მცირე რეალობა ჩემს გარშემო

გაბრუბული თავი ძლივს დამაქვს და არ ვიცი რატომ ვარ ესე.

თავი კოსმოსში მგონია. უწონობაში. მარტოს.

ადამიანების გარეშე სამყარო უფრო ლამაზი მეჩვენება დ არ მინდა დავუბრუნდე რეალობას, სადაც გაბეზრებული ადამიანები მოსაწყენ დიალოგებს აგრძელებენ, სადაც ნერვებმოშლილი ხალხი ერთმანეთს არ ინდობს და ბრაზს ანთხევენ, სადაც ტელევიზორში ნაგავი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მატულობს, და მაინც არაა საკმარისი-რომ გასკდეს.. კარგია რომ ტელევიზორი დიდი გარდერობის თავზე შემოვდე და არ ვაპირებ ჩავრთო :)
თითქოს პატარა ვაკუუმი მაქვს შექმნილი, სადაც მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც “პაროლი” გავანდე, მერწმუნეთ, მათ ჩამოთვლას, ერთი ხელი ეყოფა..
მაგრამ მათაც არ სცალიათ. ყველას თავისი საქმე აქვს, თავისი ცხოვრება, თავისი პრობლემები და საფიქრალი. მეც მათ შორის.
უკვე შევეჩვიე იმ აზრს, რომ ჩემი შურთ, რომ ჩემს ადგილას უნდათ ყოფნა, რომ ჩემი ცუდი უხარიათ და ჩემი სიკეთეები-წყინთ. ეს უკვე ძველი ამბავია და რეაქცია აღარ მაქვს.
ვაკუუმი გამჭირვალეა და მაინც შეუძლიათ ვიზუალურად დამინახონ, კიდევ შეშურდეთ და კიდევ იფიქრონ რომ მე ბედი მაქვს. არა, მე ბედი არ მაქვს. მე არ მეზარება ხელის და ტვინის განძრევა რომ რაღაც გავაკეთო, მივაღწიო რასაც მინდა. ყველას დახმარების გარეშე. მე ხომ თბილისში ნაცნობი დიდი “ბიძიები” და ფულიანი ნათლიები არ მყავს. ადვილია დაინახო შედეგი და თქვა-მას ეს აქვს, აქ მუშაობს, ამას აკეთებს.. გაცილებით ძნელია დაინახო რა გზა გავიარე აქამდე ჩემით, ყველასგან დაუხმარებლად და როგორ, რამდენი ხანი ვცდილობდი შეუპოვრად და ჯიუტად მიმეღწია ამისთვის.. მე-მახსოვს მაგალითად. იცი რამდენი ხანი ვცდილობდი მიმეღწია? 6 წელი ზუსტად..6 წელი შრომა, მუშაობა, ათასი იმედგაცრუება, გადღლა, წვალება, შეცდომები, მათი გამოსწორება, ნერვიულობა, კონკურენცია, გულის გატეხვა, ღალატი, სტრესი… მე არ მეზარება შრომა და ამიტომ მაქვს ის მცირედი მატერიალური-რაც მაქვს : სამსახური რომელიც მინდოდა და ამბიცია, გავხდე უფრო მეტი..წავიდე წინ..

მე გაცილებით ბევრი რამე არმაქვს, რაც საჭიროა, მაგრამ-არ ვწუწუნებ. ამის სანაცვლოდ ვგეგმავ, რომ როგორმე მივიდე იქამდე და გავიჩინო ის, რაც ასე მინდა და არ მაქვს. მაგალითად-სახლი თბილისში. (ისევ-მატერიალურ სიკეთეებამდე მივედით :)) მგალითად-ოჯახთან ახლოს ყოფნა. მაგალითად-ახლობლების გულწრფელი სითბო.  მაგალითად-ჯანსაღი სხეული. მაგალითად-მინდა შემეძლოს ვინმეს დავეყრდნო, მივენდო და მოვდუნდე ცოტა ხნით, ვიცოდე რომ ის გააკეთებს საქმეს და შემიძლია დავისვენო.. რა სასაცილოდ ჟღერს არა? ალბათ..მაგრამ მე ეს არ მაქვს.

და მაინც, ჩემი შურთ. და მაინც, მე შემომნატრიან. და მაინც, ჩემს ადგილას უნდათ ყოფნა. როცა თავად იმდენი პოტენციალი აქვთ და არ იყენებენ!..ეზარებათ. ჩემი-უკვე მიღწეული შურთ და უნდათ. არც ეს მიკვირს უკვე, მივეჩვიე, უბრლოდ-დავიღალე.

დავიღალე რომ სიხარული ვერ გამიზიარებია ვინმესთვის, ვიცი რომ გულზე გასკდება და მიმაწყევლის :დ

დავიღალე რომ ჩემგან სულ ელიან დახმარებას, პოზიტივს, სიმხნევეს, ნამდვილ მეგობრობას, მხარდაჭერას, ერთგულებას, გულწრფელ სიხარულს (მე არაგულწრფელად უბრალოდ არ შემიძლია :დ) და სანაცვლოდ ვიღებ-შურით გამსკდარ გულს რომელსაც გასაჭირის ჟამს დახმარება რომ ვთხოვო-უარს მეტყვის და უფრო დიდი სიამოვნებით დააკვირდება ჩემს გაჭირვებას.

მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ ვაფასებ იმას,რაც მაქვს, იმიტომ რომ მე ვიცი, მეტი შემიძლია, იმიტომ რომ ვიცი, აუცილებლად მივაღწევ მიზანს-შანსი არაა არ გავჩერდები! :) იმიტომ რომ მყავს საყვარელი
ადამიანები, მერე რა, რომ 250 კმ. გვაშორებს, ჩვენ მაინც უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე ბევრი, ერთ კვადრატულ ფართზე მცხოვრები :) იმიტომ რომ მყავს ძამიკო, რომელიც მთელი ჩემი ოჯახია თბილისში და მიყვარს ცხოვრებაზე მეტად..

მერე რა, რომ თვის ბოლოს უსახლკარო დავრჩები :დ (გირას ვადა გასდის), აუცილებლად ვიპოვი ახალ სახლს (დროებითს თუნდაც :დ)

მერე რა, ჯანმრთელობა რომ აჩმახებს! -ვარჯიში ისევ დავიწყე და კისერს მოვუგრეხ მაგ პრობლემებსაც.

მერე რა, რომ ათასი წვრილმანი საკითხია ყოველდღე გადასაჭრელი და მოსაგვარებელი, ყოველდღე მოვაგვარებ კიდევაც, მაინც, თუ მე არა-ვინ გამიკეთებს? ვიცი რომ არავინ, ამიტომ-გავაკეთებ კიდეც, არც ეგ მეზარება :)

ფეხებზე მკიდია ყველა, ვისაც ჩემი კარგი შურს და ჩემი ცუდი უხარია. ამიტომაა ალბათ ასე ცოტა მეგობრები რომ მყავს.მაგრამ ნამდვილი მეგობრები.

ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩვენზე,

საერთოდაც, ძალიან ბევრი რამ მკიდია ფეხებზე.

მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემები იყვნენ კარგად, და ვიყო ბედნიერად. დალშე-ვისაც რა უნდა ის აკეთოს.

ამსუბუქებული გულით და ბედნიერების შეგრძნებით სიარულს არაფერი სჯობს… :)

კარგია რომ ვისწავლე ფეხზე დაკიდება და გულთან აღარ მიმაქვს ბევრი რამ. გააააააააააააააააცილებით კარგად ვგრძნობ თავს ეხლა.

სულიერ სიმსუბუქეს, სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ-ისე, როგორც თქვენ გესმით ეს და არა ისე, როგორც მიღებულია :დ

მერე რა, რომ არ გიცნობთ რეალურად, თქვენ გაცილებით უფრო რეალურები ხართ ჩემს ცხვრებაში-ვიდრე სხვა ფიზიკურად ჩემთვის ნაცნობი ადამიანები :*

ბლოზე ფიზიკურად ნიღბიანი, მაგრამ რეალურად ნამდვილი მე ვარ და თქვენ უფრო კარგად მიცნობთ, ვიდრე ჩემი მეგობრები ;)

მიყვარხართ! (იმედია-თქვენც გიყვარვართ :დ :დ ან-მოგწონვართ მაინც :დ)

მუდამ თქვენი-თეა :)

დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. გული ამიჩუყდა… : )) ბოლოს რომ წავიკითხე დამთბა.. : )) ისე რაც ბლოგი მაქვს მეც ეგ შეგრძნება გამიჩნდა… ბლოგზე როცა კომენტარებს ვნახულობ (და ისინი მუდამ თბილია) მეც ბედნიერად ვგრძნობ თავს.. :)) შეიძლება ეს სხვამ სისულელედ ჩათვალოს მაგრამ მე მომწონს და ენერგიით მავსებს.. : ))

    Reply
    • Teaa

       /  August 10, 2012

      :)) მთეეელი გულით დავწერე პოსტი :) ჰო აი ბლოგზე ჩემთვის უცნობი ხალხი უფრო თბილად მხვდება, ვიდრე რეალური ადამიანები, რომლებიც იდეაში ახლობლებად ითვლებიან :დ ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ბლოგიც და მუდმივი მკითხველებიც :) :) რატომ სისულელედ, მეც მასე ვივსები ენერგიით, როცა კომენტარებს ვნახულობ :) :)

      Reply
  2. ასეთი ბოღმიანი და გაკაპასებული ჯერ არ მინახიხარ. ეს რა დაგმართნია გოგოოოოო…. :/

    Reply
    • Teaa

       /  August 11, 2012

      აქს :* ბოღმიანი ნაკლებად მარა გაბრაზებული ვარ კი :დ ამოვიდა ყელში კაცო! :დ :დ

      Reply
  3. ზუსტად ბევრი პრობლემების გადაჭრა გვაყალიბებს თეა იმათ რაც ვართ…და მე ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს და მომწონს…წარმატებები თეა და ყველაფერი საუკეთესო შენ:*:*:*

    Reply
  4. მოდი, მაინც მეგობრებად დავრჩეთ : ))
    კიარადა, მეც მიყვარხარ შენი ბლოგიან-ნაწერებიანად <3
    კაი გოგო ხარ შენ და ნერვებს ნუ მოაშლევინებ ვიღაც-ვიღაცებს : ))

    Reply
    • Teaa

       /  August 13, 2012

      მეც მიყვარხარ მარიამ :* დიდი მადლობა :* ^_^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

  • გაითვალისწინეთ!!!!

    MyFreeCopyright.com Registered & Protected
  • ბლოგის ალფა & ომეგა:)

  • ტოპ-პოპულარ :)

  • უახლესი :)

  • KATE-გორიები :)

  • დამიმეგობრდი სახე–წიგნზე :)

  • BNG

    NEO ბლოგერები Facebook-ზე
  • არქივარიუსი

  • ჩემი მორბენალი ფისო :)

  • ბოლო კომენტარები :)

    Teaa on ის ბიჭი და მე
    უსახელო ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ის ბიჭი და მე
    Teaa on ჩანახატი.
    მარი ! on ჩანახატი.
    ლიკას ბლოგი on ის ბიჭი და მე
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    Teaa on ბედნიერი.
    karamelka on ბედნიერი.
    gioregi on მცირე რეალობა ჩემს გარშემ…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
    Teaa on ჩემი პლანეტა
    Teaa on პაპა მეტროს ჩასასვლელთან…
    ეველინი on ჩემი პლანეტა
  • STUFF ONLY! :)

  • პაწაწუნა და საყვარელი ^_^ :) :)

  • ბლოგზე დაიძურწება

  • მსოფლიო უჯრაში :)

  • ტოპ აღმრიცხველი

  • მთვლელი

  • წკაპ :)

    Join 127 other followers

  • RSS ანინას ბლოგი

    • წვიმის შემდეგ March 2, 2015
      სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა გატენილი. ავეჯი, რომელიც ჩვენს მთავარ სახლში, ავლაბარში აღარ დაგვჭირდა, სწორედ აქ დგას. ჩემი ძმის პირველი კომპიუტერიც (შორეული 1998 წლიდან) აქაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის პირობაზე უსაშველოდ ძველია, ფირსაკრავთან და ნახ […]
  • RSS ბუნბუნლანდია

    • შეკვეთა სამყაროს June 24, 2015
      ჩემმა ყველა ბიჭმა იცოდა საჭმლის კეთება. კვერცხის შეწვა კი არა, ნამდვილი საჭმლის გაკეთება. მემგონი სამყარო ზრუნავს, რომ ჩემნაირი ზარმაცები მშივრები არ დარჩნენ. მივალ, ნიკაპს ავაკანკალებ და აუცილებლად მაჭმევენ რამეს. არა, საჭმლის კეთება ვიცი, გემრიელიც გამოდის, მაგრამ მარტივად და ბანალურად, მუზა თუ არ მოვიდა, ისე კეთება ძალიან მეზარება და მირჩევნია მთელი კვირა […]
  • RSS გვირილას ბლოგი

    • ეგოიზმი May 8, 2014
      უკვე რამდენი ხანია ვზივარ და ვფიქრობ რა და როგორ დავწერო. როგორ დავწერო ის, რასაც ვგრძნობ… არის ხოლმე მომენტები, როცა გინდა მაქსიმალურად გამოხატო რაღაც და უბრალოდ არ შეგიძლია. ასე ვარ ახლა. სიტყვები არ მყოფნის საერთოდ. დაწერა რომ გადავწყვიტე, რაღაცები ტივტივებდა თავში, მერე გაქრა. მთავარი ისაა, რომ დღეს დაბადების დღე აქვს. იცი როგორ მიყვარს? უკვე რამდენჯერ ვ […]
  • RSS ეველინის ბლოგი

    • ძვირფასო ჩარლი… June 10, 2015
        ძვირფასო ჩარლი   თითქმის ერთი თვეა რაც შენგან წერილი არ მიმიღია და მეჩვენება, თითქოს საუკუნე გავიდა. იცი, ხანდახან მგონია, რომ ეგოისტურად მოვიქეცი, შენი ვინაობის გარკვევა რომ არ ვცადე იმ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ძალიან ხშირად მწერდი. ვიცი, გინდოდა ანონიმურობა შეგენარჩუნებინა, მაგრამ თითოეული წერილის წაკითხვის შემდეგ საშინლად მინდოდა მეც პასუხი დამებრუნ […]
  • RSS Le Paranoia

    • ღამის ამბავი, ან რაც გინდათ რა December 27, 2013
      - კნოკ, კნოკ… - ვინ არის – მოისმა უკანა ოთახებიდან, რაც გულისხმობდა, რომ გასაკვირია, მაგრამ უკვე იწვა. - ნოთ ემილი  - ჰეჰ, პარა!  – ნაწყვეტი ძველი, შავი ხუმრობიდან, ყოველთვის საკმარისია, რომ თუნდაც ჩემი ზე-მოწყენილი და ამის გამო შეცვლილი ხმა იცნოს. კარი გააღო. - წინა კვირას ორჯერ გავბრუნდი შენს სადარბაზომდე მოსული… - ერთხელ დაგინახე… დღესაც წახვალ? […] […]
  • RSS My thirteen sky

    • ეცეტერა May 17, 2015
      ურთიერთობის დასრულების შემდეგ , რამდენ ხანში ვახერხებთ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, ჩვევებს და იმ რეალობას რაშიც ურთიერთობამდე ვცხოვრობდით? ალბათ ყველას თავისი დრო აქვს, ზოგისთვის საკმარისია 1 კვირა, ზოგისთვის კიდევ უფრო მეტი. და რამდენია საჭირო ჩემთვის? როდის მოვახერხებ და საფუძვლიანად მოვიშორებ წარსულით ცხოვრებას? როდის ვიქნები ორიენტირებული მომავალზე? ალბათ […]
  • RSS Niksologia

    • თოვლის სკულპტურები January 29, 2015
      “ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი მზიან და უთოვლო ზამთარს თბილისში ჯერ არ მოვსწრებივარ” – ეს სიტყვები წონიანი იმ შემთვევაში იქნებოდა 89 წლის რომ ვყოფილიყავი. მართალია, დედაქალაქში ზამთრობით მაინც და მაინც დიდი თოვლი ხშირად არ მოდის, თუმცა ასეთი უნალექობაც არაა ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ შარშანდელ საკმაოდ ყინვიან ზამთარს. არ გვაქვს თოვლი თბილ […]
  • RSS საჯღაპნელი

    • მე და ჩემი საყვარელი სამსახური November 25, 2013
      გამარჯობა, მეგობრებო! ვიცი, რომ ისევ დავიკარგე, უკვე მერვედ, ალბათ, თუმცა ჩემს ცხოვრებაში იმდენად საინტერესო ამბები ხდება, რომ მხოლოდ ძილისა და ერთ უსაყვარლეს ადამიანთან ურთიერთობისას დრო მაქვს.  ბევრი რომ არ გავაგრძელო, მუშაობა დავიწყე.   არაფერია დაღლა და გათიშული გონება იმ სიამოვნებასთან შედარებით, რომელსაც თანამშრომლების და იმ საქმის კეთებისგან ვიღებ, რო […]
  • RSS პატარა გაუწონასწორებული ფსიქოპატი

    • გავიხსენოთ ბავშვობა – ფუტკარი მაია November 24, 2014
      90-იანებს ბავშვებს გვახსოვს “ფუტკარი მაიას თავგადასავლები”, მოუსვენარი, პატარა და ცელქი ფუტკარის სასაცილო ამბები. ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს მულტფილმი 70-80-იან წლებში იყო პირველად გამოსული და ჩვენთან უბრალოდ 20 წლის შემდეგ მოაღწია. 20 ნოემბრიდან კინოთეატეატრებში გამოვიდა ახალი “ფუტკარი მაია”, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი :) გამახსენდა ბავშვობა, სა […]
  • RSS jane’s Universe

    • My little sunshine January 30, 2015
      მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა წლების შემდეგ-თქო.. არადა, თურმე გავიწყდება რა […]
  • RSS ქუჩის მწერალი

    • ასლი შენახულია 3:36:14 am-ზე (წინათქმა) June 22, 2015
      დილას, სარკეში რომ ჩავიხედე, წვერგაუპარსავმა და თმაგაბურძგნულმა ტიპმა დაცინვითა და ზიზღით ერთნაირად შემომხედა. შემდეგ მზერა ჩემ უკან მდგარ ძველ და აულაგებელ საწოლზე გადაიტანა… აშკარად ჩემზე მეტად ეზარებოდა საწოლის დალაგება და […] […]
  • RSS შიოს მარანი

    • რა მინდა და რა არა November 2, 2013
      რატომღაც აქ ვარ… გადავხედე, გადმოვხედე მიგდებულ გარემოს და აღმოვაჩინე რომ ზუსტად ერთი წლის წინ ეს პოსტი დამიწერია, მას შემდეგ კი მხოლოდ ორი. რისი ბრალია ზუსტად ალბათ არ ვიცი… არ მინდა გარკვევა მინდა სხვანაირი დღეები დადგეს, რამდენიმე მაინც არ მინდა ისე გადავიღალო, საქმიანობა შემძულდეს მინდა შენი დასვენებული თვალები დავინახო და მეც დავისვენო არ მინდა პოლიტიკა […]
  • RSS ჩრდილოეთის ციალი

    • მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს June 8, 2014
      კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაც […]
  • RSS ჩორვენი

    • 213 - XXXVIII July 2, 2015
      მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მა […]
გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.

Join 127 other followers

%d bloggers like this: