთება ძალიან მეზარება და მირჩევნია მთელი კვირა […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • ძვირფასო ჩარლი… June 10, 2015
        ძვირფასო ჩარლი   თითქმის ერთი თვეა რაც შენგან წერილი არ მიმიღია და მეჩვენება, თითქოს საუკუნე გავიდა. იცი, ხანდახან მგონია, რომ ეგოისტურად მოვიქეცი, შენი ვინაობის გარკვევა რომ არ ვცადე იმ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ძალიან ხშირად მწერდი. ვიცი, გინდოდა ანონიმურობა შეგენარჩუნებინა, მაგრამ თითოეული წერილის წაკითხვის შემდეგ საშინლად მინდოდა მეც პასუხი დამებრუნ […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • ეცეტერა May 17, 2015
      ურთიერთობის დასრულების შემდეგ , რამდენ ხანში ვახერხებთ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, ჩვევებს და იმ რეალობას რაშიც ურთიერთობამდე ვცხოვრობდით? ალბათ ყველას თავისი დრო აქვს, ზოგისთვის საკმარისია 1 კვირა, ზოგისთვის კიდევ უფრო მეტი. და რამდენია საჭირო ჩემთვის? როდის მოვახერხებ და საფუძვლიანად მოვიშორებ წარსულით ცხოვრებას? როდის ვიქნები ორიენტირებული მომავალზე? ალბათ […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • მეტი, ვიდრე ბლოგი და დაპაუზებული შემოქმედება July 26, 2015
      მეორე, მესამე და ოცდამეჩვიდმეტე მეების დიდად არ მჯერა, თუმცა ზოგჯერ ჩემსა და „ქუჩის მწერალს“ შორის განსხვავებას აშკარად ვგრძნობ. უფრო სწორად, „მჯერა“ არასწორი ნათქვამია – საკუთარ პიროვნებაში ამ ტიპებს განსაკუთრებულად ვერ […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • ნასას მისიების რეალური ღირებულება July 20, 2015
      ათწლიანი მოგზაურობის შემდეგ ნასას უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა ერთი კვირის წინ პლუტონს ჩაუფრინა ჯუჯა პლანეტის ზედაპირიდან 12,500 კმ-ის სიმაღლეზე. ამ წარმატებას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა მილოცვები და შექებები, რასაც კოსმოსში მყოფი კოსმონავტებიც კი გამოეხმაურნენ და ამ მნიშვნელოვანი მოგზაურობის კულმინაცია იზეიმეს. მისიისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და […]
  • RSS ჩორვენი

    • 213 - XL July 24, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 126 other followers

%d bloggers like this: