სურვილი

გინდა გააკეთო რამე, გაქვს სანუკვარი ნატვრა მაგრამ რაღაც გაჩერებს?? არ გდომებია ნამდვილად.

ათასჯერ იფიქრე ახალი ნივთის შეძენაზე, ახლებურ სტილზე, რაღაც სხვაზე-რაც აქამდე არ გახასიათებდა მაგრამ არ განახორციელე?-არ გიფიქრია სერიოზულად.
მთავარი ხომ სურვილია.

თურმე, თუ გულით გინდა-გაინძრევი-და მიიღებ რაც გინდა. ამის მჯერა ძალიან მყარად.. და სწორიცაა. ამბობენ რომ ბედს მხოლოდ სუსტები აბრალებენ მოვლენებს მათ ცხოვრებაში. “ბედი არ იყო,” “ბედმა არ ინება”, “რა ვქნა, არ შემიძლია” და მსგავსი ტერმინები ამოაგდო უნდა საერთოდ ხმარებიდან, ეს უბრალოდ გადაბრალებაა.

ბედი არაა თავაზიანი ოფიციანტი, პოდნოსზე რომ მოგართმევს იმას რაც გსურს საუკეთესო ფორმით.

ბედი-არსებობს, კი, მაგრამ თავისთვისაა და ხელი უნდა შეაშველო, და ორნი რომ იქნებით-მერე კი გამოგივიდეთ იქნება რამე უკეთესი, ვიდრე გეგონა გამოვიდოდა :)
ადამიანები ძალიან ვართულებთ ბევრ რამეს. მესმის, რომ სურვილი და ოცნება უსაზღვრო შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ მესმის რატომ უნდა შეზღუდო თავი და მცდელობითაც არ შეეცადო გააკეთო რაც გინდა, თუ რამე ფიზიკური პირობა არ გიშლის ხელს.

რა გიდგას წინ?? სცადე! არ გამოვა-არაუშავს, რა ვუყოთ მერე, ესე იგი ეს არ გამოვიდა, სხვა რამე გამოგივა. სხვა რამეში ივარგებ, არჩევანი ხომ ამდენად დიდია!!!

მთავარია სურვილი -გინდოდეს რამე, და მონდომება-რომ გააკეთო ეს. მიაღწიო, შეასრულო..

წარმატებული ბიზნესმენების, მილიონრების ისტორიები ამის დასტურია :) კი, ისინი იშვიათი გამონაკლისები არიან, ვინც სურვილით რამე შეექმნა-ფაქტიურად სამყარო შეცვალეს-მაგრამ თავიდან მათ ხომ არ იცოდნენ რა გამოვიდოდა. მათ უბრალოდ სცადეს და უარი არ თქვეს.

რა მარტივია იყო ბედნიერი, ღმერთმანი. მაგრამ რამდენი ადამიანი დადის უბედურის შეგრძნებით, როცა ვერც კი აანალიზებს რამდენად ბედნიერია.

ბედნიერების გრძნობაც ალბათ ნიჭია, უნდა გქონდეს.

წვრილმანებში რომ დაინახავ ბედნიერებას,

წუთებს რომ დააფასებ, სითბოს და საყვარელ ადამიანებს,

მიხვდები-რამდენად წარმავალია სხვა ყველაფერი, რაც ასე გსურს და არ გაქვს..

მე? მეც ვიყავი ბედით უკმაყოფილო, მიმაჩნდა რომ რაღაცაში არ გამიმართლა და ასე შემდეგ, (ჩემივე პოსტების არქივი ამის დასტურია :დ) მაგრამ მერე ვისწავლე წვრილმანების დაფასება, დროის დაფასება, იმ ადამიანების დაფასება და მადლიერება, მივხვდი, რომ მე ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ვარ-როგორიც ვარ, აქ ვარ, და მახვევია ეს ადამიანები.

და შევცვალე ის, რაც ასე არ მომწონდა ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი ცხოვრება შევცვალე.

მაინც არ არის იდეალურად, მაინც არ არის ყველაფერი კარგად, მაგრამ-მე შევიცვალე და ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ.

და ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

უკვე 23 წლის გავხდი და კარგია, რომ ბევრი რამ უკვე გამოვცადე და განვიცადე, კარგია რომ ბევრი ახალი რამ ჯერ კიდევ წინ მელის, კარგი თუ ცუდი-ეს არავინ უწყის მაგრამ, მაინც.

მთავარია, რომ მე ბედნიერების დანახვა და დაფასება ვისწავლე წვრილმანებში, წუთების შენახვა ვისწავლე და დროის ფუჭად ფლანგვას გადავეჩვიე.

მთავარია, რომ მოვინდომე, მერე რა, რომ დრო წაიღო საკმაოდ,(ისევ:არქივები ამ დროს მშვენივრად აღნუსხავს:დ)  მოვინდომე და შევცვალე ის, რისი შეცვლაც მინდოდა.

არაა ჩემი ცხოვრება ზღაპრული და ბედნიერებით სავსე, არის აქაც ცუდი მომენტები (საკმაოდ თან), სიკვდილ-სიცოცხლის თემები, პრობლემები, რომლებსაც ერთი თქმით და ერთი სურვილით ვერ გადაჭრი, და სხვა რამ, რასაც სამწუხაროდ ვერ შევცვლით, ეს უბრალოდ ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაქვს შეგრძნება, რომ ბედნიერი ვარ.

და მე მადლიერი ვარ უფლისა ამ ყველაფრისთვის.

საკუთარ თავზე რომ  საქმით არ დამემტკიცებინა ეს ეიტყვები-ამდენს არ ვიბლატავებდი ნამდვილად :დ (არ მიყვარს ტყუილი “ჭკუის სწავლება” პოსტები).

მე უბრალოდ მოვინდომე და გავაკეთე. და მორჩა.

დრო წაიღო, არ იყო მარტივი (სულაც არ იყო მარტივი!), მაგრამ….ეს უკვე წავიდა, დანარჩენი საუბარი უბრალოდ ზედმეტია…მთავარია შედეგი დარჩა ;) (ბევრი უშედეგო მცდელობებიც არ დავივიწყოთ :) ) დანარჩენი ყველაფერი საუბარი და გახსენებაა, მთავარია  რომ საბოლოოდ, მაინც  გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა.  (მთელი რიგი გეგმები მქონდა დასახული, ვინც არ იცით… )

თუ გულით გინდა-მოინდომებ და შეუძლებელი არაფერია. ამ ბანალური ფრაზის დადასტურებას ვპოულობ მერამდენე თვეა ჩემს ცხოვრებაში და მეღიმება საკუთარ სკეპტიციზმზე, როცა ადრე მხოლოდ მორიგ გაცვეთილ ლამაზ ფრაზად მიმაჩნდა.

გისურვებთ, თქვენც გეპოვოთ ამ ფრაზის დასტური თქვენს ცხოვრებაში ;)

თქვენი ოპტიმიზმით აღსავსე-თეა. :)

დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. Zalian momewona:):)sheni postebis shemdeg titkos dzala memateba brdzolistvis:D:Dmadloba rom arsebob da madloba rom wer

    Reply
    • Teaa

       /  August 10, 2012

      ვაჰ :) რა მაგარია :) ხშირად შემოცუნცულდი ხოლმე და შევეცდები გაგამხნევო :) დიდი მადლობა შენ რომ მსტუმრობ და საერთოდ გიხარია რომ ჩემი პაწაწა ბლოგი არსებობს :* :* ^_^ :გულშისითბოსტალღა: :)

      Reply
  2. ლიზიკუნა

     /  August 8, 2012

    მეც მომეწონა) ასეც უნდა იყოს ყველა

    Reply
    • Teaa

       /  August 10, 2012

      ყველა რომ ასე იყოს-უბედურ სახეებს უბრალოდ ვეღარ ვიხილავდით :))) მმმ..რა კარგი იქნებოდა…. :) გადავეშვი ოცნებებში :) ^_^

      Reply
  3. იცი რა გამახსენდა? ჯიმ ქერი მონაწილეობს, “ყოველთვის თქვი დიახ” ქვია ფილმს. ეგეთი რაღაც უნდა სცადო რა მაგარი იქნება! :))

    Reply
    • Teaa

       /  August 10, 2012

      აუ მიყვარს ჯიმის ფილმები! ეგეც მათ შორის! :) ძალიან მაგარია ეგრე რომ ხარ, ყველა შანსს რომ იყენებ და ხელიდან არ უშვებ აიიი! იქნები ბედნიერი აბა რა :დ :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    ეველინი on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 126 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • ამილკარი March 1, 2015
        როცა სადღაც  მიდიხარ, არ აქვს მნიშვნელობა საწყის და საბოლოო პუნქტებს – მთავარია გზა, პროცესი, ფანჯრებთან ჩავლილი პეიზაჟები და გზის პირას ნაყიდი ადგილობრივი გემრიელობები. ის ფიქრები, რომლებიც გზაში მოდიან არასოდეს გვანან იმათ, რომლებიც მუდამ თავს დაგვტრიალებენ. ამ ფიქრებში უცხო გზების და მიწების მზეები ანათებს ცოტა სხვანაირები ცოტა უცხოები ცოტა დამსუსხავები […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • “მეხსიერების იგივეობა” და ალბათობის თეორია April 4, 2015
      “6 წლის ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი მზარეული, 7 წლისა ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება. ახლა მე მინდა ვიყო სალვადორ დალი.” არ ვიცი, ვინ დამეთანხმება და ვინ – არა. მაგრამ, ვფიქრობ, დღესდღეობით მხატვარს უწოდებენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელში ფუნჯის ჭერა შეუძლია და თეთრ ტილოს, საკუთარ კვალს დაამჩნევს. აი, თუნდაც, ქათქათა […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • Complicate March 11, 2015
      “ყველაფერი მარტივია, უბრალოდ ადამიანები ვართულებთ” – ხშირად ვხმარობთ ხოლმე ამ სიტყვებს, ვეუბნებით სხვებს, გვეუბნებიან ჩვენ, მაგრამ პირადად მე მიჭირს ხოლმე ამის გაგება, ან შეიძლება იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები  ვისთვისაც ყველაფერი რთულადაა, ან შესაბამისი ასაკი და გამოცდილება არ მაქვს, არვიცი. ბევრი ან დამიგროვდა. დიახ, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ყველაფერი […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • პირდაპირობისთვის ბოდიშს გიხდით April 13, 2015
      გამარჯობათ! დიდი ხანია რაც გამარჯობით არ დამიწყია წერა… რაღაცნაირად გადავეჩვიე, ეხლა უფრო საკითხის პირდაპირ შემოტანაა მოდაში. ასეთი სტილის პუბლიკაციები მოსწონს მკითხველს. უფრო სწორად, ისეთი სტილის სტატიები, “აი, თავიდანვე რო დაგითრევს” […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს June 8, 2014
      კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაც […]
  • RSS ჩორვენი

    • 213- XXXIV March 28, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 126 other followers

%d bloggers like this: